სიახლეები
23 იანვარს საქართველოს ჟურნალისტურიეთიკის ქარტიამ პროექტის "ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" მონაწილეებს სერთიფიკატებს გადასცა და აქტივობები შეაჯამა. ერთი წლის განმავლობაში 40-მა სტუდენტმა გაიარა კურსი.
25.01.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აცხადებს ვაკანსიას მედიამონიტორის პოზიციაზე. სამუშაოს ხანგრძლივობა: 2016 წლის მარტი - ივნისი. ძირითადი მოთხოვნები:
  • ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება;
  • მედიამონიტორინგის ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
  • სატელევიზიო გადაცემების რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემების შეგროვება;
  • მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
  • ანგარიშის მომზადება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა 2016 წლის 7 თებერვლამდე უნდა გამოგზავნოს CV ელექტრონულ მისამართზე ethicscharter@gmail.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
25.01.2016

20 იანვარს "ფრონტლაინ კლუბში" მედიაკრიტიკის პლატფორმამ mediachecker.ge-მ საქმიანობა შეაჯამა. შეხვედრაზე  მედიაეთიკასთან და პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
20.01.2016

12 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ტაბულას" ჟურნალისტებს ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს და ნინო მაჭარაშვილს რესტორან "ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა,

13.01.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება "ტელეარხი 25-ის" მფლობელების მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის,
30.12.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინგამოცემა Freshnews.ge-ის ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

განმცხადებელი, ელენე სიჭინავა მიიჩნევდა, რომ Freshnews.ge-ზე გამოქვეყნებული მასალით : "ეკა ბესელიას შვილი ახალ სკანდალში ეხვევა, რა მოხდა ფოთში?" გარდა პირველი პრინციპისა, დაირღვა მე–3 და მე–11 (ა ) პრინციპი. მესამე მუხლის თანახმად,  ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. მე-11 პრინციპის ა პუნქტი კი ამბობს, რომ ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს ფაქტის განზრახ დამახინჯება. საბჭომ განიხილა აღნიშნული საქმე და მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ დაარღვია ქარტიის  პირველი პრინციპი.  მე-3 და მე-11 პრინციპები კი არ დაურღვევია.
21.12.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტმა ეკა ბარაბაძემ დაარღვია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველაფერი უნდა იღონოს დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად.

20.12.2015
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ახალი ხარაგაულის" ჟურნალისტს მარიანა ბურჯალიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედება - პლაგიატი".

20.12.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ონლაინ გამოცემა news.ge-ის სტატიაში "ენერგომაფიის დაბრუნება" – ანონიმური წერილი "თელასიდან" და ახალი ბრალდებები მოსამართლე ურთმელიძის წინააღდეგ" დაირღვა პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". საბჭომ განცხადება 19 დეკემბერს განიხილა. საქმის განხილვას მხოლოდ გამცხადებელი, სს თელასის წარმომადგენელი ესწრებოდა. news.ge-მ კი თავისი პოზიცია წერილობით დააფიქსირა.
19.12.2015
20 დეკემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" გიმართება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მე-7 საერთო კრება. წევრთა რეგისტრაცია იწარმოებს 10-დან 12 საათამდე. კრება დაიხურება 18:00 საათზე.
16.12.2015
საქართველოს ჟურნალისტურ ქარტიაში განსახილველად ორი ახალი განცხადება შევიდა. ქარტიის საბჭოს სს "თელასმა" მიმართა. ის მიიჩნევს, რომ ქარტიის პირველი, მესამე და მეხუთე პრინციპები დაირღვა 2015 წლის, 18 ნოემბერს, news.ge –ზე 
12.12.2015
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 6 წლის გახდა. 2009 წლის 4 დეკემბერს სხვდასხვა მედიასაშუალების 137-მა ჟურნალისტმა როგორც რეგიონიდან, ისე დედაქალაქიდან ხელი მოაწერა 11 პრინციპს და მისი დაცვის ვალდებულება აიღო. ამავე ხელმოწერით ყველა მათგანი გახდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრი და დამფუძნებელი. მოქალაქეებს კი მიეცათ საშუალება, ჟურნალისტურ მასალაში ეთიკური დარღვევის შემთხვევაში განცხადებით მიემართა ქარტიისთვის.

ქარტიის 11 დებულება, რომელიც შექმნილია საერთაშორისო ჟურნალისტური სტანდარტების მიხედვით, განსაზღვრავს ქარტიის ყველა წევრის მთავარ პროფესიულ პრინციპებს. ქარტიას მართავს 9 წევრისგან შემდგარი საბჭო, რომელიც ნიშნავს აღმასრულებელ დირექტორს. ჟურნალისტების წინააღმდეგ შესულ განცხადებებს საბჭო განიხილავს. საბჭოს წევრი ირჩევა 3 წლის ვადით საერთო კრებაზე ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტების მიერ. ქარტიის ხელმომწერი ამ დროისთვის 274 ჟურნალისტია. საბჭოს კი განხილული აქვს 72 საქმე.
04.12.2015

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.