2014 წლის 27 ივლისს, გაიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა, ააიპ "ახალგაზრდა ადვოკატების" განცხადებასთან დაკავშირებით, მოპასუხე ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ. განცხადება ეხებოდა 2014 წლის 8 აპრილს, ტელეკომპანია რუთავი 2 _ის ეთერში გასულ გადაცემა "არჩევანს". საბჭოს გადაწყვეტილებით, სადავო 3 პრინციპიდან, დარღვეულია ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპები.
1. "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია"
5."მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება ამავე ვებგვერდზე
27 ივლისს, ქარტიის საბჭომ განიხილა განმცხადებელთა ჯგუფის განცხადება ნიკა ლაშაურის (ჟურნალი "თბილისელები") წინააღმდეგ. საბჭოს შეფასებით, ინტერვიუში, სახელწოდებით "წვერულვაშიანი ქალის სიყვარულის გამო ღვიძლმა ძმებმა ერთმანეთი დახოცეს", დაირღვა ქარტიის მე_7 პრინციპი, რომლის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით".