20.01.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმალური ასაკი 25 წელი;
- მედიის ან მედიასამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზაციის მართვის გამოცდილება;
- საერთაშორისო და ადგილობრივ მედიაორგანიზაციებთან, ფონდებთან, მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნას.
ძირითადი მოვალეობები:
- ქარტიის ყოველდღიური საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა;
- მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტრატეგიული განვითარების გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და მიმართულებების განხორციელება;
- ქარტიის საერთო კრების, საბჭოსა და სარევიზიო კომისიის წინაშე ანგარიშვალდებულება;
- ქარტიის საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალური ანგარიშგების მომზადება და საბჭოსთვის წარდგენა. ქარტიის მიმდინარე პროექტების მართვა;
- ქარტიის პროექტების მომზადება და შესაბამისი ორგანიზაციებისთვის მათი წარდგენა;
- ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება. ქარტიის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვა.
კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
- CV;
- სამოტივაციო წერილი თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვა;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
შერჩევის პროცედურა:
განაცხადების მიღების დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში საბჭო გასაუბრების ეტაპისთვის არჩევს კანდიდატებს და ატარებს გასაუბრებას ინდივიდუალურად.
ანაზღაურება:
მინიმალური ხელფასი 1020 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადასახადების ჩათვლით.
განაცხადის წარდგენა:
დოკუმენტები უნდა გამოაზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის
მისამართზე: ethicscharter@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: დირექტორის კონკურსი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 5 თებერვლის ჩათვლით.