სიახლეები
2014 წლის 10 მაისს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზეც საბჭო სამ განცხადებას განიხილავდა. საქმეები,   "მარიამ რუხაძე და სხვები  გაზეთ თბილისელების ჟურნალისტის, ნიკა ლაშაურის წინააღმდეგ"  და  " მაია ჯაში   ტელეკომპანია  25 ე არხის ჟურნალისტების,  სულხან მესხიძის,  რუსლან დავითაძის და  მირიან ურუშაძის  წინააღმდეგ" გადაიდო,  ვინაიდან განმცხადებლებმა მოითხოვეს  თავიანთი პოზიციების დაზუსტება და დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა. საქმეზე, "მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების  ინსტიტუტი   გაზეთ რეზონანსის რედაქტორის წინააღმდეგ", საბჭომ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტატიით:  "ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომელთაც ჰომოსექსუალები სძულთ",  დაირღვა ქარტიის პირველი და მე_7 პრინციპი. ქარტიის საბჭოში შემოსული განცხადებები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში: MDF_TDI  - "რეზონანსი" ჟურნალი "თბილისელები" "ბათუმის 25-ე არხი"
13.05.2014
იუნისეფისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა ვორკშოფი ჟურნალისტებისთვის - "ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება".
04.05.2014
20 მარტს, ქარტიის საბჭომ განიხილა საქმე "კობა კობალაძე "რუსთავი2-ის" ჟურნალისტების წინააღმდეგ". კობა კობალაძის წარმომადგენელი ემზარ პაქსაძე ქარტიის საბჭოში შემოტანილ განცხადებაში ქარტიის არახელმომწერ ჟურნალისტებს ქარტიის
20.03.2014
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის. მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტები თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას გაიღრმავებენ. მომავალ ჟურნალისტებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ და აქტიური მონაწილეობა მიიღონ ქარტიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში. საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვიდეო
09.03.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო, შეშფოთებას გამოთქვამს, გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტის მიმართ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტის გამო.
20.02.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება, გუშინ, 14 თებერვალს, ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციაში" გასულ ერთ-ერთ ეპიზოდს, რომელშიც ლეიკემიის მქონე მოზარდი მონაწილეობდა.
15.02.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიაორგანიზაციებს თავი აარიდონ ბრალდებულთა ეთნიკური ნიშნით იდენტიფიცირებას.
06.02.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ხელახალ კონკურსს "ქარტიის პრიზზე" მედიაკრიტიკის ნომინაციაში. ყოველწლიური ჟურნალისტური კონკურსის "ქარტიის პრიზი" პირველი დაჯილდოება შედგა 2013 წლის დეკემბერში, თუმცა გამოცხადებული ოთხი ნომინაციიდან პრიზი არ გაცემულა მედიაკრიტიკის ნომინაციაში.

ამჯერად მედიაკრიტიკის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი ცხადდება ორ ეტაპად: მოქმედი ჟურნალისტების/ მედიანალიტიკოსებისთვის და სტუდენტებისთვის. მთავარი კრიტერიუმები: ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროფესიული ხარისხი და ეთიკური სტანდარტები. გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნამუშევრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს.

მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს ჟურნალისტური პროდუქტი, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 ივნისამდე პერიოდში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს უშუალოდ (ვიდეო, აუდიო რეპორტაჟის საეთერო ჩანაწერი ან ლინკი, სტატიის სკანირებული ვერსია ან სქრინ ვერსია) მონაწილეობის მსურველმა უნდა წარადგინოს მოკლე ავტობიოგრაფია და საკონკურსო ნაშრომის მოკლე ანოტაცია მონაწილეობის თითოეულ მსურველს შეუძლია ერთი საკონკურსო ნაშრომის წარდგენა. საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს საქართველოს რომელიმე მედიასაშუალებაში/დამოუკიდებელ ბლოგზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ საკონკურსო ნამუშევარი (ვიდეო, აუდიო, ბეჭდური), მისი მოკლე ანოტაცია და ინფორმაცია ავტორის შესახებ , მისამართზე ethicscharter@gmail.com.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა სრულდება 2014 წლის 1 ივნისს. ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები:
  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • პრობლემის განსაზღვრა/გამოკვეთა, ამ პრობლემების მიზეზების/შედეგებისა და გადაჭრის გზების ძიება/წარმოდგენა.
  • გამოთქმული მოსაზრებების დასაბუთება
  • თხრობის სტილი და ტექნიკა
  • სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
  • ენის ფლობა
  • ქარტიის 11 დებულების ერთგულება
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძეს:
მობ: 599 40 90 31,
e-mail: ethicscharter@gmail.com
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მისამართი: ქ. თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქ.6/7https://gweb.ge/administrator/index.php?option=content&task=edit&cid[]=29504#
03.02.2014
საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი, "მოამბე 20 საათზე" საქართველოს "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ" პროექტ "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" მუშაობის ერთი წელი შეაჯამა.
01.02.2014
ლანჩხუთში გაზეთ "ჰო და არა-ს" ჟურნალისტთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ მათი კოლეგების სოლიდარობის წერილი მიიღო.
30.01.2014
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად იწყებს ახალ პროექტს ქართულ მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების მხარდასაჭერად. პროექტი გაგრძელდება 5 თვის განმავლობაში და ის მოიცავს, როგორც მედიის მონიტორინგს, ისე სხვადასხვა აქტივობას.
28.01.2014
26 იანვარს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, რომელზედაც განხილული იქნა განმცხადებელ ირაკლი კორძაიას ორი განცხადება "გურია ნიუსის" ჟურნალისტების წინააღმდეგ.
27.01.2014

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.