18.10.2015
17 ოქტომბერს, ონლაინმედიით გავრცელდა ვიდეომასალა სათაურით ""როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით". ვიდეო, ქართულმა მედიასაშუალებებმა ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდიდან აიღეს.
15.09.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია, დღეს, 15 სექტემბერს, პრემიერის გურიაში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტით. ტელეკომპანია "მაესტროს" რეპორტიორის, ირაკლი ვაჩიბერიძის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის
14.09.2015
ააიპ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" 10 ოქტომბრამდე ახანგრძლივებს კონკურსს ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები:
02.09.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება 1 სექტემბერს, ქედაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აჭარის პროკურორის სახელზე, ჟურნალისტ ლაშა
08.08.2015
7 აგვისტო, 2015 კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ყურადღებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2- ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა კუთვნილი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. გუშინ სარჩელის უზრუნველყოფის მიზეზით, აღსრულების ბიურომ დააყადაღა სამაუწყებლო კომპანიის ქონების ნაწილი, დღეს კი ყადაღა დაედო მაუწყებლის პარტნიორების წილებს, უძრავ და მოძრავ ქონებას.

ამ პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფა და ხელშეშლა. მიუხედავად იმისა, რომ დავა "რუსთავი 2-ის" შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას. თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია.

ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
31.07.2015
31 ივლისი, 2015 ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში მწვავე დისკუსია გამოიწვია ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 26 ივლისს გადაცემა "იმედის კვირაში" გასულმა სიუჟეტმა, რომელიც რეალური ქალის მიერ ოჯახში განცდილ ძალადობას და ე.წ. "ქალიშვილობის ინსტიტუტის"
31.07.2015
30 ივლისი, 2015 კოალიცია მედიის ადვოკატირებითვის შეშფოთებულია სხვადასხვა ქალაქის მერიის მიერ ტელეკომპანია ,რუსთავი 2"-ისთვის გაცემული ერთგვაროვანი პასუხებით. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ს კონცერტის ჩატარებაზე ქუთაისის მერიამ ერთი დღით ადრე უთხრა უარი და მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. ერთამნ
24.06.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის გამო.
16.05.2015
2015 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისი დღეს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და აქტივისტები ლგბტ ადამიანთა მიმართ სოლიდარობას თბილისშიც გამოხატავენ.