სწორია | არასწორია |
|
|
ძირითადი პრინციპები:
თუ გამოკითხვის შედეგების მომწოდებელი პირი არ ან ვერ გეუბნებათ, ვინ ჩაატარა კვლევა, მაშინ შედეგები არ უნდა გამოქვეყნდეს, ვინაიდან მათი სანდოობა ვერ მოწმდება. სოლიდური ორგანიზაციები ყოველთვის მოგაწვდიან საჭირო ინფორმაციას, რადგან მათთვის რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ისინი ყოველთვის შეეცდებიან თავი აარიდონ ცდომილებებს.
აუცილებელია იმის ცოდნა, თუ ვინ გადაიხადა კვლევაში ფული, ვინ ფიქრობს, რომ საკითხი მნიშვნელოვანია და ვინ ინტერესდება ხალხის აზრით ამ საკითხთან დაკავშირებით.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რომელი ჯგუფიდან არიან რესპოდენტები არჩეულნი. მაგალითად დასაქმებული ადამიანების გამოკითხვა მხოლოდ დასაქმებული ადამიანების აზრს შეიძლება ასახავდეს და არა მთელი საზოგადოების.
არც ერთი გამოკითხვა არ აღწევს ყველა პოტენციურ რესპონდენტამდე. საჭიროა იცოდეთ, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა მიუღებელი პასუხების მინიმიზაციისთვის. რამდენჯერ და რამდენი ხანი ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის გამომრკვევი მიუწვდომელ რესპოდენტებთან დაკავშირებას.
მოვლენები დიდ გავლენას ახდენს კვლევის შედეგებზე. დროის მონაკვეთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რამდენიმე კვირის/თვის წინ გაკეთებული გამოკითხვა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ვალიდურად.
არსებობს რამდენიმე ვარიანტი: პირისპირ, ტელეფონით, ონლაინ, ან ელ. ფოსტით. თითოეულ მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები აქვს. რესპონდენტთა ქცევა, შესაძლოა სწორედ გამოკითხვის მეთოდით იყოს განპირობებული
ონლაინ კვლევები დიდი სიფრთხილით უნდა შეფასდეს გამოყენებამდე. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი აზრის გამომრკვევი იყენებს კვლევის ჩასატარებლად აუცილებელ ფუნდამენტურ მეთოდებს, თუ ინტერესის ობიექტებს აქვთ უნივერსალური წვდომა ინტერნეტზე, მხოლოდ მაშინ ონლაინ კვლევები შეიძლება ჩავთვალოთ გასაშუქებლად სანდო წყაროდ.
აუცილებელია გაარკვიოთ, თუ რა სიტყვებითაა კითხვა ფორმირებული, რადგან სიტყვის ფორმამ შეიძლება არსებითი ცვლილებები შეიტანოს შედეგებში. არის, თუ არა კითხვა მიუკერძოებელი? ექნება, თუ არა რესპოდენტების უმრავლესობას პასუხის გაცემის შესაძლებლობა?
ხანდახან კითხვების თანმიმდევრობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგზე. რიგ შემთხვევებში ეს კეთდება განზრახ, რიგ შემთხვევებში კი შემთხვევით. მაგალითად, თუ რთული ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში რესპოდენტს ჯერ ეკონომიკის შესახებ კითხავთ აზრს და შემდეგ პრეზიდენტზე, პრეზიდენტის პოპულარობის რეიტინგი ალბათ უფრო დაბალი იქნება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ კითხვების თანმიმდევრობას შეცვლით.
თუ კვლევები განსხვავდება, პირველ რიგში შეამოწმეთ დროის მონაკვეთი, რომელშიც გაკეთდა თითოეული მათგანი. თუ დრო განსხვავდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიცვალა.
თუ ორივე კვლევა დაახლოებით ერთსა და იმავე დროის მონაკვეთში გაკეთდა, სთხოვეთ ორივე კვლევის ავტორს ახსნა-განმარტების გაკეთება. კონფლიქტური კვლევებისგან, ხშირად კარგი "ამბავი" გამოდის. ეხმარება მკითხველს ამ შედეგების ინტერპრეტაციაში. მაგალითად, თუ შედეგი აჩვენებს მომხმარებლის ნდობის შემცირებას, მაშინ, როცა წამყვანი ეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რეპორტი შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ ანალიზს იმაზე, თუ რამდენად აისახება გაუმჯობესება ხალხის ყოველდღიურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.
კვლევის კონტექსტში ჩასმა თქვენი გაშუქების მთავარი ნაწილი უნდა იყოს.
