სიახლეები
კვირას, 2 ივნისს,  ქარტიის საბჭომ განიხილა ტელეკომპანია მე_9 არხისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადებები, მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძის და ირაკლი მანაგაძის მიმართ. გადაწყვეტილებით საბჭომ დაადგინა, რომ: (1) მაია მეცხვარიშვილს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი. (2) დავით მჭედლიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. (3) ირაკლი მანაგაძეს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი.
მეცხრე არხისა და ევრაზიის ფონდის განცხადების გარდა ქარტიის საბჭომ კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილა: 1. დაკმაყოფილდა განცხადებები ქარტიის წევრობაზე (ტელეკომპანია მეცხრე არხი: რუსუდან წერეთელი, ეკატერინე ბერიძე, იმედა დარსალია, ირაკლი ჩიხლაძე. ტელეკომპანია იმედი: ბაია ცანავა, შორენა ცხოვრებაშვილი, ელისო ღვინიანიძე, ნათია სონღულაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ქეთევან რუხაძე. ჟურნალის ლიბერალი: ლიკა ზაკაშვილი, მალხაზ ჭკადუა) 2. დაკმაყოფილდა განცხადებები წევრობის სტატუსის შეჩერება-შეწყვეტაზე. წევრობა შეუწყდათ: ეკა ჭითანავა, მერაბ მერკვილაძე, რევაზ ბერძენიშვილი, კარენ ელჩიანი, თამარ აბაშმაძე, ანიტა თვაური, ირინა ჭოჭუა, გელა მთივლიშვილი. წევრობა შეუჩერდათ: ლიკა საჯაია, სოსო ბარნაბიშვილი, ნინი აფციაური, ლანა ბერიძე, მაია გამეზარდაშვილი, ირმა ფირცხალავა, რუსუდან ჭაბუკიანი, დავით ქაქუთია, მაკა ჯოხაძე 3. ქარტიის საბჭოს წევრმა გელა მთივლიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ დაეტოვებინა ქარტიის საბჭო. ქარტიის წესდების თანახმად, საბჭოს წევრს ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება (1) ქარტიის წევრობის შეწყვეტისას. (2) ქარტიის წევრობის შეჩერებისას. (3) თუ დასაქმდება რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოში ან პოლიტიკურ პარტიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, გელა მთივლიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა ქარტია. წესდების თანახმად, გამოთავისუფლებული წევრის ადგილი დაიკავა ია ბობოხიძემ. აქვე დავსძენთ, რომ გელა მთივლიშვილს შეუძლია შესაბამისი განცხადებით კვლავ გახდეს ქარტიის წევრი. ამავე თემაზე :
02.06.2013
27 მაისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ქარტიის წევრმა, ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ. საკუთარ განცხადებაში ის მუშაობის დროს შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ქარტიას მისი მანდატის ფარგლებში რეაგირებას სთხოვს.
28.05.2013
გუშინ, 26 მაისს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საკვირაო გადაცემა P.S-ში, გავიდა ვიდეომასალა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის
27.05.2013
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების თხოვნით მიმართა. საბჭოსადმი წარდგენილ განცხადებაში ნთქვამია, რომ ფონდის ხელმძღვანელობის აზრით,  სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის სამდივნოს მოთხოვნის საფუძველზე, ფონდმა მოპასუხეებად განსაზღვრა შემდეგი პირები: მაია მეცხვარიშვილი (ნეტგაზეთი), დავით მჭედლიძე (Media.ge), ირაკლი მანაგაძე (ექსპრესნიუსი). ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით "მეცხრე არხის" ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება დასაშვებად ცნო. იხილეთ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის განცხადება
26.05.2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ტელეკომპანიების – საზოგადოებრივი მაუწყებელი, “რუსთავი2” “იმედი” ,,მაესტრო/მაესტრო 24“, ,,მეცხრე არხი“,
21.05.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლები 20 მაისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებს შეხვდნენ. ქარტიის გენერალურმა დირექტორმა თამარ რუხაძემ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მგელაძემ და ქარტიის საბჭოს წევრმა, ირაკლი აბსანძემ "იმედის" ჟურნალისტებს ქარტიის მუშაობის პრინციპები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ეთიკურ პრობლემებზე, რაც ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში ექმნებათ. "იმედი" რიგით მესამე ტელევიზიაა იმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რასაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს. მათი მიზანია ქარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართონ ჟურნალისტები, მათ შორის, ტელეკომპანიების წარმომადგენლები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრები უკვე შეხვდნენ ტელეკომპანია "მაესტროსა" და "მეცხრე არხის" წარმომადგენლებს. წაიკითხე სრულად
20.05.2013
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დღეს დედაქალაქის ცენტრში მომხდარი მოვლენებით, რომლის დროსაც დაშავდა ათობით ადამიანი.
18.05.2013
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსის "ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" მეორე რაუნდს.
09.05.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის კიდევ ერთი შეხვედრა ტელეჟურნალისტებთან დღეს ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალ ამბებში შედგა. ქარტიის საბჭოს წევრებმა ჟურნალისტებს ქარტიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, მათგან კი  შეკითხვები და მ
09.05.2013
პრესის თავისუფლების დღეს დაემთხვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენლების სტუმრობა ტელეკომპანია "მაესტროს"ახალ ამბებში. ეს იყო პირველი შეხვედრა ქარტიის მიერ დაგეგმილი ახალი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ტ
03.05.2013
დღეს მეოცედ აღინიშნება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე - 3 მაისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღესასწაულს.
03.05.2013
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია დღეს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტით, რომლის დროსაც აქციის ორგანიზატორებთან ერთად სამართალდამცველებმა ჟურნალისტებიც დააკავეს, დაკავებულები არიან ტელეკომპანია "მეცხრე არხის" რეპორტიორი ზვიად ხუჯაძე  
01.05.2013

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.