საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქე დათო აბზიანიძის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმშოუს“ ჟურნალისტების წინააღმდეგ. სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2017 წლის 6 სექტემბერს გავიდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გადაცემაში ვიდეოჩანაწერი მისი მონაწილეობით ისე გაუშვეს, რომ მისგან ნებართვა არ აუღიათ. ასევე, აბზიანიძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაცემის ჟურნალისტებმა მას არ მისცეს საშუალება, პასუხი გაეცა იმ ნეგატიური შეფასებებისთვის, რაც გადაცემაში მისი მისამართით ისმოდა.
აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეოთხე (ინფრომაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
ნოდარ მელაძე ქარტიისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია “სრული დეზინფორმაციაა”, რის დასადასტურებლადაც მოჰყავს საკუთარ ვეიფბუქ გვერდზე გავრცელებული ვიდეომასალა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.