ქარტიას მომართა მარინე (მაია) მინდორაშვილმა, რომელიც თავდაპირველად 9 მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ხდიდან სადავოდ. საქმე ეხებოდა გახმაურებულ მკვლელობას, სადაც ბრალდებულია შვილი. განმცხადებლის მტკიცებით, მედიასაშუალებების ნაწილმა მოკლულის სახელი არასწორად დაწერეს. გარდაცვლილია ლამარა მინდორაშვილი და არა მაია მინდორაშვილი, როგორც ეს სადავო მასალებშია მითითებული. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ მასალაში არასწორად აღნიშნული სახელი, აკადემიური ხარისხი და სამუშაო სრულად ემთხვევა მის პიროვნებას, რის გამოც არსასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის და მისი შვილი. მარინე მინდორაშვილმა ყველა მედიასაშუალებას მიწერა ამ შეცდომის შესახებ, თუმცა, მხოლოდ სამმა მათგანმა (esonancedaily, Intermedia ww.ge) ჩაასწორა, blogspot.com-მა კი წაშალა ინფორმაცია, შესაბამისად, მათთან შედგა მედიაცია.
დანარჩენ ხუთმა მედიასაშუალებამ (ახალი თაობა, exclusivenews, ww.ge, kvira.ge, artnews.ge) განმცხადებლის მხრიდან მითითების მიუხედავად არასწორი ინფორმაცია არ ჩაასწორა, შესაბამისად საბჭომ იმჯელა და ქარტიის პრინციპების დარღვევა დაადგინა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
აქედან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით ნინი ობგაიძემ ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი დაარღვია. როგორც განცხადებელი „ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის” თავის განცხადებაში უთითებდა, Facebook გადაცემა „ბავშვების დრო“ Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა და ეძღვნებოდა „ბავშვთა ონანიზმის“ თემას. განცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას გაუშვეს ვიდეო „კადრში ჩანს ბავშვის გარკვეული ქცევა, რომელიც წამყვანის გადმოცემით არის ონანიზმი“.
PHR მიიჩნევდა, რომ „ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის პირადი ცხოვრების დარღვევის ფაქტს, არ არსებობდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გამოყენებას. ამ კადრების გაშვება, გადაცემაში, განხილული საკითხის ანალიზისა და წარმოჩენისათვის საჭიროებას არ წარმოადგენდა.“
საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებელი ესწრებოდა, მოპასუხე
ჟურნალისტმა კი ტელეფონით უპასუხა საბჭოს წევრების კითხვებს.
საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაცო
ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იწვევს ჟურნალისტებს
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაშუქებაპარასკევს, 30 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს:
19:00 საათი – MDF მარი ჩიტაიას წინააღმდეგ