განცხადებები
კატეგორია - განცხადებები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

 

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

 

 

27.06.2017
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ აგრძელებს კონტრაქტს რადიო თავისუფლებასთან და შესაბამისად, ეთერში აღარ გავა გადაცემები „წითელი ზონა“ და „ინტერview“ .
14.06.2017
კატეგორია - განცხადებები
ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ სტრუქტურებს და ითხოვს უსწრაფესად იქნეს გამოძიებული აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე. ახლობლების თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო იყო.

30.05.2017
კატეგორია - განცხადებები
საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე საკადრო ცვლილებები ადასტურებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას GDS საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების დახურვისა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS -ის თანამშრომელთა გადაყვანის გეგმის შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე 30 თანამშრომლის დამატება, რომელთაგან უმეტესობა ყოფილი GDS -ელია, აჩვენებს, რომ შესაბამისი გეგმა ახალი გენერალური დირექტორის მიერ, რომელიც ასევე GDS -ის ყოფილი თანამშრომელია, მართლაც ხორციელდება. საყურადღებოა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, სულხან სალაძის მიერ გავრცელებული მონაცემებით, ახლადმიღებულ თანამშრომელთა ანაზღაურება თვეში 80 ათას ლარს აღწევს მაშინ, როცა მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი პირველივე დღიდან თანხების დაზოგვის აუცილებლობაზე საუბრობდა და ამ მიზნით თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნასაც კი გეგმავდა.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე GDS-ის თანამშრომელთა დასაქმებას მენეჯმენტი ნიუსრუმის ახალი საჭიროებებით ასაბუთებს, თუმცა, გავრცელებული მონაცემები აჩვენებს, რომ ახლადმიღებული კადრები მხოლოდ ე.წ. გაერთიანებულ ნიუსრუმში არ საქმდებიან. ახალი კადრების მიღება წინ უსწრებს მაუწყებელზე გამოცხადებულ კონკურსს გადაცემების შესარჩევად. კოალიციამ ,,მედიის ადვოკატირებისთვის” არა ერთხელ კრიტიკულად შეაფასა ახალი მენეჯმენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები და განაგრძობს მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის გადაცემების შესარჩევ კონკურსზე დაკვირვებას.

კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ საკონკურსო კომისია შეძლებს საზოგადოებრივი მაუწყებლის და არა მენეჯმენტის ინტერესების დაცვას, წარმოდგენილი პროექტების პროფესიული კრიტერიუმებით შეფასებას და წარდგენას საზოგადოებისათვის.
14.04.2017
კატეგორია - განცხადებები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჟურნალისტების შრომითი უფლებების რეალიზაციის პროცესს.

10.03.2017
კატეგორია - განცხადებები
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:
09.03.2017
კატეგორია - განცხადებები
"ჩვენ ვაცხადებთ, რომ ევროპულმა სასამართლომ უნდა შეინარჩუნოს 39-ე მუხლის საფუძველზე გამოყენებული დროებითი ღონისძიება იქამდე, ვიდრე სასამართლო არ განიხილავს საქმის არსებით მხარეს,"
06.03.2017
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენებით, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პლურალისტულ მედიაგარემოს საქართველოში.
03.03.2017
კატეგორია - განცხადებები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების გამო.

24.02.2017
კატეგორია - განცხადებები
სააგენტო "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მათი ვებსაიტი ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ჰაკერული თავდასხმა 21 თებერვალს, 3 საათზე განხორციელდა, შედეგად, წაშლილია საიტზე 2011 წლიდან დღემდე ატვირთული მასალები.

დაზიანებულია მონაცემთა ბაზაც. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცავები დროულად და ეფექტურად გამოიძიებენ აღნიშნულ ფაქტს და "გურია ნიუსის" ჟურნალისტებს მიეცემათ საშუალება, შეუფერხებლად გააგრძელონ საქმიანობა.
21.02.2017
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.