სიახლეები
კახეთის საინფორმაციო ცენტრის დღის გამოშვების რედაქტორის გელა მთვლიშვილის განმარტება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" საჩივართან დაკავშირებით.   კახეთის საინფორმაციო ცენტრის დღის გამოშვების რედაქტორის გელა მთვლიშვილის განმარტება ასოციაცია "მწვანე ალტერნატივას" საჩივართან დაკავშირებით.   (more…)
09.12.2010

ელისო ჯანაშია: “მიმაჩნია, რომ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ჩვენი მედიასაშუალების პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის 1-ელ, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტების დარღვევას”

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს
განმცხადებელი ელისო ჯანაშია

განცხადება
(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)
მივიჩნევ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები:
ლაშა ზარგინავა,
რადიო „ჰარმონიის“ ჟურნალისტი

კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.

მ/წ 26 სექტემბერს, რადიო „ჰარმონიის“ ეთერით გავიდა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მომზადებული სიუჟეტი „ინფორმაციის ხელმისაწვდომობა“, რომელშიც საუბარია, ამ კუთხით ფოთის მედიასაშუალებებში არსებულ სიტუაციაზე. აღნიშნული სიუჟეტი იწყება ფრაზით: „ფოთში მომუშავე მედიასაშუალებები – საჭირო ინფორმაციის მიღებისას, ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში, სხვადასხვა სახის პრობლემებს აწყდებიან“.

ბუნებრივია, ამ ფრაზის შემდეგ, სიუჟეტში განხილული უნდა იყოს ფოთში მომუშავე ყველა მედიასაშუალების პრობლემა, თუ, რა თქმა უნდა, ავტორის მიზანია სიმართლე მიაწოდოს მსმენელს. თუმცა, სიუჟეტში წარმოდგენილ მედიასაშუალებებს შორის, ჩვენი მედიასაშუალება, რომელსაც ყველაზე ხშირად და ყველაზე მწვავედ უდგას ეს პრობლემა, მოხსენიებული არ არის.

სიუჟეტში ჩვენი იგნორირება ორ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული: ჩვენი მედიასაშუალების არარსებობის, ან ჩვენთვის აღნიშნული პრობლემის არარსებობის შემთხვევაში. სიუჟეტის გასვლამდე ოთხიოდ თვით ადრე, სხვა რეგიონის მედიასაშუალებებთან ერთად, ჩვენმა მედიასაშუალებამ, რეგიონიდან ერთადერთმა, მონაწილეობა მიიღო საკმაოდ გახმაურებულ აქციაში : მოგვეცით საჯარო ინფორმაცია! რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს პრობლემა მწვავედ გვიდგას.

აღნიშნული სიუჟეტის გასვლის შემდეგ, მერიიდან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ მედიასაშუელებების შესახებ, ვინც 2008 წლიდან მოყოლებული, აღნიშნული სიუჟეტის გასვლის მომენტისთვის, მერიიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოითხოვა. გაირკვა, რომ არც ერთ სხვა მედიასაშუალებას, ადმინისტრაციიდან ინფორმაცია გამოთხოვილი არ ჰქონია, რაც სიუჟეტში მოხსენიებული ჟურნალისტების პრობლემებს ბუნდოვანს ხდის. (აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ტ/კ „მეცხრე ტალღას“ 1 ინფორმაცი აქვს გამოთხოვილი, როგორც გავარკვიეთ სიუჟეტის გასვლის შემდეგ).

სამართლიანად ჩნდება კითხვა: როგორ შეძლებდა ჟურნალისტი რეალური სურათის სრულად დადებას, იმ მედიასაშუალების პრობლემების მოუხსენიებლად, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე, მხოლოდ ფოთის ადმინისტრაციიდან, 50-მდე საჯარო ინფორმაცია აქვს გამოთხოვილი?

მიმაჩნია, რომ სიუჟეტში ადგილი ჰქონდა ჩვენი მედიასაშუალების პრობლემების ხელოვნურად მიჩქმალვას და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვას. შესაბამისად, ადგილი აქვს საქართველოს ჟურნალისტთა ქარტიის 1-ელ, მე-3 და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯების ნაწილში) პუნქტების დარღვევას.

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.

იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტის მიზანი, მის მიერ სიუჟეტში მოხსენიებული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების პრობლემების წარმოჩენა იყო, შესავალშივე უნდა დაკონკრეტებულიყო მათი სახელწოდებები და მსმენელსაც შესაბამისი წარმოდგენა შეექმნებოდა კონკრეტულად მათ პრობლემებსა თუ საქმიანობაზე. ხოლო თუკი, როგორც სიუჟეტის შესავალშია საუბარი, ზოგადად, ფოთში მომუშავე მედიასაშუალებებზე, სიუჟეტს უნდა მოეცვა ფოთში მომუშავე ყველა მედიასაშუალების პრობლემა აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით.

სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტს არ მოუძიებია ინფორმაცია, ფოთში არსებული მედიასაშუალებების მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის რაოდენობის შესახებ, არ დაუსახელებია ფაქტები, თუ რა პრობლემას აწყდება კონკრეტულად ჟურნალისტი ინფორმაციის მოპოვებისას(თუ არ ჩავთვლით იმ ჟურნალისტების ზეპირ განმარტებებს, რომლებსაც, როგორც გაირკვა, რეალურად არასოდეს მიუმართავთ წერილობით ინფორმაციის გამოსათხოვად),რომლის გარეშეც მნიშვნელოვნად მახინჯდება რეალური სურათი.

მიმაჩნია, რომ სიუჟეტი არღვევს მოსახლეობის კანონიერ უფლებას, მიიღოს უტყუარი ინფორმაცია, რაც არღვევს ჟურნალისტურ სტანდარტს.

სასურველია დანართი – აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული )

განცხადებას ერთვის:
1. რადიოსიუჟეტი;
2. წერილი მერიიდან.

განმცხადებელი: ე. ჯანაშია
გაზეთ „თავისუფალი სიტყვის“ რედაქტორი

04.12.2010

2010 წლის 5 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საჩივრით მომართა ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ გაზეთში “რეზონანსში“ (№292 (6517), შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნებული სტატიის – “ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70-ს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (გვ.10-11), თაობაზე (სტატიის ავტორი მარი ოთარაშვილი).

ნინო გუჯარაიძის განცხადებით, წარმოდგენილი სტატიით დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი, მესამე, მეოთხე და მეთერთმეტე პრინციპები. იქიდან გამომდინარე, რომ მარი ოთარაშვილი არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი, ნინო გუჯარაიძემ მოითხოვა საქმის წარმოების დაწყება “რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის მოადგილის, ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ ზემოთ აღნიშნული პრინციპების დარღვევისთვის.

წარმოდგენილი საჩივრის საპასუხოდ ელისო ჩაფიძემ საბჭოს შემდეგი განმარტება მისცა:

“1.სტატიის გამოქვეყნების პერიოდისათვის ვიმყოფებოდი ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ სემინარზე მაროკოს ქალაქ რაბათში და, შესაბამისად, ვერანაირად ვერ წავიკითხავდი აღნიშნულ სტატიას.

2.გაზეთ რეზონანსის ბოლო გვერდზე მკაფიოდაა მითითებული, რომ გახლავართ გაზეთ “რეზონანსის” ყოველკვირეული დამატება “მთელი კვირის” მთავარი რედაქტორი და, შესაბამისად, პასუხს ვერ ვაგებ სხვა დღეებში გამოქვეყნებულ სტატიებზე, მით უმეტეს, თუკი ისინი არ წამიკითხავს და არ ჩამისწორებია.”

ელისო ჩაფიძემ, დამატებით წარმოადგინა მაროკოში ვიზიტის დამადასტურებელი მივლინებისა და მგზავრობის დოკუმენტები.

საბჭომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია ელისო ჩაფიძის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები და აქედან გამომდინარე, დაუშვებლად მიიჩნია “მწვანე ალტერნატივის” საჩივრის განხილვა ელისო ჩაფიძის წინააღმდეგ

04.12.2010

გაზეთში “რეზონანსი“ (№292 (6517), შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70-ს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (გვ.10-11), სადაც ავტორი (ქ-ნი მარი ოთარაშვილი) სხვა რესპონდენტებს შორის, ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ “მწვანე ალტერნატივას“ ასახელებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ეთერ თურაძეს

განმცხადებელი: ნინო გუჯარაიძე (“მწვანე ალტერნატივა”, აღმასრულებელი დირექტორი)

განცხადება

მოგახსენებთ, რომ გაზეთში “რეზონანსი“ (№292 (6517), შაბათი, 30 ოქტომბერი, 2010) გამოქვეყნდა სტატია სათაურით “ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70-ს ემუქრება: ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები“ (გვ.10-11), სადაც ავტორი (ქ-ნი მარი ოთარაშვილი) სხვა რესპონდენტებს შორის, ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ “მწვანე ალტერნატივას“ ასახელებს (იხილეთ თანდართული სტატია).

