02.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად
ცნო “დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის” განცხადება გამოცემების “ბანკები და
ფინანსები” და commersant.ge-ს წინააღმდეგ.სადავო მასალები, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ და არ გამოქვეყნებულ მონაცემებს, ასევე მისი დირექტორის თეა გოდოლაძის მიმართ ბრალდებებს ეხება.
განმცხადებლის პოზიციით, სადავო მასალებში როგორც ცენტრის ასევე მისი დირექტორის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები და სხვა დეტალები არასწორია, მედიასაშუალებები არ დაუკავშირდნენ მხარეს ინფორმაციის გადასამოწმებლად, რაც განმცხადებლის განმარტებით, მიზნად ისახავდა განზრახ დეზინფორმაციის გავრცელებას, მკითხველის შეცდომაში შეყვანას და როგორც ცენტრის, ასევე მისი დირექტორის დისკრედიტაციას.
განმცხადებელი მედია გამოცემებს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე ედავება:
- პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
- მესამე - დადასტურებული წყარო;
- მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.
სადავო მასალებია: