საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს განაცხადების მიღებას ნომინაციაში - ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება. ქარტიის პრიზის მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება.
პრიზი გაიცემა ევროკავშირისა და UN Women-ის მხარდაჭერით.
გამარჯვებულს შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. განაცხადის შესავსებად
გადადით ბმულზე.
პროცედურები და შერჩევის კრიტერიუმები:
- მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2020 წლის 25 ნოემბრიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში.
- საკონკურსოდ მასალის წარდგენა შეუძლია როგორც ჟურნალისტს ინდივიდუალურად, ისე მედიასაშუალებას.
- მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს გამოქვეყნებული მასალის ბმული. იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო ნამუშევარი ინტერნეტ სივრცეში არ მოიძებნება, კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს ვიდეორეპორტაჟის და მულტიმედია პროდუქტის შემთხვევაში ჩანაწერი, სტატიის შემთხვევაში კი მისი სკანირებული ან სქრინ ვერსია.
- მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს აპლიკაცია.
- დამატებითი მასალები (არსებობის შემთხვევაში) გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethicscharter@gmail.com
- ნომინაციაში თითოეულ აპლიკანტს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა.
- საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედ რომელიმე მედიასაშუალებაში.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 05 დეკემბერი, 18.00 საათი.
გამარჯვებული გამოვლინდება 2021 წლის დეკემბერში საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე.
ნამუშევრების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები:
- თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი;
- თხრობის სტილი და ტექნიკა;
- ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება;
- სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია და ვიზუალური მხარე;
- ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება;
- ინფორმაციის სიზუსტე;
- ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა, მიუკერძოებლობა;
- მხარეთა ბალანსი;
- სიძულვილის ენისა და გენდერულად არამგრძნობიარე, შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/გამოუყენებლობა.
ჟურნალისტური პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმია პროფესიული და ეთიკური სტანდარტები, რასაც ეფუძნება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.