სიახლეები

მიმდინარე წლის ივლისში ირმა ზოიძემ პოლიტიკურ მოძრაობაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, რის შემდეგაც, საბჭოსთან შეთანხმებით, პირადი განცხადებით დატოვა საბჭო და ქარტიის წევრობა შეიჩერა. აღნიშნულმა გარემოებამ უფლებამონაცვლეობის საკითხი წარმოშვა.

 

ირმა ზოიძეს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, 2024 წლის ბოლომდე, ქარტიის წესდების შესაბამისად, სამხრეთის კარიბჭის რედაქტორი თინათინ ზაზაძე ჩაანაცვლებს.  

19.07.2024

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ 17 ივლისს ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც საზოგადოებას ამცნო, რომ კაცი, რომელიც მას ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდა და მისი ოჯახის წევრებისთვისაც - შვილისა და მშობლებისთვის, საფრთხეს წარმოადგენდა, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ისევ დაუკავშირდა და მასზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელება განაგრძო.

 ტელეწამყვანი ვარაუდობს, რომ კაცის ქმედებები მართულია და მისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას ისახავს მიზნად. ტელეწამყვანის თქმით, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე კაცი კრიზისულ სიტუაციებში აქტიურდება. ახლაც, მისი აქტიურობა საეჭვოდ დაემთხვა წინასაარჩევნო პერიოდს.

 წარსულში ინგა გრიგოლიას ამ მოძალადისაგან თავის დასაცავად პოლიციის დახმარება დასჭირდა. კაცი დააკავეს და ის რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოებისგან იზოლირებული იყო.

 თავის პოსტში ტელეწამყვანი შესაძლო სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა სტრუქტურებს აკისრებს და მათ უყურადღებობის გამო საყვედურობს.

 სახელმწიფო უწყებები კარგად უნდა აცნობიერებდნენ იმ საფრთხეებს, რომელიც საქართველოში საჯარო სივრცეში აქტიურ ქალებს, მათ შორის, ჟურნალისტებს, ემუქრება. ისინი ხშირად ხდებიან სიძულვილის სამიზნე აქედან გამომდინარე ყველა ნეგატიური შედეგით. სახელმწიფო უწყებებმა, მათ შორის, საპოლიციო ძალებმა და საგამოძიებო ორგანოებმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ ამგვარი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოძალადეების დროულად გამოსავლენად და მთელი სიმკაცრით დასასჯელად. ყველა ქალს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო გარემო საცხოვრებლად და პროფესიული რეალიზაციისთვის და მათთვის ამ გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა.

 საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს ინგა გრიგოლიას და გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სწრაფად და ეფექტურად მოქმედებისაკენ მოუწოდებს.

18.07.2024

16 ივლისს ქარტიის საბჭომ განიხილა ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველოს განცხადება რუსთავი2-ის ჟურნალისტის ნინო შუბლაძის წინააღმდეგ. 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 28 თებერვალს გავიდა. ის ეხებოდა საკითხს, თუ რას ფიქრობენ უმცირესობის უფლებების დაცვაზე პოლიტიკური პარტიები. განმცხადებლის პოზიციით, გადაცემაში ღამის კურიერი ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქვიარ თემის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მცდარი ტერმინების გამოყენებით დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია). 

მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.

 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

17.07.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 16 ივლისს, სამშაბათს, ორგანიზაციის ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“, განცხადებას განიხილავს:

19:00 სთ: ორგანიზაცია ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო რუსთავი 2-ის ჟურნალისტის ნინო შუბლაძის წინააღმდეგ.

ადავო მასალა ეთერში 2024 წლის 28 თებერვალს გავიდა.

ანმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ხელი შეუწყო ქვიარ თემის მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მცდარი ტერმინები გამოიყენა.

ანმცხადებელი დავობს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე.

ქარტიის საბჭო განცხადებას  განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს . #4. 