ხშირად დაშვებული შეცდომები:
მაგ: დავით ბაქრაძე პოლიტიკოსთა რეიტინგებში ლიდერობს (იხ. ჩარტი)
რატომ არის არასწორი: ჯამურად, პოპულაციის თითქმის ნახევარმა, 42%-მა არ დაასახელა არც ერთი პოლიტიკოსი, რომელიც მისი აზრით, ყველაზე მისაღებია. არასწორია ამ 42%-ის იგნორირება და თქმა, რომ მთელს გამოკითხულ პოპულაციაში ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი ბაქრაძეა.
რატომ არის არასწორი: მაგალითად, 2012 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისა და ამავე წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა შედეგი დაფიქსირდა.
შედეგების ამგვარი ინტერპრეტირებით, ისევ და ისევ იგნორირებულია კვლევის ძირითადი შედეგები და ფოკუსირება კვლევის უმნიშვნელო ციფრებზე ხდება, ისე რომ გვავიწყდება პოპულაციის 42% პროცენტი, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია კვლევის მიზანი და ამოცანები. ასევე, ამგვარი ინტერპრეტაციებისას, იგნორირებულია საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი - შესაძლოა ის, რასაც კონკრეტული დროის მონაკვეთში ამბობს გამოკითხული, აქტუალურია იმ კონკრეტული დროის მონაკვეთში, მოგვიანებით კი, არის შესაძლებლობა, რომ გამოკითხულმა აზრი შეიცვალოს.
მაგალითად:
"გამოკითხვა აჩვენებს რომ ირაკლი ალასანია მოსახლეობის 51% - ისთვისაა მისაღები, შესაბამისად, პარტიასაც კარგი მხარდაჭერა აქვს".
"კვლევის შედეგები მცდარია, რადგან მოსახლების მიერ დავით უსუფაშვილის მოწონება მისი საქმიანობის მოწონება, ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის".
რატომ არის არასწორი: უმნიშვნელოვანესია დავაკვირდეთ კითხვის ფორმულირებას - "მოგწონს თუ არა კონკრეტული პირი?", "როგორ შეაფასებდი კონკრეტული პერსონის საქმიანობას", და "რომელი პარტიაა შენთან ყველაზე ახლოს", ეს სამი სხვადასხვა შეკითხვაა. არასწორია მათი ერთმანეთთან დაკავშირება და იმის თქმა, რომ თუკი პერ მოწონების გრაფაში მაღალი მაჩვენებელი აქვს, ხოლო პარტიას - დაბალი, შედეგები მცდარია.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს, რას ფიქრობს ხალხი, ის არ არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. გარდა ამისა, საზოგადოების განწყობები შესაძლოა შეიცვალოს, ცვლილება დაკავშირებულია სხვადასხვა გარემოებასთან, გამოკითხვის ჩატარების დროსთან, მიმდინარე მოვლენებთან და სხვა.
მაგ: "ყოფილი პრემიერმინისტრი გადაწყვეტილებებს იღებს ხელისუფლების სახელით".
რატომ არის არასწორი: საზოგადოებრივი აზრის კვლევა აჩვენებს პოპულაციის მოსაზრებებს და არა ფაქტებს, შესაბამისად, ფაქტის სახით იმის წარმოჩენა, რომ კვლევის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტილებებს ხელისუფლების ნაცვლად იღებს, მცდარია.
მაგალითი 2: საქართველოში 65% უმუშევარია
რატომაა მცდარი: შეკითხვა ასეა ფორმულირებული "მიიჩნევ თუ არა თავს დასაქმებულად?’ ეს ნიშნავს, რომ ინტერვიუერი მოქალაქეებს ეკითხებოდა მათი დასაქმების შესახებ. ხშირ შემთხვევაში, პოპულაციის ხედვა, მათივე დასაქმების შესახებ, განსხვავდება სახელმწიფოს ხედვისგან. შესაძლოა პირი თავს უმუშევრად მიიჩნევდეს, თუმცა სახელმწიფო მას დასაქმებულთა სტატისტიკაში თვლიდეს (მაგ: თვითდასაქმებულები). ფოკუს ჯგუფები აჩვენებს, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანი არ მუშაობს კომპანიაში, ან არ მუშაობს თავისი პროფესიით, არის თვითდასაქმებული ან ფლობს მცირე ბიზნესს და თავს მაინც დაუსაქმებლად მიიჩნევს. თუმცა, ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ამ კომპონენტში შესაძლოა რეალობას არ გამოხატავდეს, არ ნიშნავს იმას, რომ ის უმნიშვნელოა. პირის მოსაზრება ან კმაყოფილება მის სამუშაო სტატუსთან დაკავშირებით შესაძლოა უფრო საინტერესო იყოს, ვიდრე სტატისტიკის დეპარტამენტის ეკონომისტების მიერ დათვლილი რაოდენობრივი მონაცემი უმუშევრობის შესახებ.