resonancedaily.com

სტატიაში ვხვდებით შემდეგ ფრაზებს:
“გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას“ მონაცემებით…“,
“ორგანიზაციაში “რეზონანსს“ განუცხადეს…“, ““მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოწოდებული
მონაცემებით…“, “მწვანე ალტერნატივას“ ცნობით…“

გვსურს საბჭოს ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ სტატიის შედგენისას ავტორი არ დაკავშირებია “მწვანე ალტერნატივას“ და არ აუღია ინტერვიუ “მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენლებისგან. არც “მწვანე ალტერნატივას“ მიუწოდებია რაიმე სახის ინფორმაცია გაზეთისთვის “რეზონანსი“. ჩვენი ვარაუდით, ავტორმა სტატიის შედგენისას უბრალოდ ისარგებლა ორგანიზაციის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად შემუშავებული ანგარიშით “ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვა და ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოში“ (ანგარიში ხელმისაწვდომია “მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე).

“მწვანე ალტერნატივა“ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სტატიის გამოქვეყნებისას, დაირღვა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემდეგი დებულებები:

1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი
ინფორმაცია.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ
კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.

11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
• ფაქტის განზრახ დამახინჯება;
• ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე
გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
• პლაგიატი.

“მწვანე ალტერნატივას“ აზრით, დაირღვა ასევე ქარტიის წესდება, კერძოდ, წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის “ა“, “ბ“ და “დ“ ქვეპუნქტები, რომელთა თანახმად:

“ქარტიის წევრი მოვალეა:
(ა) დაიცვას ქარტიის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები;
(ბ) გაუფრთხილდეს ქარტიის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
(დ) პროფესიულ საქმიანობაში იხელმძღვანელოს ქარტიის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქ-ნი მარი ოთარაშვილი არ არის საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი, თუმცა ქარტიის ხელმომწერია გაზეთის “რეზონანსი“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ქ-ნი ელისო ჩაფიძე. ამდენად, ჩვენი მოსაზრებით, ქ-ნი ელისო ჩაფიძეც პასუხისმგებელია საჩივარში მოყვანილ დარღვევაზე.

მოგმართავთ თხოვნით, განიხილოთ ჩვენს საჩივარში მოყვანილი დარღვევის ფაქტი და მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

განმცხადებელი: ნინო გუჯარაიძე,
აღმასრულებელი დირექტორი
მწვანე ალტერნატივა, 05.11.2010

საკონტაქტო დეტალები:
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: ფალიაშვილის ქ. 27/29, მე-2 სართ., 0179 თბილისი
ტელეფონი: (995 32) 29 27 73, ფაქსი: (995 32) 22 38 74
ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org

06.11.2010
თორნიკე თევზაძე: 2010 წლის 30 მაისის ნომერში ჟურნალ “ლიბერალში“ დაიბეჭდა სოზარ სუბარის სტატია “ბალანსი რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებებს შორის’’. სტატიას ჰქონდა დართული ფოტო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სტატიის შინაარსს და ამახინჯებს ავტორის თვალსაზრისს. ამასთან შორენა შავერდაშვილმა ავტორთან შეუთანხმებლად დაურთო მის სტატიას ეს ფოტო.


საჩივრის ფორმა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს ქალბატონ ეთერ თურაძეს.

მივიჩნევ (განმცხადებელი: თორნიკე თევზაძე), რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები – ჟურნალ “ლიბერალის’’ რედაქტორი შორენა შავერდაშვილი.

კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.
2010 წლის 30 მაისის ნომერში ჟურნალ “ლიბერალში’’ დაიბეჭდა სოზარ სუბარის სტატია “ბალანსი რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლებებს შორის’’. სტატიას ჰქონდა დართული ფოტო, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სტატიის შინაარსს და ამახინჯებს ავტორის თვალსაზრისს. ამასთან შორენა შავარდაშვილმა ავტორთან შეუთანხმებლად დაურთო მის სტატიას ეს ფოტო.

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება, თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას.
ვფიქრობ შორენა შავერდაშვილმა დააღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია,რადგან სოზარ სუბარის სტატიაზე დადებული ფოტო შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და არასწორ ინფორმაციას აწვდის ავტორის თვალსაზრისის შესახებ.ამასთან ამახინჯებს სტატიის შინაარსს.

