სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ასავალ - დასავალის" ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის პირველი 1(სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპი. 

სადავო სახდა "ასავალ-დასავალის" მიერ 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს.

ქარტიის საბჭომ საქმე განიხილა ხობში. საქმის განხილვას ესწრებოდა ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებთ გამოქვეყნდება
30.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო მსახიობ რუსუდან ბოლქვაძის განცხადება "იბერიის" ჟურნალისტის, შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ. 

განცხადების თანახმად, რუსუდან ბოლქვაძეს ტელეკომპანიამ სთხოვა ინტერვიუ ერთ-ერთ საკითხზე, რაზეც უარი განუცხადა. თუმცა ჟურნალისტმა დაითანხმა, რომ მიწოდებინა მისთვის ინფორმაცია როგორც წყაროს. მიუხედავად ამისა, მათი საუბრის ჩანაწერი ეთერში გავიდა. რუსუდან ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაკეთილსინდისიერად მოიპოვა ინფორმაცია და გაამჟღავნა წყარო, შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და 6 (წყაროს დაცვა).

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
29.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო გოჩა ჩხაიძის განცხადება "ალიას" ჟურნალისტის, მაკა დეკანოსიძის წინააღმდეგ. სადავო გახდა სტატია, რომელიც 2017 წლის  N36-ში გამოქვეყნდა სათაურით "ისევ ღორობა და გაუმაძღარობა". მასალა ეხებოდა პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას" ფარგლებში "ბლექ სი არენაზე" "ირმა ნიორაძისა და სხვა ვარსკვლავების" კონცერტის გამართვას. სტატიის მიხედვით კანონი დაირღვა, კორუფციისა და გაფლანგვის დამადასტურებელი დოკუმენტები კი "ალიას" მიაწოდა ორგანიზაციამ "შეაჩერე კორუფცია".

განცხადების თანახმად, "ალიამ" არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა, რითიც დაარღვის ქარტიის პირველი პრინციპი. "ინფორმაცია არის გადაუმოწმებელი და არასწორი. როგორც ჟურნალისტი, ისე რესპონდენტი ცდილობენ მკითხველს შეუქმნან შთაბეჭდილება, რომ გოჩა ჩხაიძემ, როგორც ირმა ნიორაძის მეუღლემ, თავისი კომპანიის გამოყენებით მიიღო არამართლზომიერი სარგებელი კონცერტის ორგანიზებით", რაც, განმცხადებლის მტკიცებით, სიმართლეს არ შეესაბამება ვინაიდან მისმა კომპანიამ უფრო მეტი დახარჯა კონცენრტის ორგანიზებისთვის, ვიდრე მიიღო.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
28.09.2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქული მხარის წარმომადგენლებმა მათ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

25.09.2017
30 სექტემბერს 13:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ხობში განიხილავს ამავე მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.
24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძის, თამარ ბაღაშვილისა და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ. სადავო მასალა ეხებოდა სამინისტროს მიერ მანქანების შესყიდვას. მასალის მიხედვით მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის პირობები მორგებული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას. 

ქარტიაში შემოტანილი განცხადების მიხედვით, შსს მიიჩნევდა, რომ  სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპები

საბჭოს განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე. საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა სადავო მასალის იმ ნაწილში, სადაც საუბარია 2014 წელს შსს-ს მიერ შეძენილი ფორდების გაუმართაობაზე. მესამე და მეხუთე პრინციპის დარღვევა კი არ დადგინდა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ გამოცემა "მარშალპრესის" რედაქტორმა ოთარ სტეფანიშვილმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვია.

