22-23 ივნისს, ბათუმში, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში, გაიმართება
უფროსკლასელთა სემინარი თემაზე - “მედიაწიგნიერება და კრიტიკული
აზროვნება”. სემინარში მონაწილეობა უფასოა. სემინარი იმართება
ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ერთობლივი პროექტის,
“მედიაწიგნიერება ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში.
სემინარის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს გახდნენ მედიაწიგნიერები,
კრიტიკულად მოაზროვნენი, რათა შეძლონ იმის ინტერპრეტაცია და გააზრება,
რასაც ხედავენ, კითხულობენ და ისმენენ. სემინარი დაეხმარება
ახალგაზრდებს აიმაღლონ ცოდნის დონე მასობრივი კომუნიკაციის და ახალი
ტექნოლოგიების შესახებ, გააძლიერებს მათ უნარს კრიტიკულად გაანალიზონ,
თუ რა კავშირი არსებობს მედიას, აუდიტორიასა და ინფორმაციას
შორის.
პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებით მონაწილეები შეძლებენ
დაინახონ:
- როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას,
საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას და ყალიბდება სტერეოტიპები, ხდება
მანიპულაცია.
- როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი
ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან.
- რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება
ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის
კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის
აღქმას.
სემინარს გაუძღვებიან:
ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო დანელია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ნინო ნარიმანიშვილი, პროექტის კოორდინატორი
ტელ: 593926429
ელ.ფოსტა: narimanishvili.n@gmail.com