16.07.2024

ქარტიის საბჭომ 25 მაისს განიხილა სკოლის დირექტორის - იოსებ ლაზარაშვილის განცხადება TV “პირველის” ჟურნალისტის საბა სიჭინავას წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მან დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5, მე-8 და მე-10 პრინციპები.
სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 6 მარტს გავიდა. ის ეხებოდა დირექტორის მხრიდან სკოლის მოსწავლეზე შესაძლო ძალადობას.
განმცხადებლის პოზიციით, სკოლაში წარმოქმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, სიუჟეტში გადმოცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სიცრუეს, რადგან ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არაზუსტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც დაზიანდა როგორც მისი, ისე არასრულწლოვნის ინტერესები.

Მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება მოგვიანებით.

 
28.06.2024

მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ, ვარლამ წიკლაურმა, ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.


ქარტიის საბჭომ 23 ივნისს განიხილა მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადება ტელეკომპანია “იმედისა” და “POSTV-ის” ჟურნალისტების წინააღმდეგ და დაადგინა, რომ მარიამ ქართველიშვილმა, ხატია ქვათაძემ, ლევან ჯავახიშვილმა, ქეთი ქაშაკაშვილმა, ლევან კვატაშიძემ, ვარლამ წიკლაურმა, ქეთი მამრიკიშვილმა, ანა შანიძემ და ანა აშორდიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპები.


სადავო მასალები ეთერში 2024 წლის 31 მარტს, 1 და 4 აპრილს გავიდა. ისინი ეხებოდა ე.წ. ვეტინგის მოწინააღმდეგე მოსამართლეთა რომში მოგზაურობის ფაქტს.


განმცხადებლის, მოსამართლე მადონა მაისურაძის, პოზიციით აღნიშნულმა ჟურნალისტებმა მისი და რამდენიმე კოლეგის შვებულების იტალიაში გატარება საზოგადოებას წარუდგინეს, როგორც ერთ-ერთი საელჩოს მიერ დაფინანსებული მოგზაურობა, რაც შეფასდა, როგორც არაზუსტი ინფორმაციის გავრცელება, აუდიტორიის შეცდომაში შეიყვანა და ფაქტების განზრახ დამახინჯება.


მოპასუხე მხარეებს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენიათ.


საქმეებზე სამოტივაციო ნაწილები გამოქვეყნდება მოგვიანებით.

24.06.2024

 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 23 ივნისს, კვირას მოსამართლე მადონა მაისურაძის 2 განცხადებას განიხილავს, რომელთა ფარგლებშიც სადავოდაა გამხდარი 6 მედიაპროდუქტი

15:00 სთ - მადონა მაისურაძე “POSTV”-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავოა “POSTV”-ის ეთერში 2024 წლის 1 აპრილს გასული ორი მედიაპროდუქტი.

16:00 სთ - მადონა მაისურაძე TV “იმედის ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავოა იმედის ეთერში 31 მარტს, 1 და 4 აპრილს გასული ოთხი მასალა.

ოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ: მარიამ ქართველიშვილი, ხატია ქვათაძე, ლევან ჯავახიშვილი, ქეთი ქაშაკაშვილი, ლევან კვატაშიძე, ვარლამ წიკლაური, ქეთი მამრიკიშვილი, ანა შანიძე და ანა აშორდია.

განმცხადებელი, მოსამართლე მადონა მაისურაძე მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებმა მის შესახებ არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელეს, აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს და ფაქტები განზრახ დაამახინჯეს.  

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე

ქარტიის საბჭო განცხადებებს  განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა სადავო ჟურნალისტურ მასალებში ქარტიის პრინციპები.

სხდომა წარიმართება ჰიბრიდულად. საქმის განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება: თბილისი, ბაქოს . #4.  

 

 

 

20.06.2024

30 მარტი,  2024 წელი

საქმე N – 729

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: მანანა ქველიაშვილი, საბა წიწიკაშვილი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე, ხატია ღოღობერიძე, ნინო რამიშვილი, გელა მთივლიშვილი, ირმა ზოიძე.

