სიახლეები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი და ქარტიის მედიაკრიტიკის პლატფორმის, mediachecker.ge-ს რედაქტორი სალომე აჩბა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ს

21.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილის" წამყვანმა მაია ასათიანმა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-10 მუხლი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

განმცხადებელი, "მომავლის სოფელი" მიიჩნევდა, რომ მაია ასათიანმა სადავო გადაცემაში, რომელიც სტალინის თემას ეძღვნებოდა, გარდა ზემოთ აღნიშნული პრინციპისა, დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) პრინციპი. თუმცა, საბჭომ მსჯელობის შედეგად არ გაიზიარა განმცხადებლის პოზიცია და გადაწყვიტა, რომ მაია ასათიანს არ დაურღვევია პირველი და მესამე პრინციპი.

საქმის განხილვას განმცხადებელი "მომავლის სოფლის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

20.05.2016

ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებების შესარჩევად, რომლებთანაც ჩატარდება პრაქტიკული სემინარი  ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.

შერჩეული მედიასაშუალებების რედაქციაში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ ქარტიის და იუნისეფის ტრენერები - ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე. ისინი დაეხმარებიან მათ ბავშვებთან დაკავშირებული თემების მომზადების პროცესში, მისცემენ კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

მსურველებმა 2016 წლის 1 ივნისამდე გამოგზავნეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელის სამოტივაციო წერილი, სადაც უპასუხებთ შემდეგ კითხვებს:

  • რატომ გსურთ ამ კონკურსში მონაწილეობა?
  • რამდენად ხშირად აშუქებთ ბავშვებთან დაკავშირებულ თემებს?
  • რა პრობლემებს აწყდებით ბავშვთა საკითხების გაშუქებისას?
  • ბავშვთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით რა საკითხების მოგვარებაში ისურვებდით ტრენერის დახმარებას?

სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე - ethicscharter@gmail.com სათაურის მიუთითეთ "კონკურსი - ბავშვთა საკითხები".

განაცხადების განხილვის შემდეგ შეირჩევა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის ოთხი მედიასაშუალება. პრაქტიკული სემინარები გაიმართება 2016 წლის ივნისსა და სექტემბერში.

18.05.2016

საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ განსახილველად მიიღო ორი განცხადება - გიორგი გაბედავა გაზეთ "ქრონიკა+-ის" რედაქტორის, ელისო კილაძის წინააღმდეგ და  დავით ჯაფარიძე ტელეკომპანია "პირვ

18.05.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" წამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემა პროფილის იმ გამოშვებაში, რომელიც არასრულწლოვანთა სუიციდს ეძღვნებოდა (28.01.2016)

09.05.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი. ამავდროულად, საბჭომ მიიჩნია, რომ ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განხილულ საქმეში დასახელებულ გადაცემის მომზადებისას დაარღვია ჟურნალისტური ეთიკა და არაკეთილსინდისიერება გამოიჩინა საზოგადოების მიმართ.

მეორე პრინციპის თანახმად, "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".

შალვა რამიშვილი მიიჩნევდა, რომ 2015 წლის დეკემბერში გადაცემა "პოლიტიკაში" მისი ნების საწინააღმდეგოდ გიორგი ბახტაძემ აიძულა რომ მოეწვია კონკრეტული რესპონდენტები.

გადაწყვეტლების დასაბუთებული ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

09.05.2016

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ირაკლი მანაგაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ტელეკომპანია "GDS- ის" მიერ მომზადებულ გადაცემაში "ბინა 18" დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი -  "ჟურნალისტს უნდა ესმ

05.05.2016
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ დაარღვია ქარტიის მეორე პრინციპი, რომლის თანახმადაც, "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".

ამ პრინციპის დარღვევის დამადასტურებლად შალვა რამიშვილს განცხადებაში მოყვანილი ჰყავს შემდეგი გარემოება  "2015 წლის დეკემბერს ჩემსა [შალვა რამიშვილსა] და ბახტაძეს შორის "ვაიბერით" განხორციელებულ მიმოწერისას ჩემი იძულება, რომ გადაცემა "პოლიტიკა" (რომლის წამყვანი და პროდუსერი გახლავართ) მისთვის სასურველი ფორმით წამეყვანა". აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მისი დაფუძნებიდან, 2009 წლიდან დღემდე მეორე პრინციპის დარღვევისთვის არავის მოუმართავს და საბჭო პირველად იმსჯელებს იყო თუ არა ჟურნალისტის იძულება.
25.04.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო არასამთავრობო ორგანიზაცია "მომავლის სოფლის" განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "პროფილის" წამყვანის, მაია ასათიანის წინააღმდეგ.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 14 აპრილს გასულ გადაცემაში, რომელიც სტალინს ეძღვნებოდა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის რამდენიმე პრინციპი დაირღვა:

1 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს სიზუსტის დაცვას ავალდებულებს, ასევე მე-3 პრინციპის ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია. განმცხადებლის აზრით, დარღვეულია მე-7 პრინციპიც, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს, აგრეთვე, არა არის დაცული მე-10 პრინციპი - ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

განმცხადებლის აზრით, "ჟურნალისტმა წინასწარგანზრახულობით გადაცემაში მიიყვანა, დასცინა და დისკრიმინაციულად მოექცა ფსიქიკური აშლილობის მქონე მოხუც ადამიანს (დადგენილება ყოფილი ეპისკოპოსის ილარიონ სამხარაძის სულიერი მდგომარეობის შესახებ არაერთხელ ყოფილა თავად რუსთავი 2-ის განხილვის თემა), არ გადაამოწმა საპატრიარქოსთან სტალინის საკითხის ოფიციალურობა და სულიერი აშლილობის მქონე ადამიანი გამოიყენა, როგორც მხარე და ეკლესიის ოფიციალური პოზიცია", - ნათქვამია განცხადებაში.

მიღებულ განცხადებას ქარტიის საბჭო სხდომაზე განიხილავს.

იხილეთ

19.04.2016

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

 

ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

მოგმართავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ორგანიზაცია, რომელსაც 274 წევრი ჟურნალისტი ჰყავს. ქარტიის ხელმომწერებს შორის არიან სხვადასხვა ტიპის მედიასაშუალების წარმომადგნელები, ბლოგერები და დამოუკიდებლად მომუშავე ჟურნალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მიმდინარე წელს ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში სხდომათა დარბაზთან მინისტრების ჩაწერა აეკრძალათ. მართალია, მათთვის ცალკე მოეწყო მედიაცენტრი, თუმცა, იქ მინისტრი მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჩადის და არ არის ვალდებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხოს. სხდომათა დარბაზი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ კრიტიკული  და არასასურველი კითხვები დაესვათ მინისტრებისთვის.

გარდა ამისა, ბოლო პერიოდში როგორც ქარტიის წევრმა, ისე არაწევრმა ჟურნალისტებმა არაერთხელ გამოთქვეს წუხილი იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მათგან კომენტარის მიღება გართულდა. ამგვარი რამდენიმე ფაქტი შეგვიძლია დაგისახელოთ:

ქარტიას მომართა გაზეთმა "პრაიმტაიმმა", რომელიც აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი მათთან კომუნიკაციაზე უარს ამბობს. გაზეთმა ამ საკითხზე მასალაც გამოაქვეყნა (თინა ხიდაშელის სკანდალური "გარიგების" მცდელობა "პრაიმტაიმთან"), თუმცა მათი თქმით, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა.

გართულებულ კომუნიკაციაზე საუბრობს საგამოძიებო სტუდია "მონიტორიც". ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ მათთან კომენტარის გაკეთებაზე. გარდა ამისა, უწყების პრესსამსახური კითხვების გაგზავნას და შემდეგ წერილობით პასუხს სთავაზობს, ეს კი ფაქტობრივად უარის თქმას ნიშნავს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სატელევიზიო პროდუქტს ქმნის, ვინაიდან ვიზუალური გამოსახულების გარეშე გადაცემა ვერ მომზადდება და მთავარი, წერილობითი პასუხი ჩაძიების და კრიტიკული კითხვის დასმის საშუალებას არ იძლევა.

უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვს "კახეთის საინფორმაციო ცენტრიც", რომელმაც უკვე მოგმართათ საჯაროდ და ამ ფაქტით დაინტერესება გთხოვათ. გამოცემის თქმით, "კახეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი ახმეტის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური ხასიათი მიიღო საჯარო მოხელეების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ აგრესიის გამოხატვის, მათი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, პროფესიული საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებმა."

გვესმის, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირების გრაფიკი დატვირთულია, თუმცა, საზოგადოებასთან საუბარი ამავე გრაფიკის ნაწილი უნდა იყოს. ჟურნალისტები სწორედ მოქალაქეების ინფორმირებისთვის საჭირო კითხვებს სვამენ. ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ორმაგ მნიშვნელობას იძენს.

აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ საზოგადოებისთვის უცნობია, რა შედეგით დასრულდა გასული ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლის თუ მათზე თავდასხმის ფაქტები. კონკრეტულ შემთხვევებზე ქარტიამ რამდენიმე განცხადებაც გაავრცელა. რამდენიმე შემთხვევას დაგისახელებთ:

  • საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ვებგვერდის renessans.ge-ს ჟურნალისტებზე კარიკატურის გამოქვეყნებას მარნეულის იმამ ალის სახელობის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარის, ჯავიდ გურბანოვის მხრიდან ზეწოლა და მუქარა მოჰყვა;
  • 2015 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთში შეურაცხყოფა მიაყენეს და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ადგილობრივ კორესპონდენტს;
  • 2015 წლის 15 სექტემბერს, პრემიერის გურიაში ვიზიტისას ტელეკომპანია "მაესტროს" რეპორტიორს მის მიერ დასმული შეკითხვის გამო შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ახსნა-განმარტებები მოსთხოვა;
  • 2015 წლის 1 სექტემბერს, ქედაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს;
  • 2015 წლის 7 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე "არა ეკლესიის დისკრედიტაციას" ონლაინ გამოცემა "ფოსტალიონის" ჟურნალისტს, ვახო კვარაცხელიას აქციაში მონაწილე გიორგი გაბედავამ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალა;
  • 2016 წლის იანვარს "ტაბულას" ჟურნალისტებს რესტორან "ჭაშნაგირში" რამდენიმე პირი თავს დაესხა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მათი ჟურნალისტური საქმიანობის გამო;
  • 2016 წლის 14 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქციების გაშუქებისას რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეეშალა პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას. მათი ცნობით, "ლიბერალის" ფოტოგრაფს კამერა დაუმტვრიეს, ხოლო "ნეტგაზეთის" რეპორტიორს ის ტელეფონი წაართვეს, რომლითაც აქციას იღებდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით

  • როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი მთავრობის წევრებს შეახსენეთ, რომ ვალდებულნი არიან მედიასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია მაშინაც, როცა არ მოსწონთ რომელიმე მედიასაშუალება, ჟურნალისტი ან მათ მიერ დასმული კითხვები. გამოიჩინონ პატივისცემა და გაანალიზონ, რომ მედიის საშუალებით საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრებიან.
  • მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრები ჩავიდნენ მედიაცენტრში და კითხვების არსებობის შემთხვევაში უპასუხონ მათ.
  • უზრუნველყოფილი იყოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
  • გამოიყენეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიძიონ ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები, გამოძიების შედეგები კი აცნობონ საზოგადოებას, რათა მოქალაქეებისთვის ცნობილი იყოს, რომ ჟურნალისტის საქმიანობის ხელშეშლა კანონით ისჯება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 154-ე მუხლი რეალურად მუშაობს.
  • შეიქმნას ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში.

