გაეროს ბავშვთა ფონდი და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწყებენ ერთობლივ
პროექტს "ბავშვთა საკითხების გაშუქება მედიაში". პროექტის ერთ-ერთი
ნაწილია ქართული მედიის მონიტორინგი, რომლის მიზანიც სატელევიზიო,
ბეჭდურ და ონლაინ ახალ ამბებზე დაკვირვება და გამოვლენილ დარღვევებზე
რეაგირება იქნება. პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობის
მიზნით, 20 ივნისს 14.00-ზე გაიმართება გაეროს ბავშვთა ფონდისა და
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ერთობლივი პრესკონფერენცია:საშა გრაუმანი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი
საქართველოშიმაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის
კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელიმგელაძე, საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე
თამარ რუხაძე, საქართველოს
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი.
მისამართი: ერისთავი ქ. 9. გაეროს
სახლი, პირველი სართული, საკონფერენციო დარბაზი
დამატებითი
ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
13 ივნისს საზოგადოება "ბილიკის" ჟურნალისტიკის სტუდიის წევრები
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, ჟურნალისტიკის სექტორის წევრებთან
ერთად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ რუხაძემ, საბჭოს
თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ და კიდევ ორმა წევრმა – ირაკლი აბსანძემ
და დავით მჭედლიძემ მოზარდებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ
მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია – როგორ შეიქმნა, როგორ შეუძლიათ
ჟურნალისტებს ხელმოწერა, როგორ განიხილავენ "საჩივრებს", რომელი
მედიასაშუალებები არიან / არ არიან ხელმომწერნი და სხვა. სრულად
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საქმიანობას დღეს მომავალი ჟურნალისტები
გაეცნენ. შეხვედრა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შედგა. მთავარი
შეკითხები ეთიკის პრინციპებს, ქარტიის მუშაობას და საბჭოს
გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. შე
ერთობლივი პროექტების განხორციელება, კონფერენციების, დისკუსიებისა,
სემინარების მოწყობა - ასეთია მემორანდუმის მიზანი, რომელიც
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა.
ქარტია იმედოვნებს, რომ ბიბლიოთეკასთან დადებული შეთანხება
სამომავლოდ აქტიური თანაშმრომლობის საფუძველი გახდება. მემორანდუმი
საშუალებას მისცემს ეთიკის ქარტიას გამოიყენოს ეროვნული ბიბლიოთეკის
დარბაზები საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისას, თავის მხრივ
კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს ბიბლიოთეკის იმ პროექტებს, რომელთა
მიზანი და ინტერესებიც თანხვედრაშია ქარტიის საქმიანობასთან. დღესვე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების
განყოფილებას რამდენიმე მედია სახელმძღვანელო გადასცა. ფოტო:
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
კვირას, 2 ივნისს, ქარტიის
საბჭომ განიხილა ტელეკომპანია მე_9 არხისა და ევრაზიის თანამშრომლობის
ფონდის განცხადებები, მაია მეცხვარიშვილის, დავით მჭედლიძის და ირაკლი
მანაგაძის მიმართ. გადაწყვეტილებით საბჭომ დაადგინა, რომ: (1) მაია
მეცხვარიშვილს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი. (2) დავით
მჭედლიძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი. (3) ირაკლი
მანაგაძეს არ დაურღვევია ქარტიის არც ერთი პრინციპი.
მეცხრე არხისა და ევრაზიის ფონდის განცხადების გარდა ქარტიის
საბჭომ კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილა: 1. დაკმაყოფილდა
განცხადებები ქარტიის წევრობაზე (ტელეკომპანია მეცხრე არხი: რუსუდან
წერეთელი, ეკატერინე ბერიძე, იმედა დარსალია, ირაკლი ჩიხლაძე.
ტელეკომპანია იმედი: ბაია ცანავა, შორენა ცხოვრებაშვილი, ელისო
ღვინიანიძე, ნათია სონღულაშვილი, თორნიკე კვერენჩხილაძე, ქეთევან
რუხაძე. ჟურნალის ლიბერალი: ლიკა ზაკაშვილი, მალხაზ ჭკადუა) 2.
