სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ელისო ჯანაშიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის, დავით კაკულიასა და სოფო ჭულუხაძის წინააღმდეგ. სადავო გახდა საინფორმაციო გამოშევბა "კურიერში" 2017 წლის 6 ოქტომბერს გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც ფოთის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", გოჩა კურდღელია ამომრჩევლებს დაემუქრა, თუ ის "მაღალი ლეგიტიმაციით ვერ გაიმარჯვებს, ცენტრალური ხელისუფლება ფოთში დაგეგმილ პროექტებს შეაჩერებს".

განცხადების თანახმად,  დარღვეულია ქარტიის მე11 პრინციპი, რომელიც პლაგიატს კრძალავს. ელისო ჯანაშიას თქმით, "კურიერში" გამოყენებული კადრები გადაღებული იყო ფოთში არსებული ონლაინ გამოცემა Tspress.ge-ს მიერ, რის შესახებაც "რუსთავი 2-ის" რედაქციამ არ მიუთითა. ამასთან "ჩამოჭრლი იყო გამოცემის ლოგოები, რომელიც განთავსებულია ვიდეომასალის მარჯვენა ზედა კუთხეში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს


30.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად ქარტიის საბჭომ ნატა ძველიშვილი მეორე ვადით აირჩია. მან საბჭოს წევრთა 7 ხმა მიიღო, მეორე კონკურსანტმა, ირმა ზოიძემ კი - 1 ხმა. ორივე მათგანთან გასაუბრება 27 ოქტომბერს გაიმართა.

ნატა ძველიშვილი პირველად ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 2015 წელს გახდა. ქარტიის წესდების თანხმად აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი ამ პოზიციაზე.


28.10.2017
27 ოქტომბერს 19:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დაჩი ცაგურიას განცხადებას რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიასა და ჟურნალისტის, მიხეილ სესიაშვილის წინააღმდეგ.

23.10.2017
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი N12 და N63 საარჩევნო უბნებთან "რუსთავი 2-სა" და "ობიექტივის" ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

21.10.2017

19 ოქტომბერს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში.

20.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო თინათინ შარაშენიძის განცხადება ონლაინ გამოცემა for.ge -ს წინააღმდეგ. სადავო გახდა 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალა სათაურით "ვინ არის კოსტანტინე შარაშენიძე და რა თანხების გაფლანგვას ედავება მას კონტროლის პალატა?". სტატიაში ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დადანაშაულებულია ფინანსურ მანიპულაციებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ for.ge-ს მიერ მომზადებული მასალა არასწორ ფაქტებს შეიცავს, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტებიც არსებობს აუდიტის სამსახურისა და ექსპერტიზის დასკვნის სახით. თინათინ შარაშენიძის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეორე (ჟურნალისტის იძულება), მესამე (დადასტურებული წყარო), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) და მეხუთე (შესწორება), რადგან განმცხადებლის მიმართვის მიუხედავად მასალა არ ჩასწორდა. 

საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
20.10.2017
დასრულდა განაცხადების მიღება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დასაკავებლად. იმის გამო, რომ მოქმედ დირექტორს, ნატა ძველიშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ქარტიის საბჭომ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ორმა პირმა გამოთქვა, ნატა ძველიშვილმა და ირმა ზოიძემ, რომელიც ამჟამად ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეა. 

აღმასრულებელი დირექტორის დებულების თანახმად, მომდევნო ორი კვირის ვადაში ქარტიის საბჭო გამართავს გასაუბრებას ორივე მათგანთან და 1 ნოემბრამდე მიიღებს გადაწყვეტილებას. ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი 1 წლის ვადით აირჩევა. უფლებამოსილების გახანგრძლივება საბჭოს ავტომატურად მხოლოდ ერთხელ შეუძლია. ამის შემდეგ კი ვალდებულია გამოაცხადოს კონკურსი ამ პოზიციაზე.

თანდართულ დოკუმენტებში შეგიძლიათ ნახოთ კონკურსანტთა CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც დებულების და საკონკურსო პირობების თანახმად უნდა შეიცავდეს ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან ხედვას.

ნატა ძველიშვილი

ირმა ზოიძე

16.10.2017
ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წლიურ კონფერენცია 2019 წელს საქართველოში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდა 13 ოქტომბერს ბუდაპეშტში გამართულ კრებაზე. 

AIPCE 1999 წელს შეიქმნა და აერთიანებს 34 ქვეყნის თვითრეგულირების ორგანოებს. საქართველოდან ალიანსის წევრია ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, როგორც ერთადერთი დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანო ქვეყანაში. წელს AIPCE -ს წევრთა რიცხვს მიემატა თურქეთიც.

