განცხადებები
კატეგორია - განცხადებები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ განჩინებით მოსამართლე მედიის სარედაქციო პოლიტიკაში იჭრება, რაც დაუშვებელია.
06.11.2015
კატეგორია - განცხადებები

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასებასა და  შინაარსში პირდაპირ ჩარევას.

კოალიცია უაღრესად შეშფოთებულია იმ საშიში პრეცენდენტით, რომელიც იქმნება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რუსთავი 2-ის დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით, სადაც საუბარია მედიის მიერ საკითხების გაშუქების მართებულობასა და მედიის ობიქტურ მუშაობაზე. საკითხების ობიექტური გაშუქება სარედაქციო გადაწყვეტილებების, თვირთრეგულირების ნაწილია, ცენზურა დაუშვებელია  და ამგვარი რეგულირება ქმნის საშიშ რისკებს მედიის როგორც ინსტიტუციის ფუნქციონირებისთვის. კოალიცია მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ მოსარჩელის კანდიდატების - დაინტერესებული მხარეების დანიშვნა  ტელეკომპანიის მმართველებად არ ემსახურება იმ სადავო მიზანსაც კი, რომელიც განსაზღვრულია განჩინებაში, კერძოდ მიუკერძოებელი პირების მიერ კომპანიის მართვის უზრუნველყოფას. კოალიცია იმედოვნებს, რომ სასამართლო ხელისუფლების სხვა რგოლები გაითვალისწინებენ იმ საფრთხეებს, რასაც აღნიშნული პრეცენდენტი უქმნის ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ძალადობრივი ნაბიჯების გადადგმა, სამოქალაქო დაპირისპირება, ჟურნალისტების საქმიანობის შეფერხება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მედიაკლუბი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისათვის" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია სატელევიზიო ქსელი
06.11.2015
კატეგორია - განცხადებები

22 ოქტომბერი, 2015 2015 წ. 21 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მას

23.10.2015
კატეგორია - განცხადებები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებულია, დღეს, 15 სექტემბერს, პრემიერის გურიაში ვიზიტისას მომხდარი ინციდენტით. ტელეკომპანია "მაესტროს" რეპორტიორის, ირაკლი ვაჩიბერიძის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის
15.09.2015
კატეგორია - განცხადებები
7 აგვისტო, 2015 კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" ყურადღებით ადევნებს თვალს ტელეკომპანია "რუსთავი 2- ის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს. გავრცელებული ინფორმაციით, მაუწყებლის ერთ-ერთმა ყოფილმა მფლობელმა კუთვნილი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. გუშინ სარჩელის უზრუნველყოფის მიზეზით, აღსრულების ბიურომ დააყადაღა სამაუწყებლო კომპანიის ქონების ნაწილი, დღეს კი ყადაღა დაედო მაუწყებლის პარტნიორების წილებს, უძრავ და მოძრავ ქონებას.

ამ პროცესს წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები, კერძოდ, ტელეკომპანიის მიერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი კონცერტებისთვის ადგილის არგამოყოფა და ხელშეშლა. მიუხედავად იმისა, რომ დავა "რუსთავი 2-ის" შესახებ კერძო სამართლებრივი დავაა, მიგვაჩნია, რომ ზემოთ აღნიშნული ფაქტები და სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ეს ვითარება აჩენს ბევრ კითხვას. თავისუფალი მედია და მისი მდგრადი განვითარება დემოკრატიული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ორიენტირია.

ამიტომ, კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მივმართავთ პროცესში ჩართულ მხარეებს, მოახდინონ არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მაქსიმალურად გასაჯაროვება და საზოგადოებას მიეცეს ობიექტური შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. ასევე, აუცილებელია, რომ მიმდინარე პროცესმა საფრთხე არ შეუქმნას სამაუწყებლო კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას და ჟურნალისტთა პროფესიული მოვალეობის შესრულებას.
08.08.2015
კატეგორია - განცხადებები
30 ივლისი, 2015 კოალიცია მედიის ადვოკატირებითვის შეშფოთებულია სხვადასხვა ქალაქის მერიის მიერ ტელეკომპანია ,რუსთავი 2"-ისთვის გაცემული ერთგვაროვანი პასუხებით. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსთავი 2-ს კონცერტის ჩატარებაზე ქუთაისის მერიამ ერთი დღით ადრე უთხრა უარი და მიზეზად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასახელა. ერთამნ
31.07.2015
კატეგორია - განცხადებები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მუქარის გამო.
24.06.2015
კატეგორია - განცხადებები
უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენით მიიღოს საქართველოს კანონი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ", რომლის ავტორია - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხ
17.04.2015
კატეგორია - განცხადებები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ვარდების მოედანზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტიორს, ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
04.03.2015
კატეგორია - განცხადებები
არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტს "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონის პროექტთან დაკავშირებით
04 თებერვალი 2015

 

04.02.2015
ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.