15.09.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 17 სექტემბერს 1
საქმეს ონლაინ განიხილავს:18:00 საათზე - ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის" ჟურნალისტების ეკო მაღრაძის ვასილ დაბრუნდაშვილის და ინა ცარციძის წინააღმდეგ
სადავო მასალა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში 2021 წლის 21 აპრილს გავიდა.
განმცხადებლების განმარტებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია არასწორია და მაყურებლის შეცდომაში შემყვანია. მხარეები თვლიან, რომ ჟურნალისტურ პროდუქტში ფაქტები დამახინჯებულია და მედიასაშუალებასთან მიმართვის შემდეგ ისინი არ შესწორებულა.
განმცხადებლები თვლიან, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.