რატომ არის არასწორი: როცა ორ კვლევას ადარებ, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო შემდეგი დეტალები: მეთოდი, რითიც რესპონდენტების შერჩევა მოხდა, სად ჩატარდა კვლევა, როდის გაკეთდა საველე სამუშაოები, რა მეთოდი იქნა გამოყენებული, რა არის კვლევის ცდომილება, როგორ იყო საკვლევი კითხვები ფორმულირებული, რა იყო შესაძლო პასუხების ჩამონათვალი, როგორი იყო ინტერვიუერებისთვის მიცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია რომ ორმა გამოკითხვამ, მიუხედავად იმისა, რომ დროის ერთ მონაკვეთშია ჩატარებული, ერთი და იმავე მეთოდით, სხვა შედეგები დადოს. ეს იმიტომ, რომ შედეგებზე წვრილმანი დეტალებიც კი ახდენს გავლენას. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი კვლევა სწორია, მეორე არასწორი. საზოგადოებრივი აზრი ხშირად იცვლება, ამის მიზეზი ბევრი ფაქტორია, პერსონალური დეტალებით დაწყებული, სერიოზული, საერთო, ფართომსაშატაბიანი ღონისძიებებით დამთავრებული. შესაძლოა ერთ კითხვას ადამიანმა დილით სხვა პასუხი გასცეს, საღამოს კი სულ სხვა.
მაგალითად, "ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 29% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას
რატომ არის არასწორი: გრაფიკზე ჩანს, რომ კითხვაზე "ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?" მხოლოდ იმ მოქალაქეებმა უპასუხეს, ვისაც არჩევნებში წასვლა გადაწყვეტილი ჰქონდა. ასეთი კი გამოკითხულთა 30% იყო. შესაბამისად, მხოლოდ 30 პროცენტიდან 29% აპირებს არჩევნებზე კოალიციისთვის ხმის მიცემას. აქედან გამომდინარე ამ მონაცემის განზოგადება არასწორია.
მაგალითად, "გამოკითხვის მიხედვით, ნაციონალურ მოძრაობას უფრო მეტი მოქალაქე არასოდეს დაუჭერდა მხარს, ვიდრე ქართულ ოცნებას"
რატომ არის არასწორი: ყველა კვლევაში ცდომილება მინიმუმ 1%-ია, ამიტომ როდესაც ერთი მონაცემი მეორეზე ერთი პროცენტით მეტია, არასწორია ზრდაზე ან უპირატესობაზე ან ზოგადად რაიმე ტენდენციაზე საუბარი. შესაბამისად, თუ სხვაობა ცდომილების ტოლია ან ნაკლებია ცდომილებაზე, ეს ნიშნავს რომ სხვაობა რეალურად არ არის.
ანგარიშები მნიშვნელოვნად განსხვავდება საზოგადოებრივი აზრის კვლევებისგან. თუ ეს უკანასკნელი კონკრეტული პირების გამოკითხვას გულისხმობს, ანგარიში უმთავრესად ექსპერტთა დაკვირვებას და ანალიზს ეყრდნობა.
მაგალითი 1.
არასწორია: ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" ანგარიშის მიხედვით საქართველოში მედიაგარემო გაუმჯობესდა"
სწორია: ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" რეიტინგში საქართველომ წინ წაიწია
ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველოში მედიაგარემო საერთო მაჩვენებლით -0.26 ქულით გაუარესდა, მაგრამ რეიტინგში 5 საფეხურით მაინც წინ წაიწია. მეთოდოლოგიას თუ ჩავხედავთ და მთლიან რეიტინგს გავეცნობით, შევადარებთ წინა წლის მონაცემებთან, აღმოვაჩენთ, რომ უფრო მეტი ქულით გაუარესდა იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც წინა წელს საქართველოზე უკეთეს პოზიციებს უკავებდნენ. სწორედ სხვა ქვეყნებში მდგომარეობის გაუარესების გამო გადაინაცვლა საქართველომ 5 პოზიციით წინ და არა იმიტომ, რომ მედია გარემო ქვეყანაში გაუმჯობესდა.
