სიახლეები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "პრაიმ ტაიმის" ჟურნალისტმა მირიან ბოქოლიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სადავო სტატია გაზეთ “პრაიმ ტაიმში” გამოქვეყნდა სათაურით ,,მწამებელი თუ უწყების იმიჯისთვის გაწირული პოლიციელი?!“. ქარტიას განცხადებით მომართა გიორგი მდინარაძემ, რომელსაც მასალა შეეხებოდა. ის მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყო არაზუსტი, მან მიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტები. გარდა ამისა, უკანონოდ მოიპოვა და გამოაქვეყნა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. შესაბამისად, დარღვეული იყო 1 (სიზუსტე), 3 (მიჩქმალვა), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 11(ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

ქარტიაში საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე ჟურნალისტი. საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
07.04.2017
საქართველოს ჟურნალისტურიმა ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ შემოსულ განცხადებებთან დაკავშირებით. სადავო მასალა, „ელიტური კორუფცია“, რუსთავი 2-ის ეთერში 2016 წლის 8 მაისს გავიდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ეხებოდა.

ქარტიას განცხადებით მომართეს ააიპ „ასოციაცია ატუმ“, სს დაზღვევის კომპანია „ქართუმ“ და შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებმა“, რომლებიც სადავო მასალაში ფიგურირებდნენ. ისინი მიიჩნევდენ, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, განზრახ დაამახინჯა ფაქტები და შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. შესაბამისად, დარღვეული იყო პირველი (სიზუსტე), მე-5(შესწორება) და მე-11 პრინციპი (ფაქტის განზრახ დამახინჯება) საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე ჟურნალისტს მონაწილეობა არ მიუღია და არც წერილობით დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია. განხილვის შემდეგ საბჭომ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა განმცხადებლებს.

დოკუმენტების შესწავლის შემდეგ კი სამივე განცხადებასთან დაკავშირებით მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
  • ააიპ ასოციაცია ატუს ეპიზოდში არც ერთი სადავო პრინციპი არ დარღვეულა
  • ჯი სი ეფ პარტნიორების ნაწილში დაირღვა მხოლოდ პირველი პრინციპი
  • სს დაზღვევის კომპანია „ქართუსთან“ დაკავშირებით დაირღვა პირველი, მე-5ხუთე და მე-11პრინციპები გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
07.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ჟურნალისტმა გიორგი კვიტაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებდა.

04.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

04.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "კურიერ PS-ის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი, ხოლო სადავო სიუჟეტის ავტორმა მაია ლომიძემ მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) პრინციპი.

განმცხადებელი, თბილისის მერი დავით ნარმანია, სადავოდ ხდიდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და გარდა პირველი, მეშვიდე და მესამე  პრინციპისა, დარღვეული იყო მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც, თუმცა საბჭომ მე-11 პრინციპის დარღვევა არ დაადგინა. საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და საკუთარი პოზიცია არც წერილობით წარმოუდგენიათ.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
01.04.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "პირადი ექიმი - მარი მალაზონიას" წამყვანმა მარი მალაზონიამ დაარღვია ქარტიის მერვე პრიციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის."
განმცხადებელი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) სადავოდ ხდიდა 2017 წლის 27 იანვარს გასულ გადაცემას, როდესაც წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი. საქმის განხილვას როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ესწრებოდა. განმცხადებელმა მსჯელობისას მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მეათე პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
01.04.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო არასამთავრობო ორგანიზაციის, „მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის“ თავმჯდომარის, გიორგი მოსიაშვილის განცხადება “კახეთის ხმის” რედაქტორის, მაია მამულაშვილისა და ჟურნალისტის, ნიკოლოზ ესიტაშვილის წინააღმდეგ.
28.03.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115-ის" ერთ-ერთი წევრის, თეიმურაზ ბეჟანიძის განცხადება "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის რუსუდან შელიას წინააღმდეგ. სადავო სტატია გაზეთ "კვირის პალიტრის" 13 მარტის ნომერში დაიბეჭდა შემდეგი სათაურით: "აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!" სტატიაში აღნიშნულია, რომ "აუდიტორია 115"-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩიხლაძემ, ამავე მოძრაობის წევრ თეიმურაზ ბეჟანიძეს დაამზადებინა ყალბი ცნობა, რომელიც თსუ-ში წარადგინა და დოკუმენტის საფუძველზე საგამოცდო თარიღი გადაავადებინა". თეიმურაზ ბეჟანიძემ, რომელიც სტატიაში ფიგურირებს, ქარტიას განცხადებით მიმართა, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა რუსუდან შელიამ დაუდასტურებელი ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისად დაარღვია ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მესამე (ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
16.03.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო სტუდენტური გაერთიანება "აუდიტორია 115-ის" განცხადება "კვირის პალიტრისა" და ambebi.ge-ს ჟურნალისტის, გიორგი კვიტაშვილის წინააღმდეგ.

