სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო დავით ბაიდარაშვილის განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის - მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “ნოდარ მელაძის შაბათი” 2021 წლის 12 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში ის ქვეყნის მოღალატედ და ჯაშუშად არის წარმოჩენილი. განმცხადებლის პოზიციით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო დაჩი ცაგურიას განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტის ბექა ყორშიას წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "დაჩი ცაგურიას ახდენილი ოცნება წელიწადში 200 ათას ლარად", ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 20 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გავრცელდა მცდარი ინფორმაცია მისი პიროვნების და შემოსავლების შესახებ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია მაყურებლის უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეშვიდე - დისკრიმინაცია.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ა(ა)იპ დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის: ეკატერინე ციმაკურიძის, მაია ბაქრაძის, თამარ ლალიაშვილის, ნათია ქუთათელაძის, ბესო ლოლაძის, ბესიკ სისვაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის მარიამ ოშხნელის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "მოსამართლეთა პროტესტის ანატომია“, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” 2021 წლის 21 ნოემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტის მიერ მოყვანილი ფაქტები და ინფორმაცია არის ცალმხრივი, განზრახ არაზუსტი, არასრულყოფილი და დაუბალანსებელი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ბექა ბასილაიას განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის - ანუკი გუმბერიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "ერთი კაცის ქვეყანა”, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” 2021 წლის 05 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. განმცხადებლის პოზიციით, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით დარღვეულია ქარტიის პირველი - ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.
11.01.2022
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო ლევან დავითაძის განცხადება მთავარი არხის ჟურნალისტების - მიხეილ სესიაშვილის და ჟანა აკოფაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი "ბათუმის მდიდარი ვიცე-მერი - ლევან დავითაძის კავშირები და ქონება", ტელეკომპანიის ეთერში, 2021 წლის 18 დეკემბერს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია მასზე და მისი ქონების შესახებ არასწორია და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:
  • პირველი - ინფორმაციის სიზუსტე;
  • მესამე - დადასტურებული წყარო;
  • მეხუთე - შესწორება;
  • მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.
11.01.2022

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 11 იანვარს 2 საქმეს განიხილავს: 

18:00 საათზე - ქვიარ ასოციაცია „თემიდა" ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის ეკა ჩხეიძის წინააღმდეგ

სადავო ჟურნალისტური პროდუქტი, ტელეკომპანიის ეთერში, გადაცემაში „ყვითელი ყუთი”, 2021 წლის 24 ივნისს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში წამყვანის მიერ გაჟღერებული მოსაზრება, თითქოს ტრანსგენდერობა ავადმყოფობაა, არის არაზუსტი. ასოციაცია განმარტავს, რომ ისედაც მარგინალიზებული ჯგუფის მსგავსი კონტექსტით წარმოჩენა, აღრმავებს სტიგმას მათ წინააღმდეგ.

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი. 

19:00 საათზე - ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბაგები 502“ და „ბაგები 504“ ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტის თაკო ნოზაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2021 წლის 09 სექტემბერს გადაცემაში „დილა ფორმულაზე” გავიდა. 

განმცხადებლების პოზიციით, სადავო მასალაში ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მეორე მხარის, განმცხადებლის, პოზიცია არ წარმოაჩინა. 

განმცხადებელი თვლის, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი.  

სხდომა გაიმართება ონლაინ, პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. სხდომაზე დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმეების განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.



06.01.2022
2021 წლის 24 დეკემბერს, პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობა“ მიერ სახალხო დამცველის ოფისის წინ ორგანიზებული აქციის ფარგლებში, სადაც მონაწილეები 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ქეთი თუთბერიძეს პროფესიული საქმიანობის თავისუფლად შესრულების შესაძლებლობა  არ ჰქონდა. გავრცელებული კადრებიდან, ჩანს, რომ აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტი ალყაში მოაქციეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოგვიანებით ჟურნალისტის მიმართ აგრესია სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა, რაც ქეთი თუთბერიძის მიმართ ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის შევიწროების ერთ-ერთ მიზეზად მის მიერ მომზადებული მასალა “ალტ-ინფოს” სახიფათო იდეოლოგია სახელდება.  