ქუჩაში გამოკითხვა
ინტერაქტივი
ინტერაქტივის კითხვის შერჩევისას მედიასაშუალება უნდა მოერიდოს იმგვარად ფორმულირებას, რაც:
დაუშვებელია ინტერაქტივის განზოგადება და ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა "საზოგადოების აზრით", "მაყურებელი მიიჩნევს, რომ". უმჯობესია თქვათ "შემოსული ზარებიდან, ამდენი მიიჩნევს, რომ", "მათგან, ვინც ინტერაქტივში მიიღო მონაწილეობა"
ინტერაქტივისას შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული საკითხის, პირის მხარდამჭერებმა დარეკონ/გააგზავნონ შეტყობინება. შესაბამისად, ინტერაქტივის კითხვის პასუხების გამოყენება საზოგადოების დამოკიდებულების საჩვენებლად, არ არის რეკომენდირებული.
გამოყენებული მასალა
ჩამოტვირთეთ pdf ვერსია
სუიციდი ერთ-ერთი რთული თემაა
გაშუქების თვალსაზრისით, ვინაიდან ერთდროულად ბევრი ეთიკური დილემის
გადაჭრა უწევს ჟურნალისტს. კვლევებმა დაადასტურა, რომ ცალკეული
შემთხვევების ზედაპირულმა გაშუქებამ შეიძლება გამოიწვიოს
თვითმკვლელობის ახალი შემთხვევები და პირიქით, ფრთხილმა,
კვალიფიციურმა გაშუქებამ შესაძლოა ეს რიცხვი შეამციროს კიდეც.
შესაბამისად, რედაქცია განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოეკიდოს
ამგვარი ინფორმაციის გავრცელებას და დასვას კითხვა - რატომ ვაშუქებთ
ამ კონკრეტულ შემთხვევას?
გაშუქების მიზანი
სუიციდი ხელშეუხებელი თემა არ არის. ყოველწლიურად ბევრი ადამიანი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. შესაბამისად, სუიციდის შესახებ საზოგადოებას, ცხადია, უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მთავარი საკითხი ისაა, უნდა გავაშუქოთ თუ არა ყოველი კერძო შემთხვევა? - ამ კითხვაზე ფსიქოლოგებსა და მედიამკვლევრებს ცალსახა უარყოფითი პასუხი აქვთ. მედიამ უნდა უპასუხოს კითხვებს:
სუიციდი ორი მიმართულებით შეიძლება გაშუქდეს:
ზოგადი - ამგვარი გაშუქების მთავარი ფოკუსი პრობლემაზე მსჯელობაა. მაგალითად, შესაძლებელია, საზოგადოებას დაეხმაროთ გაარჩიონ სუციდის გამომწვევი ნიშნები, რათა მოხდეს პრევენცია. ასევე შეიძლება გაშუქდეს ოფიციალური უწყებების მიერ მზარდი სტატისტიკის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აქცენტი გაკეთდეს გამომწვევ მიზეზებზე.
ინდივიდუალური - თუ მედიასაშუალება გადაწყვეტს, რომ კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოუყვეს აუდიტორიას, ამგვარი ამბავი ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს:
იდენტური კრიტერიუმების მიხედვით უნდა გადაწყვიტოს რედაქციამ გაასაჯაროვებს თუ არა იმ პირის ვინაობას, რომელიც სუიციდის შედეგად გარდაიცვალა.
გაშუქების დეტალები
ვიზუალური მასალა:
ახლობლებთან უერთერთობა
მითების გაღრმავება
მედიამ ხელი არ უნდა შეუწყოს სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების, მითების გაძლიერებას. მაგალითად:
ადამიანებს ეკრძალებათ სუიციდზე საუბარი - სუიციდზე საუბარი აკრძალული არ არის.
სუიციდზე საუბარი წაახალისებს სუიციდს - თუ შიშობ, რომ ვინმე შეიძლება მიდრეკილი იყოს სუიციდისკენ, უნდა ისაუბრო ამაზე, უნდა მიაწოდო მას ინფორმაცია და დახმარების გზები. თუ ადამიანებმა იციან ნიშნები, რითიც სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის გამოვლენა შეიძლება, შესაძლოა დავეხმაროთ მათ.
ადამიანები რომლებიც სუიციდზე საუბრობენ, თავს არასოდეს მოიკლავენ - ადამიანები რომლებიც თავს იკლავენ, სუიციდამდე ხშირად საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ცხოვრება არ ღირს.
