საბჭოს რეკომენდაცია საფასურის სანაცვლოდ მასალის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით
19.11.2015
რეკომენდაცია გაცემულია შემდეგი საქმის განხილვის შემდეგ - გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ
ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მიუთითებს, რომ ეთიკური
რეკომენდაცია გაცემულია შემდეგი საქმის განხილვის შემდეგ - გიორგი მოსიაშვილი მაია მამულაშვილის წინააღმდეგ
ჟურნალისტური ეთიკის საბჭო მიუთითებს, რომ ეთიკური პრინციპების დაცვისათვის მიზაშეწონილია მედია საშუალებამ თავი შეიკავოს საფასურის სანაცვლოდ ისეთი მასალის გამოქვეყნებისაგან, რომელიც არ წარმოადგენს პირდაპირ სარეკლამო/სასპონსორო ინფორმაციას და მასში ხდება კონკრეტული ფაქტებზე ან პირებზე მითითება, ვინაიდან ასეთი მასალა ყველაზე მეტად გავს ჟურნალისტურ პროდუქტს და ამასთან არსებობს იმის ალბათობა, რომ მასალაში ფაქტები არ იყოს ზუსტი, შეიცავდეს ცილისმწამებლურ განცხადებებს და ა.შ. თუ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა მედია საშულება გადაწყვეტს, საფასურის სანაცვლოდ გამოაქვეყნოს ისეთი ინფორმაცია რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს წმინდა სახის სარეკლამო/სასპონსორო მასალას, მან უნდა უზრუნველყოს, რომ ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი იყოს მითითება იმის შესახებ, რომ მასალაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა. მკითხველს/მსმენელს აქვს მოლოდინი რომ მედია საშუალებით გამოქვეყნებული მასალის შინაარსი ასახავს ავტორი ჟურნალისტის ძალისხმევას, რომ გაევრცელებინა სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია და თუ გამოქვეყნებული მასალა გადახდილი საფასურის სანაცვლოდ ატარებს სხვა პირის ინტერესს, ამის შესახებ ცალსახად და ვრცლად უნდა იყოს ხაზგასმული, კერძოდ მითითებული უნდა იყოს რომ ინფრომაციაზე არ ვრცელდება სარედაქციო პასუხისმგებლობა და უნდა აღინიშნოს ვის მიერ დაფინანსდა მასალის გამოქვეყნება.