სიახლეები

ქარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს. მან ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს. 

დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამგვარი კონკურსები ქმნის მაღალ სტანდარტს, რომელზეც აქვთ სწორება როგორც პროფესიონალებს ინდუსტრიაში, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მათ შორის უთუოდ გამორჩეულია ევროკავშირის პრიზი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს ქართველი ჟურნალისტების ძალისხმევას პროფესიული განვითარების გზაზე. 

ქარტია მადლიერებას გამოთქვამს ყველა იმ დონორის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამგვარ ჟურნალისტურ კონკურსებს ატარებს და ხარისხიან ჟურნალისტიკას ახალისებს. მათი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია. 

დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ.  ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ ყველა ის ინფორმაცია, რის მათგან საგულდაგულოდ დაფარვასაც სახელმწიფო მოხელეეები ცდილობენ. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია. 

ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ, და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ. 

20.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აგრძელებს განაცხადების მიღებას ვაკანსიაზე - მედიაკრიტიკის პლატფორმა mediachecker.ge-ს რედაქტორის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა - სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები

  • ქარტიის საბჭოსთან და მენეჯმენტთან ერთად mediachecker.ge-ს განვითარებაზე ზრუნვა
  • ყოველდღიური სარედაქციო საქმიანობის მართვა
  • სარედაქციო გუნდის წევრებთან მუშაობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა
  • Mediachecker.ge-ისთვის მასალების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია, რომ ჰქონდეს რედაქტორის რანგში პროფესიული გამოცდილება
  • ჟურნალისტური კვლევის და წერის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი
  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სპეციალობაში. უპირატესობა მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს.
  • ზედმიწევნით კარგად  უნდა იცნობდეს მედიაგარემოს
  • კარგად უნდა ესმოდეს ახალი ტექნოლოგიების როლი მედიაში
  • უნდა იყოს გუნდურად მომუშავე ძლიერი ინტერპერსონალური უნარებით
  • უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარები
  • გამართულად უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურად
  • ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 24 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და თქვენი ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს mediachecker.ge-მ ქართული მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

16.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 16 თებერვალს 3 საქმეს განიხილავს: 

18:00 საათი: ააიპ საზოგადოება ბილიკი „TV მონიტორინგის" ჟურნალისტის შოთა სადაღაშვილის და „TV პირველის" არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის და გიორგი დვალიშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალები 2023 წლის 5 ნოემბერს გავიდა „TV პირველის” ეთერში, სადავო მასალა 2023 წლის 31 ოქტომბერს „TV მონიტორინგის” ეთერში გავიდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს და არ გადაამოწმეს. 

განმცხადებელი ორ მედიაპროდუქტზე დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე, მესამე მედიაპროდუქტზე ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ადგილზე: 

მისამართი - ბაქოს ქუჩა N4

სხდომას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ონლაინ პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

სხდომაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

15.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა პროექტების მიხედვით.

ძირითადი მოვალეობები

  • განახორციელოს პროექტები დამტკიცებული გეგმის მიხედვით
  • მოამზადოს ფინანსური და პროგრამული ანგარიშები
  • მოამზადოს და დააარქივოს პროექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური დოკუმენტაცია
  • დაეხმაროს ქარტიის დირექტორს საპროექტო განაცხადების მომზადებაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უნდა ჰქონდეს პროექტების მართვის გამოცდილება.
  • უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვასა და ფინანსებში ან მომიჯნავე სფეროებში.
  • უნდა ჰქონდეს ბიუჯეტის დაგეგმვისა და მონიტორინგის, ფინანსურ დოკუმენტებზე მუშაობის კარგი უნარები. 
  • ეფექტურად უნდა აგვარებდეს ლოჯისტიკურ ამოცანებს ღონისძიებების ჩატარებისას.
  • უნდა იყოს გუნდურად მომუშავე ძლიერი ინტერპერსონალური უნარებით.
  • კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 26 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

14.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს 2024 წლის 12 თებერვალს ოზურგეთში გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში ხანძრის გაჩენის მცდელობის გამო და საგამოძიებო ორგანოებს საქმის სწრაფად და ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„ალიონის“ რედაქცია ოზურგეთში, ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიულ შენობაშია განთავსებული, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე. ამავე შენობაში მდებარეობს მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი და სხვადასხვა ორგანიზაციის ოფისები. სავარაუდოდ ღამით, უცნობმა პირებმა რედაქციაში ფანჯრიდან იოლად აალებადი სითხე და საწვავი შეაგდეს. გაზეთ „ალიონის“ რედაქტორის, ნუგზარ ასათიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოთახში ცეცხლი გაჩნდა, თუმცა ნესტის გამო ვერ გავრცელდა.

გაზეთი „ალიონი“ უნიკალურ არქივებს ფლობს, რომელთა განადგურება დიდი დანაკარგი იქნებოდა ისტორიის მკვლევარებისთვის. გამოძიება დაწყებულია სსს კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყოველი ასეთი შემთხვევა ამძიმებს სამუშაო გარემოს რეგიონებში ჟურნალისტებისთვის, რომელთაც ისედაც ყოველდღიურად არაერთ გამოწვევასთან უწევთ გამკლავება, მათ შორის, ფიზიკური უსაფრთხოების კუთხით.

13.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „პირველი არხის" ჟურნალისტმა მარიამ ბერძენიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ განმცხადებელი ანონიმურია. სადავო მასალა 2023 წლის 13 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა.

