სიახლეები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებს ნამუშევრების მიღებას "ქარტიის პრიზის " მოსაპოვებლად. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას.
15.10.2014
21 სექტემბერს, ბათუმში გამართული მედიაკონფერენცია რეგიონული მედიის თემით გაიხსნა. ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსა" და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებული კონფერენციის აჭარაში გამართვის მიზეზიც სწორედ რეგიონული მედიის როლისა და მნიშვნელობის გამოკვეთა იყო. მედიაკონფერენცია ფონდის დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე
22.09.2014
2014 წლის 31 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა. საქმეზე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" თეა ზიბზიბაძის და ანა ჯანაშიას წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი, მეხუთე და მეათე პრინციპები. განცხადება ეხებოდა ვებ გვერდ   http://www.newpress.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიებს ვანში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით (მედიის ინფორმაციით, მამამ შვილისთვის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად თავი მოიკლა).

საქმეზე, სადაზღვევოომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ხათუნა მგალობლიშვილის წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მეხუთე და მერვე პრინციპები. განცხადება ეხებოდა გაზეთ "პრაიმ თაიმში" 2014 წლის 14 აპრილს გამოქვეყებულ სტატიას სათაურით "თვითმკვლელი მამის ტრაგედია".

საქმეზე, სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" ჯაბა ხუბუას წინააღმდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მესამე, მეხუთე, მერვე და მეთერთმეტე პრინციპები. განცხადება ეხებოდა  გაზეთ "ასავალ-დასავალში"  2014 წლის 21 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას "რა კავშირი აქვს ვანის რაიონის სოფელ გორაში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიასთან მამუკა ხაზარაძეს".

პრინციპი 1 : "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
პრინციპი 3:  "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია"
პრინციპი 5:  "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება".
პრინციპი 8:  "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება".
პრინციპი 10:  "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი".
პრინციპი 11:  "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები - ფაქტის განზრახ დამახინჯება". საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილება სამივე საქმეზე გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.
05.09.2014

2014 წლის 27 ივლისს, გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებასთან დაკავშირებით, მოპასუხე ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. განცხადება ეხებოდა 2014 წლის 8 აპრილს, ტელეკომპანია რუთავი 2 _ის ეთერში გასულ გადაცემა "არჩევანს". საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო 3 პრინციპიდან, დარღვეულია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები.

1. "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია"

5."მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე

02.08.2014

27 ივლისს, ქარტიის საბჭომ განიხილა განმცხადებელთა ჯგუფის განცხადება ნიკა ლაშაურის (ჟურნალი "თბილისელები") წინააღმდეგ. საბჭოს შეფასებით, ინტერვიუში, სახელწოდებით "წვერულვაშიანი ქალის სიყვარულის გამო ღვიძლმა ძმებმა ერთმანეთი დახოცეს", დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი, რომლის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".

იმავე დღეს საბჭომ განიხილა განმცხადებელ მაია ჯაშის განცხადება სულხან მესხიძის, რუსლან დავითაძის და მირიან ურუშაძის (ტელეკომპანია 25_ე არხი) წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებთ საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტების მხრიდან დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი." გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.
28.07.2014
ქარტიის საბჭომ დაასრულა მსჯელობა გადაწყვეტილებაზე. განიხილებოდა ტარიელ ფოცხვერიას მეუღლის, ირინა ასათიანის განცხადება "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების პაატა იაკობაშვილისა და ნონა მიქიაშვილის მიმართ. განცხადება ეხებოდა 2013 წლის 22 დეკემბერს კურიერი P.s. ში გასულ სიუჟეტს "შიმშილობა ციხეებში - ბრუნდება თუ არა "ქურდული" სამყარო". საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო 4 პრინციპიდან, სიუჟეტში დარღვეულია 2, ქარტიის პირველი და მესამე პრინციპები.
"1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
3. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია".

აქვე, საბჭომ არ დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა "ალიას" ჟურნალისტ ჟანა ასანიძესთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ სიუჟეტში ჟანა ასანიძე წარმოადგენდა რეპონდენტს და ეს არ ყოფილა მისი ჟურნალისტური პროდუქტი.
26.07.2014
2014 წლის 9 ივნისს, ბათუმში მოქმედმა ტელეკომპანიამ "ტელეარხი 25",
09.06.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საჭომ დასაშვებად ცნო მოქალაქეთა ჯგუფის განცხადება ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემის, "ოთხი ელემენტის" წამყვანების, ირაკლი ხრიკაძის, გიორგი მასხარაშვილ
07.06.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება მთავარი პროკურორის ვიზიტს აჭარაში, კერძოდ კი ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს,
30.05.2014

ტელევიზიები ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიებს აშუქებენ-ქარტიის მონიტორინგი
24.05.2014
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად ცნო GPI HOLDING ის განცხადებები შემდეგ  ჟურნალისტა მიმართ: ჯაბა ხუბუა (გაზეთი "ასავალ - დასავალი"),  ხათუნა მგალობლიშვილი (გაზეთი "პრაიმ თაიმი"), ანა ჯანაშია და თ
22.05.2014
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, ფრონტლაინ კლუბში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
16.05.2014

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.