ქარტიის მე-7 პრინციპი: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

სადავო მასალის სათაურია - „მეოთხე დღეა იორმუღანლოში არასრულწლოვნებს ეძებენ | ოჯახის თქმით, 13 წლის გოგო 16 წლის ბიჭმა მოიტაცა".

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ხელი შეუწყო დისკრიმინაციას, მთავარ არგუმენტად კი ასახელებდა იმას, რომ დასახელებულია ადგილი - იორმუღანლო. განმცხადებლის თქმით, მასალაში აქცენტი გაკეთებულია ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებზე, რადგან იორმუღალოს ხსენებით, რომელიც სწორედ ეთნიკურად აზრბაიჯანელი ადამიანებითაა დასახლებული, სწორედ ეს ასოციაცია ჩნდება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საზოგადოებაში უკვე არსებობს სტიგმა ადრეულ ასაკში/ბავშვთა ქორწინებასთან და იძულებით ქორწინებასთან (ე.წ. მოტაცება) დაკავშირებით, აღნიშნულ კონტექსტში კი მსგავსი გაშუქებით სტიგმა ძლიერდება.

განმცხადებელმა განმარტა, რომ ე.წ. იორმუღალო 9 სოფლისგან შედგება, სადაც ჯამში ოფიციალური მონაცემებით 18 ათასი მაცხოვრებელია, რაც საგარეჯოს მოსახლეობის მესამედია, თუმცა, შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

ამასთან, განმცხადებელმა მიუთითა, რომ „მთავარი არხი” იორმუღანლოზე ინფორმაციას ყოველთვის ნეგატიურ ჭრილში აშუქებს, მხოლოდ კრიმინალის შემთხვევებით ინტერესდება და სენსაციურად აშუქებს მასალებს.

ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის თანახმად, გადაწყვეტილებას „დაირღვა“ ან „არ დაირღვა“ მხარი უნდა დაუჭიროს საქმის განხილვაში მონაწილე საბჭოს მინიმუმ 5-მა წევრმა. მეშვიდე პრინციპთან დაკავშირებით, საბჭოს წევრთა ხმები გაიყო, „დარღვევას“ ან “არ დარღვევას” 5-მა წევრმა მხარი არ დაუჭირა, შესაბამისად,  წესის 4.7 პუნქტის თანახმად, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას [პრინციპის დარღვევა ან არ დარღვევა] მხარი არ დაუჭირა მინიმუმ 5-მა წევრმა, გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული და ქვეყნდება სხდომის ოქმი, სადაც მიეთითება როგორც დარღვევის დადგენის მომხრე, ისე მოწინააღმდეგე საბჭოს წევრთა არგუმენტები.

როგორც უკვე აღინიშნა, საქმის განხილვაში მონაწილეობდა საბჭოს რვა წევრი, რომელთა შორის ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ორად გაიყო.

საბჭოს ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რადგან:

        დაუშვებელია სავარაუდო დანაშაულის ირიბად დაკავშირება ეთნიკურ და რელიგიურ ნიშანთან.

        იორმუღანლოს დასახელება არ უკავშირდება დანაშაულის მოტივს, მას არ აქვს ისეთი ინფორმაციული ღირებულება, რაც აუცილებელია მაყურებლისთვის/მკითხველისთვის.

        საბჭო გაეცნო აღნიშნულ მასალაზე Facebook-ზე დატოვებულ კომენტარებს, სადაც ჩანს, რომ ადგილის დასახელებამ გამოიწვია კონკრეტული თემის იდენტიფიცირება და შეურაცხმყოფელი კომენტარები მათ მიმართ.

        ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება, ასევე, იძულებითი ქორწინება არ უკავშირდება კონკრეტულ ეთნიკურ ან რელიგიურ ნიშანს. ამან შეიძლება გააძლიეროს სტიგმა.

საბჭოს დანარჩენმა ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რადგან:

        ჟურნალისტი იორმუღანლოს ასახელებს ინფორმაციული მიზნით და ეს არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს.