ბატონო პრემიერ-მინისტრო, დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად გესმით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მედიასთან გამჭვირვალე კომუნიკაციის მნიშვნელობა, რაც მოსახლეობის წინაშე  მთავრობის ანგარიშვალდებულების ნაწილია   და მიგვაჩნია, რომ თქვენ, როგორც მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს,  შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოთ მთავრობასა  და მედიას შორის კონსტრუქციული კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის

წევრი 274 ჟურნალისტი

განცხადებას ასევე უერთდებიან:

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის საინფორმაციო სამსახური
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB)
პრაიმტაიმი
ტელეკომპანია "პირველი"
ინგა გრიგოლია
ლიბერალი
საინფორმაციო ცენტრების ქსელი
საინფორმაციო სააგენტო აქცენტი
მერაბ მეტრეველი
მედიასახლი გურია ნიუსი
საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი
კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი და მისი ვებპლატფორმა "ევროპა საქართველოსთვის"
კავკასიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრი - CCFJ
On.ge
Media.ge
Kutaisipost.ge
მულტიმედია ცენტრი "ჩემი ხარაგაული"
ჩამოტვირთეთ წერილი
07.04.2016

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა საკითხების გაშუქების მონიტორინგის ახალ ეტაპს იწყებს.

მედია მონიტორინგის მიზანი ელექტრონულ, ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ბავშვთა საკითხებზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლა, ბავშვთა  უფლებებთან, ეთიკურ ნორმებსა და სიღრმისეულად გაშუქების პროფესიულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზია. მონიტორინგი 2016 წლის 1 აპრილიდან 30 ნოემბრამდე ჩატარდება.

აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: განხორციელდება მედია მონიტორინგი და გამოვლენილ დარღვევებზე განცხადებები გაეგზავნება მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოებს; გამოვლენილ პრობლემებზე მომზადდება კონკრეტული მაგალითების ანალიზი და გაიმართება დისკუსიები ჟურნალისტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან; შემუშავდება ბავშვთა საკითხების გაშუქების კონკრეტული სახელმძღვანელო წესები; გაიმართება ოთხი სემინარი კონკურსის წესით შერჩეულ ოთხ მედიაორგანიზაციაში(ორი თბილისში და ორი რეგიონში), სადაც ტრენერები  უშუალოდ რედაქციებში იმუშავებენ და ჟურნალისტებს თემების დაგეგმვასა და მასალების მომზადებაში დაეხმარებიან; გაიმართება შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან მედია წიგნიერების საკითხებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მონიტორები კონტენტ ანალიზის მეთოდით შეისწავლიან საბავშვო გადაცემებსაც.

მონიტორინგის შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოქვეყნდება ივლისში, ხოლო საბოლოო ანგარიშს ქარტია საზოგადოებას დეკემბერში წარუდგენს. მედია მონიტორინგის პროცესში გამოვლინდება ბავშვთა საკითხების სიღრმისეული და ეთიკური გაშუქების საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი, რომელიც დეკემბერში, ქარტიის საერთო კრებაზე, იუნისეფისა და ქარტიის ყოველწლიური პრიზით დაჯილდოვდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 2013-2015 წლებში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით სამი მსგავსი პროექტი განახორციელა. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიაში ბავშვთა საკითხების ეთიკურად გაშუქების თვალსაზრისით. თუმცა ბავშვთა საკითხებს მედია მხოლოდ ახალი ამბების კონტექსტში აშუქებს და მოკლე ინფორმაციით შემოიფარგლება. კვლავაც პრობლემად რჩება ისეთი თემების სიღრმისეულად გაშუქება, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წინა პროექტის ფარგლებში მაუწყებლებმა გააფორმეს მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც აიღეს პასუხისმგებლობა განიხილონ ბავშვთა საკითხებთან დაკავშირებით მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოში შესული ყველა საჩივარი, მუხედავად იმისა, განმცხადებელი დაინტერესებული პირია თუ არა.

***

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ნატა ძველიშვილი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი
ტელ: 593 42 18 55, n.dzvelishvili@gmail.com
www.persp.loc
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მობ.: (+995 599) 53 30 71 ელფოსტა: mkurtsikidze@unicef.org
www.unicef.ge

 

06.04.2016
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომართა "თრიალეთის" დირექტორის მოადგილე რამაზ ელანდიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ  ტელეკომპანია "დიას" ეთერში გასული მასალა "უჩინარი თანა
27.03.2016

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.