28 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრება გაიმართა
29.12.2024
28 დეკემბერს ქარტიის ყოველწლიური, რიგით მეთექვსმეტე საერთო კრება გაიმართა. საერთო კრებაზე წევრების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ნანა ბიგანიშვილი, სარევიზიო კომისიის​  თავმჯდომარე ნინო შუბითიძე და ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ლია ჩახუნაშვილი.

საერთო კრებაზე გამოვლინდნენ ქარტიის პრიზის 2024 წლის გამარჯვებულებიც

საერთო კრებაზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი აირჩიეს.

საბჭოს წევრები გახდნენ:
  • თბილისის კვოტით - ნინო გელაშვილი („მითების დეტექტორი“ და mediameter.ge)
  • რეგიონების კვოტით - თიკო დავაძე („რადიო მარნეული“), ირაკლი მსხილაძე ("აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი" )
 
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი - თბილისს. საბჭო საკუთარი განცხადებით დატოვა გელა მთივლიშვილმა, რომელიც თინათინ ზაზაძემ შეცვალა. მანანა ქველიაშვილს, თინათინ ზაზაძეს როგორც ირმა ზოიძის ადგილმონაცვლეს და ხატია ღოღობერიძეს საბჭოს წევრად ყოფნის ვადა ამოეწურათ.

საბჭოს ახალი შემადგენლობა ასეთია:
  • ნანა ბიგანიშვილი
  • ნინო რამიშვილი
  • ნინო გელაშვილი
  • საბა წიწიკაშვილი
  • ვლადიმერ ჩხიტუნიძე
  • ნინო კაპანაძე
  • თინათინ ზაზაძე
  • თიკო დავაძე
  • ირაკლი მსხილაძე

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.