მათ ვინც თავი მოიკლეს,
სიცოცხლე აღარ უნდოდათ - კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანები,
რომლებმაც თვითმკვლელობა სცადეს, ამბობენ, რომ მათ სიცოცხლე კი არ
მობეზრდათ, უბრალოდ საკუთარი ცხოვრების შეცვლა სურდათ.
გამოყენებული მასალები
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია
სოციალური მედია თანამედროვე ჟურნალისტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა, როგორც ინფორმაციის მოძიების, ასევე გავრცელების თვალსაზრისით. წინამდებარე რეკომენდაციები ეყრდნობა საერთაშორისო მედიის სარედაქციო დოკუმენტებს, პრესის საბჭოების კოდექსებს და მიზნად ისახავს ჟურნალისტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მიუკერძოებლობის და სანდოობის შენარჩუნება სოციალური მედიის გამოყენებისას.
დოკუმენტში გაწერილი რეკომენდაციები ზოგადი ხასიათისაა და კონკრეტული დეტალები თავად მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა შეთანხმდეს და დარეგულირდეს.სოციალური ქსელები ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა. ხშირ შემთხვევაში საჯარო პირები თუ ორგანიზაციები პირველად ინფორმაციას სწორედ სოციალური ქსელების მეშვეობით ავრცელებენ. ვირტუალურ სივრცეში გაყალბება კიდევ უფრო გამარტივდა. ინფორმაციის გაცვლისას კი ბევრი ნიუანსი შეიძლება დაიკარგოს. არაერთი შემთხვევაა ყალბი ანგარიშებით ამა თუ იმ პირის სახელით ინფორმაციის გავრცელებისა, რაც თანამედროვე მედიის კიდევ ერთ გამოწვევად იქცა. ჟურნალისტებს უწევთ ინფორმაციის გადამოწმების ახალი რესურსების მოხმარება ისწავლონ.
Facebook-ი რომ საჯარო სივრცეა ეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომაც თქვა თავის ერთ ერთ გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, სოციალური ქსელიდან ინფორმაციის აღება, ამ პლატფორმის როგორც წყაროდ გამოყენება პრობლემას არ ქმნის, თუმცა ჟურნალისტმა უნდა გაიაზროს არის თუ არა სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა ინფორმაციული ღირებულების, შესაძლებელია თუ არა ავტორთან დაკავშირება და დეტალების დაზუსტება? ანგარიშის ნამდვილობის შემოწმება?
"გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში, "საჯაროდ გავრცელება" არ გულისხმობს ინფორმაციის მხოლოდ პრესასა თუ ტელევიზიაში გახმაურებას, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სოციალური მედია, ბლოგინგი და მიკრობლოგინგი სულ უფრო დიდ როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ნებისმიერი საშუალება, რომელიც ინფორმაციის პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიწოდებისათვის გამოდგება, საჯაროდ გავრცელების წყაროდ უნდა შეფასდეს. . . ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და პოპულარული სოციალური ქსელი არის Facebook, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებელს აერთიანებს. Facebook-ზე" კონკრეტული მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება მასთან დამეგობრებული პირებისათვის ან ყველა მომხმარებლისათვის, ავტორის არჩევანის შესაბამისად. ინფორმაციასთან დაშვებულ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ამ ინფორმაციის გაზიარება თავისი კონტაქტებისათვის თუ პირთა განუსაზღვრელი წრისათვის, ასევე ციტირება პირად საუბარში, პრესასა თუ ინტერნეტ გამოცემებში. სოციალური ქსელის სწორედ ამ თვისებების გათვალისწინებით, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად უნდა შეფასდეს".