განმცხადებელი მარიამ ბერძენიშვილის მიმართ ასევე დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება და პროფესიული საქმიანობისას ქრთამის ან საჩუქრის მიღება) პრინციპების დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილებზე დარღვევა არ დაუდგენია. ამასთან, განმცხადებელი დავობდა ქარტიის პირველ, მეშვიდე და მეთერთმეტე პრინციპზე „პირველი არხის" ჟურნალისტის ნიკა მუკბანიანის მიმართ, მაგრამ საბჭოს მის მიმართ დარღვევა არ დაუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

 

10.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ს ჟურნალისტმა ქეთი მამრიკიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის" ჟურნალისტებმა მეგი ნარსავიძემ და ნათია სონღულაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა ნათია ლაზაშვილმა, დავით კაკულიამ და შოთა ფალავანდიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი დაარღვიეს. 

მათ წინააღმდეგ ქარტიას კომპანია ,,ედისონ რისერჩის’’ მთავარმა მრჩეველმა ნინო ჯაფარიძემ მომართა, სადავო მასალები 2023 წლის 13 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია დაუბალანსებლად და მანიპულაციურად გააშუქეს, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებდა ,,ედისონ რისერჩს’’ და არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ კვლევით ინსტიტუციად წარმოაჩენდა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

09.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 9 თებერვალს 3 საქმეს განიხილავს: 

19:00 საათი:  ნინო ჯაფარიძე „POSTV"-ს ჟურნალისტის ქეთი მამრიკიშვილის, „TV იმედის" ჟურნალისტების მეგი ნარსავიძის და ნათია სონღულაშვილის და „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნათია ლაზაშვილის, დავით კაკულიას და შოთა ფალავანდიშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალები 2023 წლის 13 ნოემბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად და მანიპულაციურად გააშუქეს, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებს კომპანიას და არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ კვლევით ინსტიტუციად წარმოაჩენს. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ადგილზე: 

მისამართი - ბაქოს ქუჩა N4

სხდომას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ონლაინ პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

სხდომაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

 

08.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მწუხარებას გამოთქვამს ასურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი კოლეგაც ემსხვერპლა, და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ქარტია თხოვს მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ ის, თუ რა ტრავმა შეიძლება მიაყენონ ამ მძიმე კადრების ჩვენებით გარდაცვლილთა ახლობლებს და, ზოგადად, საზოგადოებას. ამგვარი შემთხვევები მედიამ პროფესიული სტანდარტის სრული დაცვით უნდა გააშუქოს, რაც გულისხმობს, რომ მედია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ისეთი ვიზუალური მასალის ჩვენებას, რომელზეც ასახულია ადამიანთა ტრაგედია და ტანჯვა.

მედიამ უნდა გამოავლინოს თანაგრძნობა ამგვარი მოვლენების მონაწილე პირთა მიმართ და პატივი უნდა სცეს მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მედია ვალდებულია, ტრაგედიების გაშუქებისას ეთიკური გაშუქებით დაიცვას ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ტრაგედიის მონაწილე პირთა უფლებებს შორის.

ქარტია მოუწოდებს იმ მედია საშუალებებს, რომელთაც უკვე გაავრცელეს ტრაგედიის ამსახველი კადრები, წაშალონ ან დახურონ ისინი აუდიტორიისათვის, და ყველა ღონე იხმარონ მათი შემდგომი გავრცელების შესაზღუდად.

07.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „Georgian Press"-ის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას ესმა გუმბერიძემ მომართა, სადავო მასალა 2023 წლის 12 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა, ამასთან, არ მოიძია ბრალდებაზე საპასუხო პოზიცია. 

განმცხადებელი დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპზეც, თუმცა მოხსნა მოთხოვნა მასთან დაკავშირებით.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

05.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიაკრიტიკის პლატფორმა mediachecker.ge-ს რედაქტორის პოზიციაზე.

სამუშაო დატვირთვა - სრული განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები

  • ქარტიის საბჭოსთან და მენეჯმენტთან ერთად mediachecker.ge-ს განვითარებაზე ზრუნვა
  • ყოველდღიური სარედაქციო საქმიანობის მართვა
  • სარედაქციო გუნდის წევრებთან მუშაობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა
  • Mediachecker.ge-ისთვის მასალების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია, რომ ჰქონდეს რედაქტორის რანგში პროფესიული გამოცდილება
  • ჟურნალისტური კვლევის და წერის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი
  • უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში ან მომიჯნავე სპეციალობაში. უპირატესობა მიენიჭებათ მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს.
  • ზედმიწევნით კარგად  უნდა იცნობდეს მედიაგარემოს
  • კარგად უნდა ესმოდეს ახალი ტექნოლოგიების როლი მედიაში
  • უნდა იყოს გუნდურად მომუშავე ძლიერი ინტერპერსონალური უნარებით
  • უნდა ჰქონდეს კვლევის კარგი უნარები
  • გამართულად უნდა საუბრობდეს და წერდეს ინგლისურად
  • ანაზღაურება შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 15 თებერვლამდე გამოგზავნეთ CV და თქვენი ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა უპასუხოს mediachecker.ge-მ ქართული მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებს შემდეგ მისამართზე ethicscharter@gmail.com

02.02.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 თებერვალს 3 საქმეს განიხილავს: 

18:00 საათი: ესმა გუმბერიძე Georgian Press-ის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 12 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ინფორმაცია არასწორად გააშუქა და არ გადაამოწმა, ამასთან, არ მოიძია ბრალდებაზე საპასუხო პოზიცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე. 

მეორე და მესამე საქმეზე საბჭოს გადაწყვეტილებით სხდომა დაიხურება, რადგან განმცხადებელი იქნება ანონიმური. 

სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ადგილზე: 

მისამართი - ფრონტლაინი, ლადო ასათიანის 62. 

სხდომას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ონლაინ პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

სხდომაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

01.02.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.