სიახლეები

მიმდინარე წლის 17 ივნისს, საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას.

 

19.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად ცნო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადება ნატა ტაბიძის წინააღმდეგ. სადავო სიუჟეტი ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა „იმედის დილაში“, 2017 წლის 14 ივნისს გავიდა. სიუჟეტი ბავშვის თვითმკვლელობის ფაქტს აღწერს, გადაცემის თემა კი ბულინგს ეხებოდა.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მხრიდან ადგილი აქვს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპების დარღვევას.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
16.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მარინე (მაია) მინდორაშვილის განცხადება 9 მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელთა შორისაა: ახალი თაობა, ნიუპოსტი, ექსკლუზივნიუსი, კვირა, რეზონანსდეილი, ინტერმედია, განათლების სახლი, ww.ge, artnews.ge
07.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადება ნინი ობგაიძის წინააღმდეგ. გადაცემა “ბავშვების დრო” სოციალური ქსელის, Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა და ეძღვნებოდა “ბავშვთა ონანიზმის” თემას.

განმცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას გაუშვეს ვიდეო “კადრში ჩანს ბავშვის გარკვეული ქცევა, რომელიც წამყვანის გადმოცემით არის ონანიზმი”. PHR მიიჩნევს, რომ “ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის პირადი ცხოვრების დარღვევის ფაქტს, არ არსებობდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გამოყენებას. ამ კადრების გაშვება, გადაცემაში განხილული საკითხის ანალიზისა და წარმოჩენისთვის, საჭიროებას არ წარმოადგენდა.” აქედან გამომდინარე განმცხადებელი ფიქრობს, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუებლობა) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს, სადაც დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია
07.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მედიის განვითარების ფონდის (MDF) განცხადება გაზეთ “რეზონანსის” წინააღმდეგ.

განცხადების თანახმად, 17 მაისს, გაზეთ „რეზონანსის“ ბეჭდურ გამოცემასა და ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები ირანელები და თურქები ინაწილებენ“ (ავტორი მარი ჩიტაია). MDF მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

“სტატიის შინაარსი ქსენოფობიური ხასიათისაა და დისკრიმინაციის წახალისების საფრთხის მატარებელია. კერძოდ, ჟურნალისტი უცხოელებზე მიწების გასხვისებას საფრთხის კონტექსტში განიხილავს და თან ამას გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის (“გავრცელებული ინფორმაციით”) საფუძველზე აკეთებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
07.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეფასებით, მედიისთვის ცენზურის დაწესების მცდელობას ჰგავს საქართველოს იუსტიციის საბჭოს ინიციატივა, რომ მოსამართლეებთან და მათ საქმიანობასთან მიმართებაში გამოხატვის და გაშუქების განსაკუთრებული სტანდარტი დაწესდეს.
06.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკის” წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.

განმცხადებელი, პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო”, სადავოდ ხდიდა სიუჟეტს “რაისიანების საქმე, რომელიც “ქრონიკის” ეთერში 11 აპრილს გავიდა. მასალა ეხებოდა “თავისუფალი საქართველოს” წევრის შვილის დაკავებას და პარტიის ბრიფინგს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ როგორც წამყვანის, ლევან ჯავახიშვილის, ისე სიუჟეტის ავტორის, ბელა ზაქაიძის მიერ გადაცემული ინფორმაცია იყო არაზუსტი, შესაბამისად დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ პირველი პრინციპი დაარღვია ლევან ჯავახისშვილმა, ბელა ზაქაიძესთან მიმართებით კი საბჭოს წევრთა ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად იმისათვის, რომ პრინციპის დარღვევა/არდარღვევა დადგინდეს, აუცილებელია საბჭოს წევრთა მინიმუმ 5 ხმა. განმცხადებელი ასევე დავობდა იმაზეც, რომ როგორც წამყვანმა, ისე ჟურნალისტმა მიჩქმალეს ფაქტები და დაარღვიეს მესამე პრინციპი, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სტანდარტი დარღვეული არ ყოფილა. “თავისუფალი საქართველო” ასევე ფიქრობდა, რომ ფაქტიც განზრახ იყო დამახინჯებული (მე-11 პრინციპი), რაც წამყვანს არ დაუდგინდა, ჟურნალისტთან დაკავშირებით კი საქმის განხილვის დროს მოხსნა ეს მოთხოვნა. კიდევ ერთი პრინციპი, რომელზეც განცხადებაში იყო საუბარი შეეხება მესამე პრინციპს (შესწორება), თუმცა, ეს მოთხოვნაც განმცხადებელმა მოხსნა საქმის განხილვის პროცესში.
04.06.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას  მედიამონიტორის პოზიციაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2017 წლის ივნისი  – ნოემბერი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება;
  • მედიამონიტორინგის ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

მოვალეობები:

  • სატელევიზიო ახალი ამბების გადაცემებზე ყოველდღიური დაკვირვება და  რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
  • მონაცემების დამუშავება და ანალიზი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2017 წლის 12 ივნისამდე უნდა გამოგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

04.06.2017
ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა WISG-მ, რომელიც თვლიდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ გასული სიუჟეტით „მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერებზე“ დაირღვა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები, გადაცემა ეხება ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიტყვა „ტრანსგენდერის“ არსებით სახელად გამოყენებით დაირღვა ქარტიის პრინციპები, ვინაიდან სწორია „ტრანსგენდერი ქალი“, „ტრანსგენდერი კაცი“ და არა „ტრანსგენდერები ამბობენ“, „ტრანსგენდერის განცხადება შევიდა“, როგორც ეს ისმოდა სიუჟეტში.

მოპასუხის პოზიციის მიღების შემდეგ საბჭომ განმცხადებელს შესთავაზა მედიაცია, რომელსაც WISG დაეთანხმა. შესაბამისად, განცხადება საქმის წარმოების წესით მიხედვით საბჭოს მიერ განხილული არ იქნა, მედიაციის სრული ტექსტი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
02.06.2017
ოთხშაბათს, 31 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს:

19:00 საათი – პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ – ლევან ჯავახიშვილის და ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ

29.05.2017
რა არ მოსწონთ ბავშვებს ქართულ მედიაში, რა თემების გაშუქებას ისურვებდნენ და როგორ შეუძლიათ თავად არასრულწლოვნებს ინფორმაციის გავრცელება, ამ საკითხებზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF)18 მაისს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში არსებული მედია სტუდია “დროს” წევრ ბავშვებთან იმსჯელეს.

19.05.2017
ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებებისთვის. შერჩეულ რედაქციებში ჩატარდება პრაქტიკული სემინარი ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.
18.05.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.