სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა ანუკა ბუავამ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ილია წულაიამ და შპს “ბაკურიანი რიზორტმა”მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი -“ბაკურიანი ეკო კატასტროფის პირას - ოცნების დეპუტატის ბიზნეს ინტერესები” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 23 ივნისს გავიდა.

განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია თითქოს შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა და მიმდინარე მშენებლობის გამო ტყის გაჩეხვა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება ზიანს აყენებს მათ ავტორიტეტსა და საქმიან რეპუტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დადუგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტმა ინა ცარციძემ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ილია წულაიამ და შპს “ბაკურიანი რიზორტმა” მომართეს. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი -“მშენებლობა ბაკურიანში” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 23 ივნისს გავიდა.

განმცხადებლები განმარტავდნენ, რომ სიუჟეტში გასული ინფორმაცია თითქოს შპს “ბაკურიან რიზორტს” საკუთრებაში არსებული ქონება მთავრობისგან გადაეცა და მიმდინარე მშენებლობის გამო ტყის გაჩეხვა იგეგმება სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ ინფორმაციის მსგავსი ფორმით გავრცელება ზიანს აყენებს მათ საქმიან რეპუტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
27.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის გადაცემა “რეაქციის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბესიკ კალაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, გადაცემაში “რეაქცია” ტელეკომპანიის ეთერში, 2020 წლის 29 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, წამყვანს გადაცემაში სტუმრად მოწვეული ჰყავდა ნიკა მელია, რომელსაც გადაცემის მიმდინარეობისას ეჭირა მისი ფოტოსურათი და მასზე ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას. ბესიკ კალაძის განმარტებით, წამყვანმა ხელი არ შეუშალა სტუმარს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც შეიცავდა დისკრედიტაციას.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ან ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
26.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების მიხეილ სესიაშვილის და თათია წოწონავას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “მთავარი შაბათს” 2020 წლის 19 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, ეთერში გასული მასალა შეიცავს ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების მიკერძოებულობაზე, მისივე განმარტებით, ერთ-ერთი კომისიის წევრი შეცდომით ჰყავთ დასახელებული, სიუჟეტში ნაჩვენები ფოტო კი მანიპულაციურია და არასწორ წარმოდგენას ქმნის მაყურებელში. განმცხადებელი დავობს ქარტიის ინფორმაციის სიზუსტისა (პირველი)  და წყაროს დადასტურების (მესამე) პრინციპების დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
22.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ბესიკ კალაძის განცხადება TV პირველის წამყვანის ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” 2020 წლის 01 ოქტომბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, წამყვანს გადაცემაში სტუმრად მოწვეული ჰყავდა ნიკანორ მელია, რომელსაც გადაცემის მიმდინარეობისას ეჭირა მისი ფოტოსურათი და მასზე ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. ბესიკ კალაძის განმარტებით, წამყვანმა ხელი არ შეუშალა სტუმარს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც შეიცავდა დისკრიმინაციას და პირადი ცხოვრების უპატივცემულობას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მეხუთე - არაზუსტი ინფრომაციის შესწორება;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია;
  • მეათე- პირადი ცხორების ხელშეუხებლობა

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
22.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო შპს “ლაკა 2014”-ის განცხადება ტელეკომპანია მთავარის წამყვანის - გიორგი გაბუნიას და ჟურნალისტის ნანი სისვაძის წინააღმდეგ.

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” 2020 წლის 27 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებლის განმარტებით, გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია, შპს “ლაკა 2014”-სა და ამხანაგობა “მკურნალს” შორის თაღლითურ გარიგებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მხარე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას არ დაკავშირებია.

შპს “ლაკა 2014” მოპასუხე მხარეს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპის დარღვევას ედავება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
22.10.2020

მედიასაშუალებების ნაწილმა დღეს პირდაპირ ეთერში აჩვენა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის” ფილიალში მიმდინარე საპოლიციო ოპერაცია. სიუჟეტებში ჩანდა პოლიციელთა გადადგილება, შეიარაღება, ასევე მძევლები, რომელთა სიცოცხლეც ბანკში შეჭრილი პირების მხრიდან საფრთხის ქვეშაა.

კარგად გვესმის, რომ ამ ფაქტის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, მაგრამ ასევე დიდია თითოეული ჟურნალისტის და პროდიუსერის პასუხისმგებლობაც, როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს და მასთან დაკავშირებულ რისკებს ეხება.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობით:

  • არ შეექმნას საფრთხე ადამიანებს;
  • არ შეეშალოს ხელი საპოლიციო ოპერაციებს;
  • არ მიეწოდოს დამნაშავეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ პირდაპირ ეთერში კრიმინალური ისტორიის გაშუქებას და გაიაზრონ ის შედეგები, რაც შესაძლოა, გადაცემული კადრებისა და ინფორმაციის გამო დადგეს.



