მაკა ცინცაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მეშვიდე და მე-11 პრინციპები
28.01.2025

25 იანვრის სხდომაზე ქარტიის საბჭომ განიხილა თინა ცომაიას და ნინო ივანიშვილის განცხადება ტელეკომპანია “პირველი არხის” წამყვანის წინააღმდეგ.


სადავო გადაცემა - “მოამბის საგანგებო ეთერი” “პირველ არხზე”  2024 წლის 15 დეკემბერს გავიდა. განმცხადებლის მხრიდან სადავოდ იყო გამხდარი  რესპოდენტ ირაკლი ფიფიასთან დისკუსიაში წამყვანის გამონათქვამები და შეფასებები.


განმცხადებელმა განხილვის დროს მოხსნა ქარტიის მეცხრე (მასალების გამიჯვნა) პრინციპი და სადავო პრინციპებად განისაზღვრა პირველი (სიზუსტე); მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები, რომელთაგანაც საბჭომ ყველა დარღვეულად მიიჩნია. 


გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.