მოვუწოდებთ შსს-ს გამოიძიოს on.ge-ს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტი
21.01.2021

კატეგორია : განცხადებები;

2020 წლის 16 იანვარს, სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის გაშუქებისას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს ონლაინგამოცემა "on.ge-ს" ჟურნალისტს ხატია ღოღობერიძეს.

ეს ფაქტი ასახულია On.ge-ის ჟურნალისტისა და ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ გადაღებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ ეცემა ძირს რეპორტიორი გადაღების პროცესში. კადრებში ისმის, რომ ჟურნალისტი რამდენჯერმე იმეორებს სიტყვებს: “რას აკეთებთ, ჟურნალისტი ვარ?!” - მიუხედავად ამისა, სამართალდამცავები მას უხეშად აწვებიან და აქცევენ.

ჩვენი ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებული არ არის.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიწყოს საქმის გამოძიება და გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები.

სამართალდამცავი სტრუქტურების სწორ და სწრაფ რეაგირებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რამდენად შეიცვლება გასული წელის ტენდენტია. 2020 წლის 8 ნოემბერს, ცესკოსთან გამართულ აქციაზე გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლის გაშვების შედეგად რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა და ტექნიკა დაუზიანდა. ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეეშალათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისასაც. გასულ წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევების გახშირების გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთი მოწოდება გაავრცელა.

ეთიკის ქარტია, ასევე მიმართავს მმართველ პარტიას დააფიქსიროს მკაფიო და ცალსახა პოზიცია მედიის საქმიანობის ხელისშეშლის დაუშევბლობასთან დაკავშირებით და გასცეს სათანადო რეკომენდაციები, რათა აქაციებზე ჟურნალისტები დაცული იყვნენ სამართალდამცველთა ქმედებების შედეგად დაშავებისგან.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.