საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 02 დეკემბერს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს:
18:00 საათზე - მერაბ ღოღობერიძე „რადიო თავისუფლების" წინააღმდეგ
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი: „მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა”, მედიასაშუალების ვებ-გვერდზე 2021 წლის 18 მაისს გამოქვეყნდა.
განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, ხოლო მედიაგამოცემას არ უცდია ინფორმაციის მასთან გადამოწმება. მისივე განმარტებით, მსგავსი ფორმით ამბის გავრცელებამ მიაყენა რეპუტაციული ზიანი.
განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი.
სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com
საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.