სადავო სტატია გაზეთმა "კვირის პალიტრამ" 2017 წლის 20 თებერვალს გამოაქვეყნა სათაურით გამოქვეყნდა  "როგორი სქემით მოქმედებდა (მოქმედებს) "აუდიტორია 115" "ბიბლუსის" წინააღმდეგ".  განცხადების თანახმად, სტატია ასევე გავრცელდა ინტერნეტ-პორტალ ambebi.ge-ს საშუალებით. ამგვარი ინფორმაციის შემცველი ვიდეო რგოლი გამოქვეყნდა palitravideo.ge-ს მიერაც. მასალა ეხება  მაღაზია "ბიბლუსიდან" თანამშრომლების გათავისუფლების გამო "აუდიტორია 115-ის" პროტესტს.

განცხადების თანახმად, ზემოთ აღნიშნული მედისაშუალებები "შედიან "პალიტრა ჰოლდინგის" შემადგენლობაში. ამავე ჰოლდინგის წევრია "ბიბლუსიც". შესაბამისად, აუდიტორია 115- ის მიერ "ბიბლუსში" მიმდინარე პროცესებზე პროტესტის გამოთქმას, პასუხად მოჰყვა ჰოლდინგში შემავალი რიგი გაზეთებისა და ინტერნეტ სააგენტოების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა."

აქედან გამომდინარე, "აუდიტორია 115" მიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-3 (ინფორმაციის  გაყალბება) პრინციპები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

04.03.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასგანცხადებით მომართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ნარმანიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ქარტიის პრინციპები დაარღვია.
01.03.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი მანაგაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი.
28.02.2017

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 27 თებერვალს ჟურნალისტ სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ ორი საქმე განიხილა. ორივე მათგანი ერთ სიუჟეტს ეხებოდა. სადავო მასალა "ტრანსგერდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება" "იმედის" ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს გადაცემა "იმედის დროში" გავიდა.

პირველ საქმეში განმცხადებელი გიორგი ტატიშვილი მიიჩნევდა, რომ დარღვეული იყო ქარტიის რამდენიმე მუხლი, თუმცა საქმის განხილვისას მოხსნა 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები და მხოლოდ ორ მუხლზე - პირველსა (სიზუსტე) და 7 (დისკრიმინაცია) დატოვა განსახილველად. საბჭომ ორივე მუხლის დარღვევა დაადგინა.

მეორე საქმეში კი განცხადებებელი ერთობლივად ორი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო . "ადამიანის უფლებების სწალებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) და "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG)  განცხადებაში უთითებდენ, რომ დარღვეულია პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია), თუმცა საქმის განხილვისას პირველი პრინციპი მოხსნეს და სადავოდ მხოლოდ მეშვიდე პრინციპი დატოვეს, რისი დარღვევაც საბჭომ დაადგინა.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტმა შეპასუხება წერილობით წარმოადგინა.

28.02.2017

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.