23.10.2024
ქარტიის საბჭომ 22 ოქტომბერს განიხილა საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს” განცხადება POSTV-ის ჟურნალისტის გურანდა ბილიხოძის წინააღმდეგ.
სადავო მედია პროდუქტი "POSTV - ანალიტიკას" ფეისბუქ გვერდზე 11 და 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა და ეხებოდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მამუკა ხაზარაძეს. POSTV-ს მასალების მიხედვით, მამუკა ხაზარაძე მალავდა მის არაქართულ წარმომავლობას.
განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპების დარღვევაზე.
მოპასუხე მხარემ საქმეზე წარმოადგინა შეპასუხება და არ დაეთანხმა განმცხადებლის პრეტენზიებს.
ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო მასალებში სამივე სადავო პრინციპი დაირღვა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.