29.07.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 ივლისს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
19:00 საათზე - ანრი ოხანაშვილი ჟანა აკოფაშვილის და მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 10 აპრილს გავიდა. განმცხადებლის პოზიციით, ფაქტი, რომ თითქოს მისი მეუღლის მამას სახელმწიფომ მიზერულ ფასად ქონება გადასცა განმცხადებლის პარლამენტის წევრად ყოფნის პერიოდში, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია.
მხარე თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (არაზუსტი ინფორმაციის შესწორება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით.
სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა
გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე -
ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია
დასწრება.