სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტმა გიორგი აბაზაძემ ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო” მომართა, სადავო მასალა ეთერში გავიდა 2024 წლის 27 თებერვალს. 

განმცხადებლი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და გამოიყენა არაეთიკური, არასწორი ტერმინები. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

11.03.2024

ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა მედრესესთან სადავო  საკითხთან დაკავშირებით. 

პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით. მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ხელს უშლის პრესას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს.

ფოტო: ფორმულა

09.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ნინო შუბლაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ორგანიზაცია - ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო. 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 28 თებერვალს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და გამოიყენა არასწორი ტერმინები. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

07.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „TV პირველის” ჟურნალისტის მარიამ გაფრინდაშვილის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ორგანიზაცია - ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო. 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

07.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას დონორის დაფინანსებული პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.

ძირითადი მოვალეობები

  • პროექტის მენეჯერის ხელმძღვანელობით დაგეგმოს  და განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული აქტივობები, მათ შორის, იზრუნოს ადმინისტრაციულ და ლოჯისტიკურ საკითხებზე.
  • კოორდინაციაში იყოს დონორთან.
  • მოამზადოს ანგარიშები დონორისათვის ინგლისურ ენაზე.
  • განახორციელოს სხვა აქტივობები, გამომდინარე ორგანიზაციული საჭიროებებიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე დისციპლინაში, სასურველია მაგისტრის ხარისხი.
  • მაღალ დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას, უნდა შეეძლოს როგორც გამართულად საუბარი, ისე წერა.
  • უნდა შეეძლოს საოფისე პროგრამებში, მათ შორის, ექსელში, მუშაობა.
  • უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარები.
  • უნდა იყოს მოწესრიგებული და პუნქტუალური.
  • უნდა შეეძლოს გუნდურად მუშაობა.

ანაზღაურება მინიმუმ $800 დარიცხული.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 მარტამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

 

07.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 მარტს 1 საქმეს ონლაინ განიხილავს: 

19:00 საათი: ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა ეთერში გავიდა 2024 წლის 27 თებერვალს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და გამოიყენა არაეთიკური, არასწორი ტერმინები. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ონლაინ პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

სხდომაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

06.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ონლაინ პლატფორმისთვის „მედიაჩეკერი. 

სამუშაო დატვირთვა: პროექტების მიხედვით. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. „მედიაჩეკერი“ ქარტიის ონლაინ პლატფორმაა, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაცია ქმნის სადისკუსიო სივრცეს პროფესიული საკითხების განსახილველად, მედიის საქმიანობისა და მედია პროდუქტების კრიტიკული თვალით შესაფასებლად და მიმდინარე ტენდენციების ანალიზისთვის.  

ძირითადი მოვალეობები 

  • „მედიაჩეკერის“ რედაქტორის ხელმძღვანელობით მოამზადოს ინფოგრაფიკა და  ილუსტრაციები „მედიაჩეკერზე“ გამოსაქვეყნებელი მასალებისათვის, ასევე პოსტერები, ქარდები და სხვა მსგავსი მასალები „მედიაჩეკერის“ სოციალურ გვერდებზე განსათავსებლად. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უნდა ჰქონდეს გრაფიკული დიზაინერის როლში მედიასთან თანამშრომლობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
  • უნდა იყოს კრეატიული.
  • კარგად  უნდა მუშაობდეს  კომპიუტერულ პროგრამებში Adobe After Effects, Adobe Premiere, Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign.  

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 11 მარტამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com 

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

05.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე ონლაინ პლატფორმისთვის „მედიაჩეკერი”. 

სამუშაო დატვირთვა: პროექტების მიხედვით. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის  ქარტია ჟურნალისტთა თვითრეგულირების ორგანოა. ის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვით ხელს უწყობს მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას. „მედიაჩეკერი“ ქარტიის ონლაინ პლატფორმაა, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაცია ქმნის სადისკუსიო სივრცეს პროფესიული საკითხების განსახილველად, მედიის საქმიანობისა და მედია პროდუქტების კრიტიკული თვალით შესაფასებლად და მიმდინარე ტენდენციების ანალიზისთვის.  

ძირითადი მოვალეობები 

  • „მედიაჩეკერის“ რედაქტორის ხელმძღვანელობით შეაგროვოს ინფორმაცია და მოამზადოს ახალი ამბები და ანალიტიკური მასალები ტექსტურ, აუდიო და ვიდეო ფორმატში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უნდა ჰქონდეს ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება.
  • უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სფეროში. 
  • უნდა იცოდეს ფოტოს და ვიდეოს გადაღება, ფოტო, აუდიო და ვიდეო ფაილების მონტაჟი. 
  • უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარები და წერდეს კარგად.
  • უნდა იცნობდეს სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტის წარმოების სპეციფიკას.  
  • კარგად  უნდა იცნობდეს საქართველოს მედია გარემოს და ჰქონდეს კარგი კონტაქტები ჟურნალისტურ თემში. 

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 11 მარტამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

05.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ „მთავარი არხის” ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია თოზუ გულმამედოვა. 

სადავო მასალა 2024 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პოზიციით, მასალის მიხედვით შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება. ამასთან, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა წაახალისა დისკრიმინაცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

04.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „TV მონიტორინგის” ჟურნალისტმა შოთა სადაღაშვილმა ქარტიის პირველი  (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია; „TV პირველის” ჟურნალისტმა გიორგი დვალიშვილმა ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი, ხოლო „TV პირველის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი და მერვე პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას „ააიპ საზოგადოება ბილიკმა” მომართა. სადავო მასალები 2023 წლის 31 ოქტომბერს გავიდა „TV მონიტორინგის” ეთერში, ხოლო 2023 წლის 5 ნოემბერს გავიდა „TV პირველის” ეთერში. 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და მტკიცებით ფორმაში გაავრცელეს დაუდასტურებელი ფაქტები, ამასთან, არ დაიცვეს ბავშვთა ინტერესი. 

ამასთან, შოთა სადაღაშვილის მიმართ განმცხადებელი დავობდა ქარტიის მერვე პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭომ დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

04.03.2024
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „იმედის” ჟურნალისტის გიორგი აბაზაძის წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია ორგანიზაცია - „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო". 

სადავო მასალა ეთერში გავიდა 2024 წლის 27 თებერვალს. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და გამოიყენა არაეთიკური, არასწორი ტერმინები. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

01.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია შპს „ენ პროდუქტი". 

სადავო მასალა 2024 წლის 10 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს და მასალაში სუბიექტური შეფასებები გააკეთეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

26.02.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.