აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ჯენი კვანტალიანმა ქარტიის პრინციპები დაარღვია
01.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ჯენი კვანტალიანმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვია.

მის წინააღმდეგ ქარტიას ალექსანდრე მითაიშვილმა მომართა. სადავო სიუჟეტი - „შესაძლო კორუფცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში", ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 01 ივნისს გავიდა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერი მეთოდები)  პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.