სასურველია დანართი – აუდიო ან/და ვიდეო ან/და ბაჭდური ფორმით არსებული მასალა, სადაც ასახულია ის ფაქტები/გარემოებები, რასაც ეფუძნება განცხადება (განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია მითითებულ იქნას მასალის მოპოვების წყარო, მაგ.: ბმული )

განცხადებას დართული აქვს სტატიის დასკანერებული ვერსია.

განმცხადებელი: თორნიკე თევზაძე

10.08.2010
საბჭოს წევრის კითხვაზე - სომხების, ებრაელების ან შშმპ-ების აღვირახსნილი პროპაგანდა რომ ეხსენებინათ თქვენს გადაცემაში, რეაქცია გექნებოდათ? 2010  წლის 9  მარტს  ტელეკომპანია „კავკასიას“  ეთერში გასულ  თოქშოუ „ბარიერში“,  რომლის  წამყვანიცაა  ალექსანდრე  ელისაშვილი  მის მიერ  მიწვეული  სტუმრების  მხრიდან (მალხაზ  გულაშვილი,  გუბაზ  სანიკიძე) ადგილი  ჰქონდა  ჰომოსექსუალი  თანამოქალაქეების  დაცინვას  და  დამცირებას. ბატონმა  ელისაშვილმა  არ  აღკვეთა  ეს  საუბარი,  არამედ  შეუერთდა  საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეს ჩვენი საუბრის თემა არ არის“

მივიჩნევთ,  რომ  ქარტიის  წევრმა  დაარღვია  საქართველოს ჟურნალისტური  ეთიკის  ქარტიის  დებულება.  მოგმართავთ,  რათა ქარტიის  შიდამარეგლამენტირებელი  დოკუმენტებით  დადგენილი წესით  შესწავლილ/განხილულ  იქნას  დარღვევის  ფაქტი,  შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ჩვენ  ორგანიზაციას  მიაჩნია,  რომ  ტელეკომპანია  კავკასიის ჟურნალისტმა,  გადაცემა „ბარიერის“  წამყვანმა  ალექსანდრე ელისაშვილმა  დაარღვია  საქართველოს  ჟურნალისტური  ეთიკის ქარტია, რომლზეც მას ხელი აქვს მოწერილი.

კერძოდ,  მოგახსენებთ,  რომ 2010  წლის 9  მარტს  ტელეკომპანია „კავკასიას“  ეთერში გასულ  თოქშოუ „ბარიერში“,  რომლის  წამყვანიცაა  ალექსანდრე  ელისაშვილი  მის მიერ  მიწვეული  სტუმრების  მხრიდან (მალხაზ  გულაშვილი,  გუბაზ  სანიკიძე) ადგილი  ჰქონდა  ჰომოსექსუალი  თანამოქალაქეების  დაცინვას  და  დამცირებას. ბატონმა  ელისაშვილმა  არ  აღკვეთა  ეს  საუბარი,  არამედ  შეუერთდა  საყოველთაო ქირქილს და შემდეგ განაცხადა: „დავანებოთ მაგათ თავი, ეს ჩვენი საუბრის თემა არ არის“.

გადაცემის  მიწურულს  კვლავ  დაუბრუნდნენ  იგივე  თემას.  კერძოდ ერთსქესიანი  ქორწინების  თემით  აპელირებისას  ბატონი  გულაშვილი  და  ბატონი სანიკიძე  შეუფერხებლად  განაგრძობდნენ  იმაზე  საუბარს,  თუ  რა  უზნეო ღირებულებების  მატარებელია  ევროპა,  სადაც  ასეთი  კავშირებია  დაშვებული,  რომ ჩვენ არ უნდა გადავგვარდეთ და წინ აღვუდგეთ ამ გარყვნილებას.

სტუმართაგან არც ერთს ამაზე ადეკვატური რეაგირება არ მოუხდენია. მხოლოდ ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა  გააპროტესტა  ევროპული  ფასეულობების  ლანძღვა  კონკრეტულად სიტყვის თავისუფლებისა და ქალთა უფლებების კონტექსტში.

შესაბამისად,  მიგვაჩნია,  რომ  ბატონი  ელისაშვილი  ვალდებული  იყო  აღეკვეთა  ეს საუბარი  მისივე  სტუდიაში  მეტადრე, რომ  ის  გადაცემის თემას  არ  ეხებოდა.  ხოლო ჰომოსექსუალი მოქალაქეების დაუფარავი შეურაცხყოფის მცდელობაზე კი საკუთარი მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი უნდა მოეხსენებინა აუდიტორიისათვის, ვინაიდან მაყურებელს  აუცილებლად  გაუჩნდებოდა  იმის  შეგრძნება,  რომ  ამგვარი ქსენოფობიური  თავდასხმები  გადაცემის  წამყვანის  ყურადღების  ღირსი  არ  არის.

