საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 21 დეკემბერს განიხილავს
შემდეგ საქმეებს:
სადავო სიუჟეტი გავიდა სათაურით "წყალტუბოში საკანალიზაციო სისტემა
არ არსებობს". განმცხადებელი მიიჩნევს, რომ "ობიექტივმა"
გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან არ დასტურდება რომ
წყალტუბოში წყალი დაბინძურებულია და კანალიზაციის სისტემა არ
არსებობს.
სადავო პრინციპები: პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა),
მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე
(ფაქტის განზრახ დამახინჯება)