ალიანსის წვერები ყოველ წელს იკრიბებიან და ეთიკური ჟურნალისტიკის გამოწვევებს განიხილავენ. 2018 წელს წლიური კონფერენცია ჰელსინკიში გაიმართება, 2019 წელს კი ამ ღონისძებას თბილისი უმასპინძლებს. ბორდის შემადგენლობაში იმ 3 ქვეყანის წარმომადგენელი შედის, სადაც წლიური კრება მიმდინარე წელს გაიმართა და მომდევნო ორ წელში ჩატარდება. წელს შესაბამისად ბორდის წევრები არიან უნგრეთის, ფინეთის და საქართველოს თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლები.
13.10.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი მგალობლიშვილის განცხადება რუსთავის საინფორმაციო პორტალის, "ინფორუსთავის" ჟურნალისტის, გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გახდა 2017 წლის 4 ოქტომბერს პორტალ „ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო. განცხადების თანახმად ვიდეო ეკუთვნის ქვემო ქართლის ტელევიზიას, პირველად სწორედ მათ გამოაქვეყნეს, რადგან შემთხვევა ტელეკომპანიის გარეთ დამაგრებული ჩართვებისთვის საჭირო კამერამ დააფიქსირა,"ინფო რუსთავმა“ კი ისე დაამონტაჟა, რომ მაიდენტიფიცირებელი წარწერა ამოჭრა, თავისი ლოგო დაადო და არსად მიუთითა ინფორმაციის წყარო. "ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ,,ინფო რუსთავი" ჩვენს მასალას დაუკითხავად იღებს და ავრცელებს როგორც საკუთარს მასალას საკუთარი ლოგოს დადებით", - ნათქვამია განცხადებაში.

განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მე-11 (პლაგიატი) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

სადავო მასალა

10.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)" განცხადება ტელეკომპანია "იბერიის" წამყვანის, მაკა რაზმაძის წინააღმდეგ.

სადავო გადაცემა "პრიორიტეტი" ეთერში 2017 წლის 1 ოქტომბერს გავიდა. განცხადების თანახმად, გადაცემაში რესპონდენტმა ჰომოფობიური გამონათქვამი გამოიყენა“. WISG აღნიშნავს, რომ გადაცემის წამყვანის მაკა რაზმაძის მხრიდან რესპოდენტის ფრაზას არ მოჰყოლია სათანადო რეაგირება. განმცხადებლის შეფასებით, გადაცემის ეს ეპიზოდი ხელს უწყობს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და შესაბამისად, ახდენს მათი დისკრიმინაციის წახალისებას.

"ჟურნალისტს რესპოდენტის კომენტარზე საპასუხოდ უნდა გაეკეთებინა შენიშვნა და მკაფიოდ დაეფიქსირებინა მისი და მთლიანად მედია საშუალების პოზიცია, რომ გადაცემის ეთერში ამგვარი ჰომოფობიური შინაარსის კომენტარების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი", - ნათქვამია განცხადებაში. აქედან გამომდინარე, მათი აზრით, დარღვეულია მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს
03.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს კონკურსს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მედიის ან მედიასამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • მმართველობითი გამოცდილება.
  • პროექტების მართვის გამოცდილება
  • საერთაშორისო და ადგილობრივ მედია ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის მართვა
  • პროექტების მომზადება, შესაბამისი ორგანიზაციებისათვის მათი წარდგენა და მართვა
  • ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების ორგანიზება
  • მესამე პირებთან ქარტიის წარმომადგენლობა
კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
  • CV
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს, თუ რატომ სურს აღნიშნული პოზიციის დაკავება და როგორია ორგანიზაციის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხედვა.
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.

დოკუმენტები უნდა გამოგზავნოთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე ethicscharter@gmail.com   

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 14 ოქტომბრის 18:00 საათი
03.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ბერი დიონისეს (საერო ცხოვრებაში ლაშა ბორძიკული) განცხადება ჟურნალ „თბილისელების“ ჟურნალისტის ხათუნა კორთხონჯიას წინააღმდეგ.

სადავო გახდა 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია "რა ურთიერთობა ჰქონდა მოდელ კობა ფარტენაძს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან და როგორ ავიწროვებდა მას მამა ანდრია თურმანიძე". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნებული სურათი და სტატიის შინაარსი ერთმანეთს არ უკავშირდება და იქმნება შთაბეჭდილება,  თითქოს რაიმე შეხება აქვს გახმაურებულ "ციანიდის" სკანდალთან. განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეათე (პირადი ცხოვრებაში შეჭრა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
02.10.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.