ფონდი ინკლუზივი

06.06.2010
2010 წლის 17 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ საინფორმაციო სააგენტო “პირველში” გამოქვეყნებული 2 სტატიის გამო, სადაც “საქართველოს “ლეიბორისტული პარტია” და მისი ლიდერი დადანაშაულებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან საარჩევნო კომისიების “კვოტებით” ვაჭრობაში”. ძაგანია საბჭოსგან ითხოვდა აღნიშნულ სტატიებთან დაკავშირებით ემსჯელა “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებების უხეშ დარღვევებზე”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ქარტიის საბჭოს საქმისწარმოების წესის მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არ ცნო დასაშვებად კახა ძაგანიას განცხადების განხილვა, ვინაიდან საინფორმაციო სააგენტო “პირველის” რედაქტორი არ არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი. ქარტიის საბჭო
22.04.2010
კახა ძაგანია: “წარმოგიდგენთ საინფორმაციო სააგენტო “პირველის” 2 სტატიას, შეკვეთილი სტატიების კატეგორიიდან, სადაც საქართველოს ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი ეფემერულ წყაროზე დაყრდნობით დადანაშაულებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან საარჩევნო კომისიების “კვოტებით” ვაჭრობაში”

 

ქარტიის საბჭოს თავმჯდომარეს ეთერ თურაძეს
ასლი: ქარტიის წევრთა საერთო კრებას

არავისთვის არის სიახლე, რომ მას-მედია დემოკრატიის აუცილებელი ინსტიტუტია, აგრეთვე წარმოადგენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების აუცილებელ ინსტრუმენტს და მისი მთავარი ფუნქციაა საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სამწუხაროდ საქართველოში მას-მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი იქცა სახელისუფლო PR-მეხოტბეთა კასტად, რომლებიც შეკვეთილი სტატია-სიუჟეტებით ყოველგვარ საზღრებს სცდებიან.

წარმოგიდგენთ საინფორმაციო სააგენტო “პირველის” 2 სტატიას, შეკვეთილი სტატიების კატეგორიიდან, სადაც საქართველოს ლეიბორისტული პარტია და მისი ლიდერი ეფემერულ წყაროზე დაყრდნობით დადანაშაულებულია ოპოზიციასა და ხელისუფლებასთან საარჩევნო კომისიების “კვოტებით” ვაჭრობაში.

გთხოვთ, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის და მისი წესდების დებულებების უხეში დარღვევისათვის, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას.
დანართი: 2 ფურცელი

იხილეთ მიმაგრებული ფაილი

პატივისცემით,
პარტიის იდეოლოგიური მდივანი
კახა ძაგანია

17.04.2010
2010 წლის 18 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოქალაქე რ.ფ.-მ ქარტიის დამფუძნებლისა და წევრის ჟურნალისტ ნათია კობერიძის წინააღმდეგ.

 

განცხადება

(ქარტიის წევრის მიმართ საქმისწარმოების დაწყების შესახებ)

მივიჩნევ, რომ ქარტიის წევრმა დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დებულებ(ებ)ი. მოგმართავთ, რათა ქარტიის შიდამარეგლამენტირებელი დოკუმენტებით დადგენილი წესით შესწავლილ/განხილულ იქნას დარღვევის ფაქტი, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ქარტიის იმ წევრის პერსონალური/პროფესიული მონაცემები, რომელმაც შესაძლოა დაარღვია ქარტიის დებულებით აღიარებული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები:  –

ნათია კობერიძე – ტელეკომპანია ”იმედი”- გადაცემა ”სპეციალური რეპორტაჟი”.

კონკრეტული ფაქტების/გარემოებების მითითება, რაც განმცხადებლის აზრით, ადასტურებს ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას:

2010 წლის 13 მარტს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა სპეციალურ რეპორტაჟში გასული “მოდელირებული ქრონიკა” და შემდგომი თოქ-შოუ.

განმცხადებლის პირადი მოსაზრება/განმარტება თუ რატომ მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ქარტიის წევრის მიერ ქარტიის დებულების დარღვევას:

ჟურნალისტმა პატივი არ სცა სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, რითაცდაარღვიაქარტიისპირველიპრინციპი.

18.03.2010

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.