2021 წლის 5 და 6 ივლისს ჟურნალისტების მასობრივი დარბევის ფონზე კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიციის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტების დაუყოვნებლივ შესწავლისა  და სათანადო სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. 
27.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ბანკები და ფინანსების" გამოქვეყნებულ მასალებში ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მის წინააღმდეგ ქარტიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა” მომართა. სადავო სტატიები მედიასაშუალების ვებგვერდზე 2021 წლის 28 და 30 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია და ფაქტები განზრახ არის დამახინჯებული.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ipress-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მის წინააღმდეგ ქარტიას თეა გოდოლაძემ მომართა. სადავო სტატია მედიასაშუალების ვებგვერდზე 2021 წლის 06 ივლისს გამოქვეყნდა.

განმცხადებლების პოზიციით, სტატიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არასწორია, და ამ ინფორმაციის გავრცელება გაზრახ მოხდა.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.12.2021
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, commersant.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალაში ქარტიის პირველი(ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაირღვა.

მის წინააღმდეგ ქარტიას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა” მომართა. სადავო სტატია მედიასაშუალების ვებგვერდზე 2021 წლის 17 აგვისტოს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პოზიციით, სტატია შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას და მხოლოდ ერთი მხარის პოზიციას, მედიაგამოცემას კი არ უცდია ინფორმაციის მხარესთან გადამოწმება.

მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
22.12.2021

ქარტიის საბჭო რამდენიმე დღეა თვალს ადევნებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი დასკვნის გაშუქებას. დოკუმენტის ტექსტში გვხვდება ტერმინი “ინვალიდიზაცია”, რომელსაც ამ დასკვნაზე საუბრისას მედიაც იყენებს. 

საბჭოს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა სწორად  უნდა შეარჩიონ ტერმინები დისკრიმინაციის/სტიგმატიზაციის თავიდან ასაცილებლად.  მედიასაშუალებებმა არ უნდა შეუწყონ ხელი დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებასა და სიძულვილის ენის წახალისებას. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ სიტყვა  “ინვალიდი” და  მასზე დაფუძნებული სხვა ტერმინები დისკრიმინაციულია.  სწორედ ამის გამო ისინი ამოღებულია საკანონმდებლო აქტებიდან. აქვე, გვესმის ისიც, რომ რომელიმე ტერმინი, ცალკეულ შემთხვევებში, შესაძლოა, არ გამოიყენებოდეს დისკრიმინაციული ან შეურაცხმყოფელი მიზნით, და რომ წლობით დამკვიდრებული ტერმინების ერთბაშად ამოღება როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან, ისე სასაუბრო ენიდან რთული პროცესია, თუმცა მედია უნდა აცნობიერებდეს, რომ მას ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს. ენა და ტერმინოლოგია, რომლითაც მედია საზოგადოებას მნიშვნელოვან ამბებს უყვება, ადამიანების ცნობიერებაში დიდხანს და მყარად რჩება. 

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს მედიას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, სიფრთხილით მოეკიდონ ტერმინოლოგიის გამოყენებას, რათა არ წაახალისონ დისკრიმინაცია და არ შეუწყონ ხელი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ტერმინების დამკვიდრებას. 

21.12.2021

2021 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტი გიორგი არობელიძე და სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი რატი რატიანი ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, დააკავეს ადმინისტრაციული წესით. დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. გიორგი არობელიძის განმარტებით, ისინი პოლიციელებისგან არაფხიზელ მოქალაქეზე ძალადობის შეწყვეტას მოითხოვდნენ, როცა სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწოდნენ და, ირიბად, მათგან ჩვენების შეცვლასაც მოითხოვდნენ.

ცნობილია, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით. დაკავებულები კი შაბათს, 18 დეკემბერს, გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიების პირობებში უნდა დადგინდეს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების დეტალები და მოხდეს სათანადო რეაგირება.

კოალიცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

21.12.2021

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.