ქარტია საარჩევნო მედიამონიტორინგს იწყებს
26.08.2024

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) მხარდაჭერით, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იწყებს წინა და პოსტ საარჩევნო თემატურ მედიამონიტორინგს, თვისებრივი კვლევის მეთოდით.

მედიამონიტორინგისთვის შეირჩა შემდეგი 10 ტელევიზია: საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი, მთავარი არხი, რუსთავი2, პოსტვ. ფორმულა, ტვ პირველი, ალტ ინფო და კავკასია,  და შემდეგი 8 ონლაინ მედიასაშუალება: interpressnews.ge, radiotavisupleba.ge, primetime.ge, tabula.ge, netgazeti.ge, sputnik-georgia.com, publika.ge  და news.on.ge.

 

სამთვიანი მონიტორინგი მოიცავს, ტელევიზიების შემთხვევაში, 2024 წლის 27 აგვიტოდან 26 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში პრაიმთაიმში გადაცემულ ახალ ამბებსა და ტოკშოუს ფორმატის გადაცემებს, ხოლო ონლაინ მედიასაშუალების შემთხვევაში ამავე პერიოდში მათ ვებ-საიტებზე გამოქვეყნებულ იმ სარედაქციო მასალებს, რომლებშიც ფიგურირებენ მონიტორინგის სუბიექტები - პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 

მონიტორინგის ინტერესის საგანი იქნება ის, თუ რამდენად იცავენ მედიასაშუალებები ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს საარჩევნო თემატიკის გაშუქების დროს და რამდენად ხარისხიანია ის მედიაპროდუქტი, რომელსაც ისინი აწვდიან აუდიტორიას. მედიაპროდუქტები შეფასდება ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ბალანსი, მიუკერძოებლობა, ჟურნალისტის/გადაცემის წამყვანის მიერ გამოყენებული ენა, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება და ფაქტების დროული გაშუქება. ქარტია დააკვირდებ, ხომ არ ტოვებს რომელიმე მედიასაშუალება მნიშვნელოვან ახალ ამბავს ან ინფორმაციას, და ხომ არ ცდილობს ის აუდიტორიის მანიპულირებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ქარტია ყურადღებას მივაქცევ იმასაც, თუ როგორ მგრძნობელობას იჩენს ესა თუ ის მედიასაშუალება გენდერული საკითხების გაშუქებისას. 

ქარტია მიგნებებს როგორც წინასაარჩევნო, ისე პოსტსაარჩევნო გაშუქებასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნობს საჯარო პრეზენტაციებზე და გამოაქვეყნებ ანგარიშის სახით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. 

ინფორმაცია ქარტიის მიერ წინა წლებში განხორციელებული მედიამონიტორინგის პროექტების შესახებ და ანგარიშები ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ვებგვერდიდან: მედიამონიტორინგი (qartia.ge) 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.