საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა გადაწყვეტილებით,
ქარტიის მესამე პრინციპი შეიცვალა და ასე ჩამოყალიბდა:
"ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე
დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია."
ძველი ვერსია ასე იყო ფორმულირებული:
"ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე
დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა
მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და
ინფორმაცია".
ქარტიის პრაქტიკით გამოიკვეთა, რომ ქარტიის მე-3 პრინციპის მეორე
ნაწილს: "ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები"
ფარავს პირველი პრინციპი [სიზუსტე], ვინაიდან ფაქტების მიჩქმალვა
სწორედ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას იწვევს. წინადადება "არ უნდა
გააყალბოს დოკუმენტები" კი რეალურად მოიცავს მე-11 პრინციპს
"ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი
ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". აქედან გამომდინარე ქარტიის
წევრთა უმრავლესობა, 243 წევრი დაეთანხმა მესამე პრინციპის ცვლილებას,
24 წევრმა კი მხარი არ დაუჭირა ახალ ვერსიას.