13.12.2017
მივესალმებით 2017 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

06.12.2017
,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება უკრაინაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,პირველის” და ,,რუსთავი 2”-ის გადამღები ჯგუფების არშეშვების გამო, რომ ჟურნალისტებს მიეცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება.

25.11.2017
საქართველოს პარლამენტმა, პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო მაუწყებლებისა და პარლამენტის წევრების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სხვადასხვა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი შეიცავს მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალეობისა და კორუფციის რისკებს, ასუსტებს მაუწყებელზე საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმებს და არაკონკურენტულ გარემოს ქმნის სარეკლამო ბაზარზე.

22.11.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის გაშუქებას და შეშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტის გამო, რომ სამართალდამცავები ვერ უზრუნველყოფენ პერიმეტრის იმგვარად დაცვას, რომ არ გასაჯაროვებულიყო მნიშვნელოვანი დეტალები სპეცრაზმელებისა და ტექნიკის განლაგებასთან დაკავშირებით, რაც საფრთხის შემცველია როგორც სპეცოპერაციაში მონაწილე პირების, ისე ადგილობრივი მოსახლეობისა და ადგილზე მყოფი ჟურნალისტების უსაფრთხოების თვალსაზრისით.

20.11.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოსაზრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე

 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) საზოგადოებას საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით შესთავაზა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეშფოთებას იწვევს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-14 და 591-ე მუხლებში გათვალიწინებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის ამავე კანონის 56-ე მუხლის შემდეგი ნაწილები:

21.10.2017
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქებისას თბილისში ვაკის მე-12 საარჩევნო უბანზე შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტური საქმიანობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ლიბერალის“ რედაქტორს. ბათუმში კი N12 და N63 საარჩევნო უბნებთან "რუსთავი 2-სა" და "ობიექტივის" ჟურნალისტებმა პოლიცია გამოიძახეს, ვინაიდან მათი თქმით, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები.

25.09.2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქული მხარის წარმომადგენლებმა მათ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

18.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს გიორგი გირკელიძეს, რომელსაც ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან გოჩა ძიმისტარაშვილმა საკუთარ ფეისბუქ პოსტით ბრალი დასდო ქართული
21.08.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია ახალგორელი აქტივისტის, ნეტგაზეთის ფრილანსერი ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მილიციამ ის 16 აგვისტოს რამდენიმე საათით დააკავა, მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამებაში დასდო ბრალი და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
25.07.2017
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები  ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის საეჭვო გაუჩინარების ფაქტს. როგორც თავად დაზარალებული აცხადებს, იგი გაიტაცეს და იძულების ძალით გადაიყვანეს აზერბაიჯანში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.