ზურაბ ნაყეურის წინააღმდეგ განცხადება, ქარტიის საბჭოში ირაკლი მანაგაძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა რომ ტელეკომპანია "მაესტრომ" ლევან ვასაძის პირდაპირი ჩართვით მსოფლიო საოჯახო კონგრესიდან და მამა ჯოზაია თრენჰემის მოხსენების ეთერში გაშვებით დაარღვია ქარტიის პრინციპები.
განმცხადებელი ასევე მიიჩნევდა, რომ გარდა მეშვიდე პრინციპისა, ზურაბ ნაყეურმა დაარღვია ქარტიის მე-9 პრინციპი(სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისგან), თუმცა ამ მუხლზე საბჭომ დარღვევა არ დაადგინა.
სხდომა 27 ოქტომბერს გაიმართა და ესწრებოდა, როგორც განმცხადებელი, ასევე მოპასუხე მხარის წარმომადგენელი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ (WISG) განცხადება "საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი კვირის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით. სადავო მასალა 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატია "ვინ არის ტრანსგენდერი, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ? – "ერთმა ქვა ჩაარტყა, მეორემ ყელი გამოჭრა" ტრნსგენდერი ქალის მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის 1 (სიზუსტე) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები. WISG-ის მიერ ქარტიაში შეტანილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "მასალის მომზადებისას, ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან, დაეყრდნო არასანდო წყაროს და საზოგადოებაში შეიყვანა შედომაში. ამდენად, მივიჩნევთ, რომ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი."
მე-10 პრინციპთან დაკავშირებით კი მითითებულია, რომ "მას [ტრანსგენდერ ქალს] ჟურნალისტისთვის არ მიუცია ინფორმირებული თანხმობა მისი პერონალური მონაცემების: სახელი და გვარი, ასაკი (პირადობის მოწმობის მიხედვით) და ფოტოსურათი გამოქვეყნების შესახებ." განმცხადებელი იქვე აღნიშნავს, რომ "ტრანსგენდერი ადამიანის მიერ არჩეული სახელი უნდა იქნას აღიარებული ჟურნალისტების მიერ მის ნამდვილ სახელად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს სახელი მის საბუთებში შეცვლილი."
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
ქარტიის ყველა პროექტი საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორების მხარდაჭერილია. IREX-მა და USAID-მა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყეს, მაშინ როდესაც ქარტია ძალას იკრებდა, და განაგრძობენ დღესაც. სწორედ IREX-თან პარტნიორობა უზრუნველყოფს საბჭოს შეუფერხებელ მუშაობას და ქარტიის ორგანიზაციულ განვითარებას და ქარტიას საშუალებას აძლევს ჟურნალისტების პროფესიულ განვითარებაზე იზრუნოს.
"სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა. ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება-მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან, იყოს ინფორმირებული… " – ამ სიტყვებით იწყება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, როგორც ეთიკური კოდექსი და ქარტია, როგორც ორგანიზაცია, რადგან მისი თითოეული წევრის, დონორისა თუ უბრალოდ გულშემატკივრის წვლილიც მის არსებობაში სწორედ ამ ორ დემოკრატიულ ღირებულებას – თავისუფალ მედიასა და ინფორმირებულ საზოგადოებას ემსახურება.
ბმული ფილმზე რომელიც ქარტიის ისტორიასა და მისი საქმიანობის შედეგებზე მოგვითხრობს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სახალხო დამცველის, უჩა ნანუშავილის განცხადება "ლიბერალისა" და საგამოძიებო სტუდია "მონიტორის" მიერ მომზადებულ მასალებთან დაკავშირებით.
განცხადების თანახმად, 2016 წლის 16 ივნისს ლიბერალის მიერ გამოაქვეყნებულ მასალაში "105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია", სათაური და ტექსტი არ ემთხვევა ერთმანეთს. "მოყვანილი ფაქტები არის არსებითად მცდარი, არასწორი, სექსისტური და სინამდვილესთან შეუსაბამო". ამასთან მასალისთვის თანდართულ ფოტოში გამოყენებულია ფოტოშოპი. განცხადების თანახმად დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები
სახალხო დამცველი "ლიბერალის" მეორე სტატიასაც ("ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა" ) ხდის სადავოდ - და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით მოამზადა მასალა და მასთან ინფორმაციის გადამოწმებას არ შეეცადა. ამ მასალაში კი განცხადების მიხედვით დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეხუთე (შესწორება) მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
უჩა ნანუაშვილის განცხადება ეხება სტუდია მონიტორის მასალებსაც. მისი აზრით, 2016 წლის 10 ივნისს გამოქვეყნებულ ვიდეო სიუჟეტში "ვისთვის შეიძინა ომბუდსმენმა 105 ათასლარიანი ავტომანქანა" ნახსენები მანქანა სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძისთვის რომ იყო შეძენილი, როგორც დადასტურებული ფაქტი ისეა გადმოცემული მაშინ, როდესაც სახალხო დამცველის განმარტებით, დოკუმენტები "სხვა რამეზე მეტყველებს".
ნათია კაციტაძესა და მანქანასთან დაკავშირებით "მონიტორმა" კიდევ ერთი მასალა 15 ივნისს გამოაქვეყნა. სახალხო დამცველი მიჩნევს, რომ ამ სიუჟეტში ფაქტები განზრახ იყო დამახინჯებული.
შესაბამისად, სტუდია მონიტორის ფილმებში, მისი აზრით, დარღვეულია პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადება "ტაბულას" წინააღმდეგ. სადავო მასალა "საია: ივანიშვილს კანონი არ დაურღვევია, საზოგადოებრივი მოძრაობა დააფუძნა" 2016 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა.
საია მიიჩნევს, რომ სტატიაში დარღვეულია პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მესამე პრინციპი - ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.
მასალა ეხებოდა საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქების (ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი) მონაწილეობას და საიას განმარტებებს ამ საკითხზე.
განცხადების თანახმად, "ტაბულამ" არასრულად დაბეჭდა საიას პოზიცია, გამოცემის რედაქტორის კითხვას მათ წერილობით უპასუხეს, მიუხედავად ამისა, "ტაბულამ" "შეფასებისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტი მიჩქმალა" და არ წარმოაჩინა ფაქტი, რომლიც საფუძვლად ედო საიას პოზიციას ამ თემაზე.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ick.ge-ს ჟურნალისტებს, გელა მთივლიშვილსა და გელა შაშიაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
პირველი განცხადება გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი გერგიძემ შემოიტანა. ის მიიჩნევდა, რომ მასალა "გურჯაანის გამგებელი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის კანონს არღვევს" არასწორ ინფორმაციას შეიცავდა.
ასევე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური გელა შაშიაშვილს. სადავო მასალა "კორუფციული სქემა ახმეტის მუნიციპალიტეტში" ეხებოდა თუშეთში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, ე.წ. "ნიამორის გადასახედის" აშენებას.
საქმის განხილვას მხოლოდ მოპასუხე მხარე, გელა შაშიაშვილი ესწრებოდა.
საბჭომ მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ არც ერთ საქმეში სადავო მუხლი დარღვეული არ ყოფილა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მუხრან ავალიანის განცხადება "ტელეარხი 25-ის" ჟურნალისტის დიანა თურმანიძის და წამყვანის თამილა ზოიძის წინააღმდეგ. განცხადების მიხედვით, 2016 წლის 22 ივნისს ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვება "მაცნეში" გავიდა სიუჟეტი "სახლი გზის გარეშე", რომელიც მუხრან ავალიანის საკუთრებაში არსებულ მიწასთან დაკავშირებულ დავას ეხებოდა. ავალიანი მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადსტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტმა ქეთი ციცქიშვილმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები.
სადავო გახდა 2016 წლის 23 აპრილს, ტელეკომპანია "ტვ პირველში" გასული სიუჟეტი, რომელიც ირაკლი ჯაშისა და ირაკლი ბჟალავას ცემის ფაქტს ეხებოდა. განმცხადებელი, ადვოკატი დავით ჯაფარიძე მიიჩნევდა, რომ "ტვ პირველმა" მიზანმიმართულად გაუშვა ეთერში ყალბი ვიდეომასალა, რათა დაცვის მხარისათვის მოეყენებინა ზიანი." შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ პირველი და მეხუთე პრონციპის გარდა დარღვეული იყო ქარტიის მესამე და მეოთხე პრინციპი, თუმცა აღნიშნულ პრინციპებზე დარღვევა არ დადგინდა.
სხდომას არც ერთი მხარე არ დასწრებია, ქეთა ციცქიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონის მეშვეობით უპასუხა.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.
განმცხადებელი გიორგი გაბედავა სადავოდ ხდიდა "ქრონიკა+-ში" გამოქვეყნებულ მასალას "პირადი ცხოვრების ფირები გიორგი გაბედავამ ატვირთა?" მისი აზრით, გაზეთში მის მიმართ მძიმე ბრალდებებია წაყენებული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
გიორგი გაბედავას მიიჩნევდა, რომ გარდა პირველი პრინციპისა, სადავო მასალაში ასევე დარღვეული იყო შემდეგი პრინციპები: 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 5 (შესწორება), 7 (დისკრიმინაცია), 10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) თუმცა საბჭომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება და მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა.
საქმის განხილვას არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი არ დასწრებია.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანდებით გამოქვეყნდება.