დაკმაყოფილდა განცხადებები წევრობის სტატუსის შეჩერება-შეწყვეტაზე.
წევრობა შეუწყდათ: ეკა ჭითანავა, მერაბ მერკვილაძე, რევაზ
ბერძენიშვილი, კარენ ელჩიანი, თამარ აბაშმაძე, ანიტა თვაური, ირინა
ჭოჭუა, გელა მთივლიშვილი. წევრობა შეუჩერდათ: ლიკა საჯაია, სოსო
ბარნაბიშვილი, ნინი აფციაური, ლანა ბერიძე, მაია გამეზარდაშვილი, ირმა
ფირცხალავა, რუსუდან ჭაბუკიანი, დავით ქაქუთია, მაკა ჯოხაძე 3.
ქარტიის საბჭოს წევრმა გელა მთივლიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ
დაეტოვებინა ქარტიის საბჭო. ქარტიის წესდების თანახმად, საბჭოს წევრს
ვადამდე უფლებამოსილება შეუწყდება (1) ქარტიის წევრობის შეწყვეტისას.
(2) ქარტიის წევრობის შეჩერებისას. (3) თუ დასაქმდება რომელიმე
ადმინისტრაციულ ორგანოში ან პოლიტიკურ პარტიაში. აღნიშნულიდან
გამომდინარე, გელა მთივლიშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა ქარტია.
წესდების თანახმად, გამოთავისუფლებული წევრის ადგილი დაიკავა ია
ბობოხიძემ. აქვე დავსძენთ, რომ გელა მთივლიშვილს შეუძლია შესაბამისი
განცხადებით კვლავ გახდეს ქარტიის წევრი. ამავე თემაზე :
27 მაისს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ქარტიის
წევრმა, ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ. საკუთარ განცხადებაში ის
მუშაობის დროს შექმნილ პრობლემებზე საუბრობს და ქარტიას მისი მანდატის
ფარგლებში რეაგირებას სთხოვს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს
ქარტიის წევრების მიმართ საქმის წარმოების დაწყების თხოვნით მიმართა.
საბჭოსადმი წარდგენილ განცხადებაში ნთქვამია, რომ ფონდის
ხელმძღვანელობის აზრით, სამ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნებულ
სტატიებში რედაქტორებმა და ავტორებმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
პრინციპები დაარღვიეს. ქარტიის სამდივნოს მოთხოვნის საფუძველზე,
ფონდმა მოპასუხეებად განსაზღვრა შემდეგი პირები: მაია მეცხვარიშვილი
(ნეტგაზეთი), დავით მჭედლიძე (Media.ge), ირაკლი მანაგაძე
(ექსპრესნიუსი). ნეტგაზეთის, ექსპრესნიუსისა და Media.ge-ს
სტატიები ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით "მეცხრე არხის"
ორ გადაცემაში ტელედისკუსიების მომზადების თემას ეხებოდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის
განცხადება დასაშვებად ცნო. იხილეთ ევრაზიის
თანამშრომლობის ფონდის განცხადება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
წარმომადგენლები 20 მაისს ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო
სამსახურის ჟურნალისტებს შეხვდნენ. ქარტიის გენერალურმა დირექტორმა
თამარ რუხაძემ, ქარტიის საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მგელაძემ და
ქარტიის საბჭოს წევრმა, ირაკლი აბსანძემ "იმედის" ჟურნალისტებს
ქარტიის მუშაობის პრინციპები გააცნეს. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ეთიკურ
პრობლემებზე, რაც ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში ექმნებათ. "იმედი"
რიგით მესამე ტელევიზიაა იმ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რასაც
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს. მათი მიზანია ქარტიის
საქმიანობაში აქტიურად ჩართონ ჟურნალისტები, მათ შორის,
ტელეკომპანიების წარმომადგენლები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
წევრები უკვე შეხვდნენ ტელეკომპანია "მაესტროსა" და "მეცხრე არხის"
წარმომადგენლებს.წაიკითხე სრულად
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც
მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული
სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის
წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.
ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების
გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის,
პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით
არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის
სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს
დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის
გავრცელებაზე.