31.01.2023
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „Primetime.ge”-ს ჟურნალისტის მირანდა ტყემალაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია თამარ ჯიშკარიანი.
სადავო მასალა 2023 წლის 30 იანვარს გამოქვეყნდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა მისი ფოტო გამოიყენა ისე, რომ არ მიუთითა ავტორი.
განმცხადებელი დავობს ქარტიის ქარტიის მეხუთე (შესწორება), მეცხრე (სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნა) და მეთერთმეტე (პლაგიატი) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.