        ჟურნალისტს სურს, რომ აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს იმის შესახებ, თუ სად მოხდა აღნიშნული შემთხვევა.

 

16.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა შოთა ფალავანდიშვილმა, მამუკა სირაძემ და ფატი მდორეულმა და TV იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვიეს ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) პრინციპი.

 

მათ წინააღმდეგ ქარტიას ა(ა)იპ საქართველოს კინოინსტიტუტმა მომართა.

 

სადავო ქარდი TV “იმედის ფეისბუკ გვერდზე 2024 წლის 26 თებერვალს გამოქვეყნდა, ხოლო სადავო მასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 2024 წლის 26 თებერვალს გავიდა.

 

განმცხადებლის პოზიციით, ტელეკომპანია აღვივებს აგრესიას და სიძულვილს ლგბტქ თემის მიმართ, ამასთან, ცდილობს დაჩრდილოს ლევან აკინის ფილმის წარმატება, რის გამოც აქცენტს აკეთებს არა თავად ფილმსა და მის შემქმნელებზე, არამედ პროდიუსერ ანა ხაზარაძის მამაზე, პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეზე.

 

მოპასუხე მხარეს საქმეზე პოზიცია არ წარმოუდგენია.

13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტში ირაკლი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები. 

 

მის წინააღმდეგ ქარტიას ბექა ოდიშარიამ მომართა.

 

სადავო სიუჟეტი ეთერში 2024 წლის 6 აპრილს გავიდა.

 

განმცხადებლის პოზიციით, სადავო სიუჟეტი მრავალ უზუსტობას შეიცავს და ჟურნალისტმა არასწორად, სათანადო გადამოწმების გარეშე გააშუქა მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ასახული ინფორმაცია. 

 

მოპასუხე მხარის ზოგადი პოზიციით, ჟურნალისტს არ დაურღვევია არც კანონი და არც ეთიკის ნორმები. ამასთან, ბექა ოდიშარიას, როგორც საჯარო პირს, აქვს თმენის ვალდებულება.

13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ის ეთერში გასულ გადაცემაში „სამნი & CO”  შალვა რამიშვილმა და ბაჩო ოდიშარიამ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-5 (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

 

მათ წინააღმდეგ ქარტიას პაატა ბურჭულაძემ მომართა.

 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 19 მარტს გავიდა. 

 

მოპასუხე ჟურნალისტებმა თავიანთი შეპასუხება საბჭოს წერილობითი სახით წარმოუდგინეს.

13.06.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტებმა ქარტიის პირველი (სიზუსტე),  მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები დაარღვიეს.

 

მათ წინააღმდეგ ქარტიას ა(ა)იპ “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა “ (WISG) და ა(ა)იპ “ქვიარ ასოციაცია, - “თემიდამ”; და ანონიმურმა განმცხადებლებმა ორი დამოუკიდებელი განცხადებით მომართეს. მხარეთა თანხმობით საქმეები გაერთიანდა და განხილულ იქნა ერთობლივად.

 

სადავო მასალა რამდენიმე იყო:



  1. 2024 წლის 03 მარტს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემაში “იმედის კვირა” გასული სიუჟეტში, სახელწოდებით “სახიფათო პროპაგანდა” (წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, ჟურნალისტი - საბა ხვიჩია);
  2. გადაცემა “იმედის კვირაში” 2024 წლის 17 მარტს გასული რეპორტაჟი სახელწოდებით: “რა საფრთხეებს შეიცავს სქესის შეცვლის ოპერაციები ადრეულ ასაკში - სკანდალური ფაილები”;
  3. “იმედის დღეში” 2024 წლის 28 მარტს გასული სიუჟეტი “ექსკლუზიური ინტერვიუ დეტრანს რიჩი ჰერისონთან” ან/და “მეცნიერები ქირურგიული კასტრაციის წინააღმდეგ”.

 

მოპასუხეს არ წარმოუდგენია პოზიცია საქმესთან დაკავშირებით.


13.06.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.