საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს, გიორგი მგელაძეს, ქარტიის პრინციპები არ დაურღვევია. მის წინააღმდეგ ქარტიაში განცხადება სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეიტანა.
ომბუდსმენი სადავოდ ხდიდა გიორგი მგელაძის რედაქტორობით მომზადებულ ორ მასალას - "ვისთვის შეიძინა ომბუდსმენმა 105 ათასლარიანი ავტომანქანა" და ამავე თემის შესახებ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სიუჟეტს. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევდა, რომ გიორგი მგელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
საბჭომ საქმე ღია სხდომაზე განიხილა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოპასუხე ჟურნალისტი, ასევე განმცხადებლის წარმომადგენელი. მათ საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ საკუთარი პოზიციები და ეპასუხათ საბჭოს წევრებისთვის დასმული კითხვებისთვის.
საბჭომ მსჯელობის შემდეგ ქარტიის პრინციპების დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
გადაწყვეტილების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განიხილა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის განცხადება "ლიბერალის" ჟურნალისტის, ზურაბ ვარდიაშვილის წინააღმდეგ.
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში "როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა" ჟურნალისტმა ზურაბ ვარდიაშვილმა დაარღვია ქარტიის 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 5 (შესწორება), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
საქმის განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე მხარე. საბჭომ მხარეთა გამოკითხვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადავო მასალაში დარღვეული იყო პირველი პრინციპი, არ დარღვეულა მესამე (დადასტურებული წყარო) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპი.
რაც შეეხება მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპებს, განმცხადებელს მტკიცებულებების წარმოსადგენად მიეცა დამატებითი ვადა, რის შემდეგაც საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.
დამატება 8.02.2017
დამატებით მიცემული დროის მიუხედავად, განმცხადებელს, გიორგი ტატიშვილს საბჭოსთვის არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები მეხუთე და მეთერთმეტე პრინციპების დარღვევის დასადასტურებლად. შესაბამისად, ამ პრინციპების დარღვევა არ დადგინდა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილიც მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ გამოცემა Kvira.ge-ს რედაქტორმა, ქეთი ხოსიტაშვილმა დაარღვია ქარტიის მეათე პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ტელეარხი 25-ს" ჟურნალისტმა დიანა თურმანიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება), წამყვანმა თამილა ზოიძემ კი - მხოლოდ პირველი პრინციპი.
სადავო სიუჟეტი 2016 წლის 22 ივნისს გავიდა ეთერში - "სახლი გზის გარეშე" მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. ავალიანი მიიჩნევდა, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
მსჯელობის შემდეგ საბჭომ გადაწყვიტა, რომ მეოთხე და მესამე პრინციპები დარღვეული არ ყოფილა.
საბჭოს მიერ საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე მხარე, თუმცა საბჭოს კითხვებს მოპასუხე ჟურნალისტებმა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით უპასუხეს.
განმცხადებლის აზრით, მასალაში "თუ პური არ გაქვთ, ნამცხვარი ჭამეთ..." დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".
დასაბუთებისას თორნიკე დევაძე აღნიშნავს, რომ "ავტორს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ქმნის ირიბად წარმოდგენას თითქოს ეს განცხადება ("თუ პური არ გაქვთ, ნამცხვარი ჭამეთ...")გიორგი კვირიკაშვილის მიერ იყოს გაკეთებული."ქარტიის საბჭოს საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
განცხადებლის აზრით, სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები- პირველი (სიზუსტე) და მესამე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
"ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი" მიიჩნევს, რომ რედაქცია ცდილობს თემას სენსაციურობის ელფერი შესძინოს, მასალა გამოირჩევა ირონიულობით, ცინიზმით და ნაკლებად ისახავს მიზნად მოსახლების ინფორმირებას.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს