სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მოხალისე კოორდინატორის პოზიციაზე ბათუმში, ქუთაისსა და თელავში მოვალეობები: - ადგილობრივ დონეზე ქარტიის შესახ
02.03.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პირველი მარტიდან ტელევიზიების მონიტორინგს იწყებს. დაკვირვება გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და შედეგები გამოქვეყნებდა 2016 წლის ივნისში.
02.03.2016
29 თებერვალს გაიხსნა ევროპის საბჭოს და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორდღიანი სემინარი ახალი მედიის თვითრეგულირების შესახებ. სემინარი მიზნად ისახავს წამყვანი ქართველი ჟურნალისტებისა და მედია პროფესიონალებისათვის ეთიკური სტანდარდებისა და მედიის
01.03.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილთან" დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება გადადო. განმცხადებელი, გიორგი ყიფიანი მიიჩნევდა, რომ "პროფილში", რომელიც სუიციდის თემას ეძღვნებოდა, დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-8 (ბავშვთა უფლებების დაცვა) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

საბჭომ საქმე 27 თებერვალს შეისწავლა. განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, გადაცემა "პროფილის" წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ. მხარის გამოკითხვის შემდეგ საბჭომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დამატებითი ინფორმაცია, საერთაშორისო პრაქტიკის შესწავალ და დეტალების დაზუსტება. შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

28.02.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაცემა 2030-ის ეთერში გასული სიუჟეტის ავტორებმა ნათია ხართიშვილმა და ზურაბ პატარიძემ დაარღვიეს ქარტიის 1 (სიზუსტე) , 5 (შესწორება) და 7 პრინციპი (დისკრიმინაცია). მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 პრინციპის (ფაქტის განზრახ დამახინჯება) დარღვევა კი არ დადგინდა. სადავო სიუჟეტი "ქართული ცეკვა სომხურად?!" ტელეკომპანია GDS-ს საინფორმაციო გამოშვებაში "2030-ი" 22 იანვარს გავიდა განმცხადებელი მოქალაქეები ელენე მეჩიტოვა,  ინა სუკიასიანი და ედიტა ბადასიანი მიიჩნევდნენ, რომ გარდა სიუჟეტის ავტორებისა, ზემოთ ჩამოთვლილი მუხლები დაარღვია გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემაც, თუმცა საბჭომ არ გაიზიარა მათი მოსაზრება და მიიჩნია რომ მას რაც ერთი პრინციპი არ დაურღვევია. განცხადებლები ფიქრობდნენ, რომ 1,3,5,7,11 პრინციპი ასევე დარღვეული იყო Artinfo.ge-ს მასალებში: საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მასალებში დაირღვა ქარტიის 1, 5, 7 პრინციპები, მე-3 და მე-11 პრინციპები კი არ დარღვეულა.
28.02.2016

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, ეკა გაგუას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი არ დაურღვევია. განმცხადებელი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ზვიად ბიაშვილი მიიჩნევდა, რომ მასალაში "გურჯაანის მუნიციპალიტეტი-ფინანსური დარღვევები და მილიონობით გაფლანგული ლარი" დაირღვა პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც  ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ქარტიის საბჭომ საქმე 27 თებერვალს განიხილა და მიიჩნია, რომ სიუჟეტში პირველი  და მესამე პრინციპი დარღვეული არ ყოფილა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი, ზვიად ბიაშვილი ესწრებოდა. სიუჟეტის ავტორს, ეკა გაგუას კი მონაწილეობა არ მიუღია.

28.02.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით საინფორმაციო სააგენტო GHN-ის მასალაში  "ელისო ჩაფიძეს ტყიბულის მ

28.02.2016

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 20-21 თებერვალს თბილისში ქარტიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი "მონაცემთა გადამოწმება და ეთიკური გამოწვევები სოციალურ მედიაში".

 
22.02.2016
23 იანვარს საქართველოს ჟურნალისტურიეთიკის ქარტიამ პროექტის "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცა და აქტივობები შეაჯამა. ერთი წლის განმავლობაში 40-მა სტუდენტმა გაიარა კურსი.
25.01.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე. სამუშაოს ხანგრძლივობა: 2016 წლის მარტი - ივნისი. ძირითადი მოთხოვნები:
  • ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
  • მედიამონიტორინგის ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
  • სატელევიზიო გადაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
  • მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • ანგარიშის მომზადება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2016 წლის 7 თებერვლამდე უნდა გამოგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
25.01.2016

20 იანვარს "ფრონტლაინ კლუბში" მედიაკრიტიკის პლატფორმამ mediachecker.ge-მ საქმიანობა შეაჯამა. შეხვედრაზე  მედიაეთიკასთან და პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
20.01.2016

12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტაბულას" ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან "ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა,

13.01.2016

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.