07.03.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ნინო შუბლაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ორგანიზაცია - ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 28 თებერვალს გავიდა.
განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და გამოიყენა არასწორი ტერმინები.
განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.
ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.