განცხადებები
კატეგორია - განცხადებები

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმაურება 2016 წლის 10 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმეზე. განცხადების მიზანი არ არის შეაფასოს კონკრეტული სამართლებრივი საკითხები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით.

ჩვენ მრავალგზის გამოვეხმაურეთ საქალაქო და სააპელაციო სასამართლო განხილვის მიმდინარეობას და აღვნიშნეთ, რომ არაერთი დეტალი აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს პროცესის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

გვსურს კიდევ ერთხელ გავამახვილოთ ყურადღება საკითხის მნიშვნელობაზე. ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალების ბედის გადაწყვეტამ სასამართლო პროცესის მიმართ უნდობლობის ფონზე, შესაძლოა არა მხოლოდ მედია და წინასაარჩვენო გარემოზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ სამართლებრივი სივრციდან გაიყვანოს პროცესი.

უზენაეს სასამართლოს აქვს შანსი განსახილველად მიიღოს რუსთავი 2-ის საქმე და ნდობა აღადგინოს პროცესის მიმართ. რადგან ქვედა ინსტანციებში სახეზე იყო არაერთი გარემოება, რომელიც აჩენდა ლეგიტიმურ ეჭვს სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, უზენაესმა სამართლომ მიმართოს ყველა ზომას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით.

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები:
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
• ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო";
• რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
• რეგიონული მედიის ასოციაცია;
• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
• მედიაკლუბი;
• არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის"
• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
. მედიის მხარდაჭერის ფონდი
• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
11.06.2016
კატეგორია - განცხადებები

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" სწავლობს ტელეკომპანია "მაესტროს" 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხს.

03.06.2016
კატეგორია - განცხადებები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შემაშფოთებელად მიიჩნევს ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელობის მიერ გადაცემების "ბიზნესკონტაქტი" და "საქმიანი დილა" ეთერიდან მოხსნას და 32 თანამშრომელისთვის  შრომითი ხელშეკრულების "დროებით შეწყვეტას".
03.06.2016
კატეგორია - განცხადებები

22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა

22 მაისს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანზე მომუშავე ჟურნალისტებს პროფესიულ მოვალეობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ. ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა livepress.ge-ს ცნობით, საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეები ჟურნალისტებს, მათ შორის livepress-ის ჟურნალისტს "პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უშლიდნენ ხელს, მოსდევდნენ, ემუქრებოდნენ, გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, კამერების წართმევას ცდილობდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ".

ხელშეშლაზე საუბრობს კიდევ ერთი მედიასაშუალება - ipress.ge, კორესპონდენტის, ირმა მესხიას თქმით, გარკვეულმა ჯგუფმა  "კონკრეტულ მასალაზე მუშაობის პროცესში წაართვა კუთვნილი ტელეფონი, საიდანაც წაუშალა ყველა აუდიო ჩანაწერი და ფოტო მასალა და ასევე დაემუქრნენ მას."

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის გამო და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ჟურნალისტების შეურაცხყოფისა და მათ მიმართ ძალადობის ყველა ფაქტი და ადეკვატურად დასაჯონ სამართალდამრღვევები, რომ სამომავლოდ არ წახალისდეს მსგავსი შემთხვევები. ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ხელისუფლების მოვალეობაა.

წინასაარჩევნო პერიოდში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, მნიშვნელოვანია, ყველას კარგად ესმოდეს, რომ კონკრეტული შემთხვევის დროს ჟურნალისტი ადგილზე იმყოფება არა პირადი ინტერესის გამო, არამედ მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისთვის.  შესაბამისად, დაუშვებელია მუშაობისას ჩარევა ან ხელშეშლა. ჟურნალისტის საქმიანობა დაცულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლითაც, სადაც ნათქვამია, რომ ისჯება "ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან."

