26.03.2018
კვირას, 1 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 4
საქმეს განიხილავს:
12:00 საათი - ირაკლი პეტრიაშვილი ლევან ჯავახიშვილის, თამარ
ჩიხლაძის და ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ
28.02.2018
შაბათს, 3 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
განიხილავს 4 განცხადებას:
- 12:00 საათი- ირაკლი პეტრიაშვილი თამთა
სანიკიძის, რატი ხვისტანის, ლიკა ალელიშვილის წინააღმდეგ.
22.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ყოველწიური
კონკურსის „ქარტიის პრიზის“ 2017 წლის გამარჯვებულები 23 დეკემბერს 12
საათზე ქარტიის საერთო კრებაზე გამოვლინდებიან.
19.12.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 22 დეკემბერს შემდეგ
საქმეებს განიხილავს:
19:00 საათი - ლაშა ბორძიკული (ბერი დიონისე) ხათუნა
კორთხონჯიას წინააღმდეგ
სადავო გახდა ჟურნალ "თბილისელების" მიერ გამოქვეყნებული სტატია "რა
ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან
და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". განმცხადებელი
აღნიშნავს, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის
შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს
რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. განმცხადებელი
თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე
(პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ
დამახინჯება) პრინციპი.
13.11.2017
ხუთშაბათს, 16 ნოემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება შემდეგი საქმეები:
- 19:00 საათი - რუსუდან ბოლქვაძე შოთა ფალავანდიშვილის
წინააღმდეგ
განცხადების თანახმად, რუსუდან ბოლქვაძეს ტელეკომპანია "იბერიამ"
სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა
ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ მიწოდებინა მისთვის ინფორმაცია როგორც
წყაროს. მიუხედავად ამისა, მათი საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა.
რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად
მოიპოვა ინფორმაცია და გაამჟღავნა წყარო, შესაბამისად, მისი აზრით,
დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე), 4 (ინფორმაციის მოპოვების
კეთილსინდისიერება) და 6 (წყაროს დაცვა).
31.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 ნოემბერს გამართავს
სხდომას, სადაც განიხილავს შემდეგ საქმეებს:
19:00 საათი - გიორგი მგალობლიშვილი გიორგი ჩომახაშვილის
წინააღმდეგ
23.10.2017
27 ოქტომბერს 19:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭო განიხილავს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დაჩი ცაგურიას
განცხადებას რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიასა და
ჟურნალისტის, მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ.
24.09.2017
30 სექტემბერს 13:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
საბჭო ხობში განიხილავს ამავე მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის
დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება გაზეთ "ასავალ-დასავალის"
ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.
08.09.2017
24 სექტემბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ორ
საქმეს განიხილავს:
- 17:00 საათი - შინაგან საქმეთა სამინისტრო -ნოდარ
მელაძის, თამარ ბაღაშვილის და ქეთი ნადიბაიძის
წინააღმდეგ
29.06.2017
პარასკევს, 30 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო
2 საქმეს განიხილავს:
19:00 საათი – MDF მარი ჩიტაიას წინააღმდეგ