04.10.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” წინააღმდეგ ორი განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელები არიან ერნსტ ხეჩუმოვი და ნოდარ რუხაძე.
სადავო მასალა 2022 წლის 29 სექტემბერს გავიდა ეთერში.
განმცხადებლების პოზიციით, მედიაპროდუქტში ინფორმაცია არასწორად გაშუქდა.
ერნსტ ხეჩუმოვი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ნოდარ რუხაძე დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.