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 9 იანვრის №ას-1559-1462-2012 განჩინება
კითხვები რედაქციისთვის:
2015 წელს Associated Press-ი და CNN შეცდომაში შეიყვანა მოქალაქე მარი პარკერმა, რომელმაც twitter-ზე გამოაქვეყნა ინფორმაცია თითქოს შეესწრო სროლას სან ბერნანდოში. მსროლელი კი ერთერთ ორგანიზაციას დაუკავშირა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ინფორმაცია არასწორი იყო, რის გამოც მედიასაშუალებებმა ბოდიში მოიხადეს. მარი პარკერმა კი განაცხადა: "როდესაც სროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, twitter-ზე მე დავწერე როგორ მოვკარი თვალი სროლას. მაშინვე ბევრმა რეპორტიორმა გამომიგზავნა შეტყობინება და მთხოვა ინტერვიუ. მიმიწვიეს პირდაპირ ეთერში. შესანიშნავი იყო როგორ აღმოვჩნდი ტელევიზიაში." |
კითხვები რედაქციისთვის:
ბრიტანულმა პრესის საბჭომ (Press Complaint Commission, 2014) კი ეთიკური სტანდარტის დარღვევა დაუდგინა ჟურნალისტს, რომელმაც მომჩივანის აზრით, შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა Facebook -ზე. საქმე იმაშია, რომ საჩივრის ავტორი დაუკავშირდა რედაქტორს მაშინ, როდესაც ის ახლობლის გარდაცვალების გამო შვებულებაში იმყოფებოდა და უთხრა, რომ იმედგაცრუებული იყო, რადგან რედაქტორმა მისი წერილი გაზეთში არ გამოაქვეყნა. რედაქტორმა Facebook-ზე ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე პოსტი დაწერა და მომჩივანს ცხოვრების გამწარებით დაემუქრა. მომჩივანი ფიქრობდა, რომ რედაქტორმა ამ ქმედებით დაარღვია ეთიკის მეოთხე მუხლი, რომელიც ჟურნალისტის მხრიდან შევიწროვებას, დაჩაგვრას კრძალავს. საქმის განხილვისას გაზეთი აპელირებდა იმაზე, რომ მისი რედაქტორის მიერ პერსონალური ანგარიშით გამოქვეყნებული პოსტი შეზღუდული რაოდენობის ადამიანმა ნახა, გარდა ამისა, ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. პრესის საბჭომ ეთიკური სტანდარტის დარღვევა დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა ეთიკური სტანდარტები უნდა დაიცვას ყოველთვის, მათ შორის სოციალურ ქსელებშიც. |
კითხვები რედაქციისთვის:
გამოყენებული მასალები:
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია
ინტერესთა კონფლიქტი - სიტუაცია, როდესაც პირის პირადი, პროფესიული ანდა საზოგადოებრივი ინტერესი შესაძლებელია ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს, რაც ხელს შეუშლის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.
ჟურნალისტის შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი უმთავრესად მის მიუკერძოებლობას და სამართლიანობას აყენებს ეჭვქვეშ.
კონფლიქტი ინტერესებს შორის შეიძლება წარმოიქმნას რამდენიმე მხრიდან, მათ შორისაა - ოჯახი, პირადი ურთიერთობები, ფინანსები/ბიზნესი, სამოქალაქო აქტიურობა. საჭიროა ჟურნალისტმა გადახედოს საკუთარ ურთიერთობებს და დაფიქრდეს, როგორ უკავშირდებიან ისინი მის პროფესიულ საქმიანობას.
ზოგადი პრინციპები:
ურთიერთობა წყაროებთან
თუ ჟურნალისტს აქვს ნათესაური ან სხვა სახის კავშირი საკუთარ წყაროებთან, შესაძლებელია აუდიტორიას უარყოფითი რეაქცია ჰქონდეს, ვინაიდან ეჭვქვეშ დადგეს ჟურნალისტის მიუკერძოებლობა - რამდენად დასვამს ადეკვატურ კითხვებს, იქნება თუ არა მის მიმართ კრიტიკული.
როდესაც ოჯახის წევრი ან მასთან სასიყვარულო ურთიერთობაში მყოფი პირი პოლიტიკაში აქტიურად ერთვება, ჟურნალისტმა უნდა შეაფასოს ის უხერხულობა, რაც შეიძლება შეიქმნას ამ თემაზე მუშაობისას და ამის შესახებ აცნობოს ხელმძღვანელობას. ამის შემდეგ მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას - ჩამოაშოროს ჟურნალისტი მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული ამბის გაშუქებას, მთლიანად თემას თუ გადაიყვანოს სხვა პოზიციაზე.
პარალელურად სხვა ადგილას მუშაობა
2011 წელს, როდესაც აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოს გადაცემა "All Things Considered-ის" წამყვანის მიშელ ნორისის ქმარი ბროდერიკ ჯონსონი პრეზიდენტობის კანდიდატ ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის მრჩევლად დაინიშნა, წამყვანმა საკუთარ ხელმძღვანელობას აცნობა ამის შესახებ.
"ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ბროდერიკის ახალი როლი სირთულეებს შემიქმნიდა გადაცემის წაყვანაში. საარჩევნო კამპანიისას ბროდერიკის მიერ დაკავებული პოზიციის თავისებურებიდან და იმ გავლენიდან გამომდინარე, რაც მას შეიძლება ჩვენს ოჯახზე ჰქონდეს, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დროებით, 2012 წლის არჩევნების დასრულებამდე აღარ წავიყვანო გადაცემა", - განაცხადა მიშელ ნორისმა და იმავე ორგანიზაციაში სხვა პოზიციაზე გადაინაცვლა.
- ჟურნალისტმა გააცნობიერა, რომ ქმრის ახალი პოზიცია ხელს შეუშლიდა საარჩევნო კამპანიის გაშუქებაში;
- მან ხელმძღვანელობას იქამდე აცნობა ქმრის ახალი პოზიციის შესახებ, ვიდრე ის დაიკავებდა ამ თანამდებობას;
- ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება - ჟურნალისტი დარჩა ორგანიზაციაში, თუმცა, მისი საქმიანობა გაიმიჯნა პოლიტიკური საკითხების გაშუქებისგან. ნორისი წამყვანის პოზიციას დაუბრუნდა 2013 წელს.
ინტერესთა კონფლიქტის საკითხი დგება მაშინაც, როდესაც ჟურნალისტი პარალელურად სხვა ორგანიზაციაში მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა, რამდენად მიუკერძოებლად გააშუქებს ის არა თუ იმ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას, არამედ ზოგადად იმ სფეროში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მისი ორგანიზაცია მუშაობს.
მედიის პარალელურად სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაციის პრესსამსახურში მუშაობა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს. ჩნდება მოლოდინი, რომ ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, სხვა ჟურნალისტებთან შედარებით მას უპირატესობა აქვს და არათანაბარი სამუშაო პირობები იქმნება.
კერძო ბიზნესი
ჟურნალისტებსა და რედაქტორებს არ უნდა ჰქონდეთ ბიზნეს ინტერესები რომელიმე კომპანიაში, რომლის საქმიანობასაც აშუქებენ.
კანადელი ჟურნალისტი ივან სალომონი CBC-ს წამყვანი იყო და ამზადებდა საზოგადოებრივ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს. ცნობილია, რომ სალომონს მენეჯმენტისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ცოლთან ერთად ფლობდა კომპანიას, თუმცა, მისი მტკიცებით, აქტიურად ჩართული არ იყო საქმიანობაში. მაშინ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ სალომონის საქმიანობა არ დააზარალებდა არხის რეპუტაციას და გავლენას არ იქონიებდა მასზე.
2015 წლის იანვარში სალომონი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი გამოძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის დაკავებული იყო ძვირადღირებული ნახატების გაყიდვით. შუამავლობდა სხვადასხვა კოლექციონერებსა და მყიდველებთან, რაშიც იღებდა ანაზღაურებას. მხარეებს შორის იყვნენ ის პირებიც, ვინც სალომონის გადაცემებსაც სტუმრობდა. CBC-ს ეთიკის კოდექსის თანახმად, დასაქმებულმა "არ უნდა გამოიყენოს დაკავებული პოზიცია პირადი ინტერესებისათვის". მოგვიანებით, სალომონმა თქვა, რომ სახელოვნებო ბიზნესი შორს იდგა პოლიტიკური თემისგან, რასაც ის აშუქებდა, ამიტომ ვერ ხედავდა ინტერესთა კონფლიქტს. მისი თქმით, არასდროს გამოუყენებია CBC-ს სახელი პროდუქტის გასაყიდად. მოიხადა ბოდიში იმის გამო, რომ არხის სანდოობა დააზიანა.
- ჟურნალისტმა დაუმალა ხელმძღვანელობას რეალური საქმიანობა
- ჟურნალისტი გაათავისუფლეს სამსახურიდან
სამოქალაქო აქტივიზმი
ჟურნალისტი არ უნდა ჩაებას იმგვარ აქტივიზმში, რამაც შესაძლოა მედიასაშუალების სანდოობა და მიუკერძოებლობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს ეხება როგორც რეალურ, ისე ონლაინ აქტივიზმს. ასეთ შემთხვევაში აუდიტორიას შესაძლოა გაუჩნდეს კითხვის ნიშნები - ხომ არ ახდენს გავლენას ჟურნალისტურ პროდუქტზე ავტორის სამოქალაქო აქტივიზმი.
კონფიდენციალური ინფორმაცია
ჟურნალისტს ხშირ შემთხვევაში მიუწვდება ხელი ისეთ ინფორმაციაზე, რაც სხვა პროფესიის ადამიანისთვის ძნელად მისაღები იქნება. კონფიდენციალური ინფორმაციის მედიაპროდუქტში გამოყენების ერთადერთი მიზანი მოქალაქეთა ინფორმირებაა.