სადავო გახდა მასალა, რომელიც ვებგვერდმა 24 აგვისტოს  სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)”მასალის თანახმად “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა

ქარტიას განცხადებით მომართა ტელეკომოანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, რომელიც აღნიშნავდა, რომ "მარშალპრესმა" დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან ხმა, რომელიც ეთერში ისმის, მისი არ არის. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე პრინციპიც (დადასტურებული წყარო), თუმცა საბჭომ ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის საბჭოს სხდომას 24 სექტემბერს მხოლოდ ნოდარ მელაძე ესწრებოდა, ოთარ სტეფანიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, მინდია ბასილაძის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ფირუზ ბოლქვაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა 5 აგვისტოს 21:00 საათზე აჭარის ტელევიზიით გადაცემა „მთავარი აჭარაში“ გასული სიუჟეტი, რომელიც სახემწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეხებოდა. მასალაში აღნიშნული იყო, რომ აუდიტის ანგარიშში მოცემულ ერთერთ შესყიდვაში მონაწილე ფირმის დამფუძნებლები და გამგებლის მოადგილე მოგვარეები (ბასილაძეები) არიან და რომ მათ შორის არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი გარკვეული მიზეზების გამო ვერ დადგინდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცლდა. "ამით ჟურნალისტმა მიუთითა აღნიშნულ გარიგებაში ჩემი, როგორც გამგებლის მოადგილის მონაწილეობა, რაც პირდაპირ ზიანის მომტანია და ეჭვქვეშ აყენებს ჩემს როგორც პიროვნულ და საქმიან რეპუტაციას", - ნათქვამია ქარტიისთვის გამოგზავნილ განცხადებაში. მინდია ბასილაძე მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი 9სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.


24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს, რომელსაც ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გოჩა ძიმისტარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ პოსტით ბრალი დასდო ქართული
18.09.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქე დათო აბზიანიძის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“  გადაცემა „პრაიმშოუს“ ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო მასალა  ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2017 წლის 6 სექტემბერს გავიდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, რომ მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის ჟურნალისტებმა მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა.

აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეოთხე (ინფრომაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

სადავო მასალა

 

13.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "მედიის განვითარების ინსტიტუტის" (MDF) განცხადება საინფორმაციო სააგენტო PIA -ს წინააღმდეგ. სადავო სტატია "საქართველოს ირანიზაცია ემუქრება? - საგანგაშო სტატისტიკა" ამ ვებსაიტზე 18 აგვისტოს გამოქვეყნდა და ეძღვნებოდა საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლას. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიისშინაარსი ქსენოფობიური ხასიათისა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია ამავე  კონტექსტშია აღნიშნული ის ფაქტიც, რომ ირანის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლიათ შემოსვლა და მათზე ბინადრობის უფლება გაიცემა. გარდა ამისა, მასალაში მოცემული რიგი მონაცემები დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა კონკრეტულ წყაროს. შესაბამისად MDF მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მესამე ( დადასტურებული წყარო) პრინციპი 

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
11.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო პროფესიული კავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია იმედისა და ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტების წინააღმდეგ. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 25 აგვისტოსა და 29 აგვისტოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა ცამხრივად გააშუქეს მოშიმშილეთა აქცია. ირაკლი პეტრიაშვილი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს: არათანაბარი საეთერო დრო დაეთმო ორ დაპირისპირებულ მხარეს, მათ შორის, აშკარა უპირატესობით სარგებლობდა სს. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლობა,რომელთაც გაცილებით მეტი დრო დაეთმო. ასევე, დიდი დრო დაეთმო საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც აშკარად სს.„საქართველოს რკინიგზის“ პოზიციას იზიარებენ". ირაკლი პეტრიაშვილის თქმით,  მას, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარეს, არ მიეცა სათანადო დრო საპასუხოდ.

ჟურნალმა თბილისელებმა კი გამოაქვეყნა მასალა "ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკური ვნებანი", რაც, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შეიცავს არასწორ ფაქტებს

აქედან გამომდინარე განმხადებლი მიიჩნევს, რომ სამივე მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისირება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

იხილეთ სადავო მასალები

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი





2. ტელეკომპანია "იმედი"



08.09.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.