 

 

 
21.10.2020
სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ადგილობრივი გამოცემის „სამხრეთის კარიბჭეს” ინფორმაციით, მათ ჟურნალისტს მუშაობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ტექნიკა (მობილური ტელეფონი და ხმის ჩამწერი დიქტოფონი) წაართვეს და ეკლესიის ეზოდან ძალის გამოყენებით გააძევეს. მრევლის გაღიზიანება ტაძარში, სვეტიცხოვლობის წირვაზე ფოტოების გადაღებამ გამოიწვია. გამოცემამ შემთხვევის ამსახველი აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ მრევლთან ერთად ეკლესიაში იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძეც, რომელმაც პირველმა გააპროტესტა ფოტოების გადაღება და ჟურნალისტს მათი წაშლა მოსთხოვა. გამოცემის ინფორმაციით, მერს ჟურნალისტის დაცვა არ უცდია მაშინ, როდესაც მოქალაქე მას შეურაცხყოფას აყენებდა და ეზოდან მიათრევდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების მიმართ გამოხატულმა აგრესიამ ტენდენციის სახე მიიღო. ქარტია უთითებს, რომ ამგვარი შემთხვევები ასეთი ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებით არის წახალისებული.

ქარტია მიიჩნევს, რომ „სამხრეთის კარიბჭეს” მიერ გავრცელებული აუდიომასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ქარტია მიმართვს ხელისუფლებას დაიცვას ჟურნალისტები მსგავსი შემთხვევებისა და საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისგან.
15.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელების” ჟურნალისტის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო. 
 
„ბათუმელების” ინფორმაციით, მერის გაღიზიანება მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას წინასაარჩევნო შეხვედრებზე მერის სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით. კითხვის მოსმენის შემდეგ  მან ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და უშვერად აგინა.  
 
მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.
 
ქარტია მიიჩნევს, რომ:
  • აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. 
  • ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში,  მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.

ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის.
 
12.10.2020
მიგვაჩნია, რომ „პანკისის სათემო რადიოს“ წინააღმდეგ წარმოებული კამპანია არ შეიძლება დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ხელისუფლება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები როგორც მომხდარი ფაქტის გამოძიების,  ისე რადიოს 2020 წლის 06 ოქტომბრის განცხადების თაობაზე, რომლითაც კიდევ უფრო ნათლად ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეუშლის მიზნით დაგეგმილი ნაბიჯები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ხელისუფლებას სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების მიმართ მყისიერი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ, რათა დროულად შეჩერდეს „პანკისის სათემო რადიოს“ გუნდის წინააღმდეგ მიმართული უკანონო მოქმედებები.
07.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, TV პირველის ჟურნალისტებმა მაია მამულაშვილმა და ლიკა ჯანყარაშვილმა პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვიეს.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბაკურ კიღურაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - “რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირის პირველი განმარტება“ TV პირველის ეთერში გავიდა. ჟურნალისტურ პროდუქტებში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა და ამასთან იგი მანამდე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევდა, რომ ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავდა მის რეპუტაციულ დისკრედიტაციას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
06.10.2020
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი არხის ჟურნალისტმა ნათია ქოქოსაძემ ქარტიის პირველი (არაზუსტი ინფორმაცია) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ბაკურ კიღურაძემ მომართა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტი - “ჯაშუშობისთვის გასამართლებული და ტენდერებში გამარჯვებული შემომწირველები - "ოცნებამ" ორი მილიონი იშოვა” ტელეკომპანია მთავარის ეთერში გავიდა. ჟურნალისტურ პროდუქტში საუბარია ბაკურ კიღურაძეზე, რომელმაც ქართულ ოცნებას 50 000 ათასი ლარი შესწირა და ამასთან იგი მანამდე ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული.

განმცხადებლის განმარტებით, გამოქვეყნებულ მასალებში, ის უცხო ქვეყნის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ პირად არის გამოყვანილი, იმ გარემოების მიუხედავად, რომ მის მიმართ 2018 წელს, გამამართლებელი განაჩენი დადგა. მხარე მიიჩნევდა, რომ ამ ფორმით წარმოჩენა მიზნად ისახავდა მის რეპუტაციულ დისკრედიტაციას.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
04.10.2020

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.