დაუშვებელია პროფესიული მოვალეობისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი სარგებლისთვის გამოყენება.
საჩუქრები წყაროებისგან
ჟურნალისტების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სხვადასხვა პირები მათ ხშირად სთავაზობენ საჩუქრებს.
o რა მოტივაცია შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ კომპანიას თუ წყაროს, როდესაც ის საჩუქარს გჩუქნის?
o ხდება ეს საჯაროდ თუ პირადად?
უფასოდ შესვლა ღონისძიებაზე
როდესაც გასაშუქებლად მიდის ჟურნალისტი უნდა მიიღოს თუ არა უფასოდ შესვლის შეთავაზება იმ ღონისძიებაზე, სადაც სხვები ფულს იხდიან? ნაწილი ჟურნალისტებისა ფიქრობს, რომ ბილეთი თავად რედაქციამ უნდა იყიდოს, რათა არ გაჩნდეს ვალდებულება ამ ღონისძიებების გაშუქებისა, სხვა ნაწილი კი მიჩნევს, რომ უფასოდ შესვლა გაშუქების ნაწილია. ამიტომ მედიამენეჯერებმა თითოეულ შემთხვევაში თავად უნდა აწონონ, ღირს თუ არა კონკრეტულ ღონისძიებაზე მასალის მომზადება, აქვს თუ არა მას ინფორმაციული ღირებულება, რის გამოც ჟურნალისტმა უფასოდ შესვლის შეთავაზება უნდა მიიღოს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სასურველია, ჟურნალისტმა აუდიტორიას აცნობოს, რომ ღონისძიებაზე მისი დასწრება თავად ორგანიზატორმა უზრუნველყო.
მედიატურები/მგზავრობა
უცხო პრაქტიკა არ არის როდესაც ჟურნალისტი რომელიმე კომპანიას ან საჯარო უწყებას მიჰყავს მედიატურში, რაც გულისხმობს მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა ადგილის დათვალიერებას, თუმცა, ხშირად მედიატურში მონაწილე პირები ამზადებენ მასალას, სადაც მთავარი მედიატურია და არა ის, რაც ამ ტურის განმავლობაში ნახეს და ტურის ორგანიზატორის დადებით კონტექსტში წარმოჩენას ისახავს მიზნად. კონკრეტული ამბის გასაშუქებლად საზღვარგარეთ უფასოდ მგზავრობაც იშვიათი არ არის.
ასეთ დროს რედაქციამ უნდა იმსჯელოს:
მგზავრობის ან ცხოვრების ანაზღაურება მიზანშეწონილია მხოლოდ გამონაკლისის დროს, როცა სხვანაირად ვერ ხერხდება რეპორტაჟის მომზადება (მაგ: ინაუგურაცია, სამხედრო ოპერაცია) თუ ჟურნალისტის მგზავრობის ან სასტუმროს ხარჯი ანაზღაურდა რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ამის შესახებ მითითება რეპორტაჟშივე უნდა გაკეთდეს.
რედაქციამ ასევე უნდა იმსჯელოს სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში ჟურნალისტების მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ. ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნად ისახავდეს სპეციფიკური ცოდნის მიღებას.
ჟურნალისტი სარეკლამო მასალაში
ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები არ უნდა მონაწილეობდნენ რაიმე პროდუქტის რეკლამაში, ანდა პრომოუშენში. "მაუწყებლობის შესახებ" კანონშიც აღნიშნულია, რომ "იკრძალება ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამის წამყვანის ან ჟურნალისტის ნებისმიერი სახით მონაწილეობა რეკლამაში ან ტელეშოპინგში". ამ ნორმის მთავარი მიზანი ის არის, რომ როდესაც წამყვანის მიერ რეკლამირებული პროდუქტის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია ამავე მედიასაშუალების მიერ გავრცელდება, აუდიტორიამ ეჭვქვეშ არ დააყენოს მისი მიუკერძოებლობა.
რეკომენდაციები რედაქციებს
რედაქციამ უნდა ჩამოაყალიბოს საკუთარი პოზიცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
ამგვარი დეტალების გადაწყვეტა სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად უნდა ხდებოდეს. დასაქმებულები კი ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ყველა იმ რეგულაციის შესახებ, რაც რედაქციის შიგნით არსებობს.
გამოყენებული მასალები: