საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო
თამთა თოდაძის, „მედიის განვითარების ფონდის“ და „საფარის“ ერთობლივი
განცხადება სამი მედიასაშუალების kvira.plus.ge, pia.ge და alia.ge.
წინააღმდეგ.
სადავო მასალა ეხება 4 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის
თანახმადაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს
თავისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ შევიწროებაში
ადანაშაულებს.
განმცხადებლით თქმით, ორ მედისაშუალებაზე kvira.plus.ge -სა და
pia.ge-ზე, თამთა თოდაძის დისკრედიტაციის მიზნით, გავრცელდა
ინფორმაცია მისი დედის ნასამართლეობის შესახებ. მხარე მიიჩნევს რომ ამ
ინფორმაციის გავრცელებით ვებგვერდების მიერ დაირღვა ქარტიის მეათე
პრინციპი - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
Alie.ge-მ კი გაავრცელა ინფორმაცია თამთა თოდაძის კავშირზე ნაციონალურ
მოძრაობასთან, რაც მხარის განცხადებით არღვევს ქარტიის პირველ
(ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე
(ფაქტის განზრახ დამახინკება) პრინციპს.