23.05.2016
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს მედიასაშუალებებს არ გაავრცელონ არც ერთი კადრი სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოდან, რომელზეც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაა.
11.03.2016
კატეგორია - განცხადებები

2016 წლის 15 იანვარს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში - კომისია) გადაწყვეტილებით,თბილისში (ტალღაზე FM 92.3) რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ - "მომხმარებელთა საყურადღებოდ".საკონკურსო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ახლადშექმნილ რადიოს "მომხმარებელთა საყურადღებოდ", მუნიციპალურ

29.01.2016
კატეგორია - განცხადებები
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტაბულას ჟურნალისტებსა და ყოფილ ჟურნალისტს (ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და ავთო ქორიძეს) რამდენიმე პირი თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დააზიანა რესტორნის ინვენტარი. ტაბულას წარმომადგენლების თქმით, ინციდენტი მოხდა 2016 წლის 12 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე რესტორან ჭაშნაგირში. ირაკლი კიკნაველიძის თქმით, თავდამსხმელები მოტივად "ტაბულას მიერ ეკლესიის გინებას" ასახელებდნენ. რესტორანში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა შეძლო მოკლე ვიდეოს გადაღებაც, სადაც ჩანს გარკვეული არეულობა რესტორნის შიგნით. განმცხადებლის თქმით, ჟურნალისტებმა მიმართეს პოლიციას გამოძიების მოთხოვნით.

შსს-მ განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემის დანაშაულს. თუმცა, განმცხადებლების მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს საფუძველს, რომ საქმის დაკვალიფიცირება მოხდეს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ხულიგნობის დანაშაულს. ასევე აღსანიშნავია, რომ 13 იანვარს ტაბულას წარმომადგენელი დაუკავშირდა შსს-ს საიდანაც მას აცნობეს, რომ არანაირი სიახლე არ არის გამოძიების პროცესში. უცნობია ამ დროისთვის დაიკითხა თუ არა თვითმხილველები და განხორციელდა თუ არა სხვა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. მიუღებელია პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადება, სადაც ის უარყოფს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით. როგორც აღინიშნა, დაზარალებულებმა თავდასხმის მოტივად სწორედ ტაბულას საქმიანობა მიუთითეს. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმა მიმართული იყო სწორედ მათი ჟურნალისტური საქმიანობის წინააღმდეგ. კოალიცია ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევა, სამწუხაროდ, არ არის ერთადერთი და სამართალდამცავები ხშირად არ რეაგირებებენ ჟურნალისტთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე.

შსს-ს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების მიმდინარეობასა და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ჟურნალისტის უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობასთან ბრძოლა და მედიისთვის თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც გამომდინარეობს არა მხოლოდ ეროვნული კანონმდებლობიდან, არამედ აღნიშნული საკითხის მარეგულირებელი არაერთი საერთაშორისო დოკუმენტიდან (გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოს, ევროკავშირის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების სტანდარტები და რეკომენდაციები). აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ დროული, სრულყოფილი, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება ამ კონკრეტულ ინციდენტსა და მედიის წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ სხვა ფაქტზე. კოალიცია ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამნაშავეთა დროულ გამოვლენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას, რათა მოხდეს მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენცია. მოვუწოდებთ მაღალი თანამდებობის პირებს, მხოლოდ ფაქტების სწორად შეფასების შედეგად დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრებები და არ მოახდინონ უარყოფითი გავლენა გამოძიების ობიექტურად და ეფექტურად წარმართვაზე.

კოალიცია კვლავ განაგრძობს აღნიშნული ინციდენტის აქტიურ შესწავლას და საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები:
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო";
  • რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
  • რეგიონული მედიის ასოციაცია;
  • მედიაკლუბი;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის"
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
14.01.2016
კატეგორია - განცხადებები
2015 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე "არა ეკლესიის დისკრედიტაციას" ონლაინ გამოცემა "ფოსტალიონის" ჟურნალისტს, ვახო კვარაცხელიას აქციაში მონაწილე გიორგი გაბედავამ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა.
10.12.2015
კატეგორია - განცხადებები
23  ნოემბერს გავრცელდა ვიდეო, რომელიც შეიცავს ტერორისტული შინაარსის მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას. რამდენიმე მედიასაშუალებამ მიმართვები უცვლელად გაუშვა. საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია მოსალოდნელი ძალადობისა
24.11.2015
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.