საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო პლატფორმა "არა ფობიას" წევრი ორგანიზაციების განცხადება ინტერნეტ ტელევიზია Postv-ს წინააღმდეგ. მათი აზრით ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დარღვეულია 9 თებერვალს გამოქვეყნებულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში, ბელგიაში. მასალაში ნათქვამი იყო, რომ პარალელურად ლგბტ პირთა წვეულება გაიმართა.
"არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიის ღონისძიების დისკრედიტაციას ჰომოფობიური განწყობების გაღვივებით და დაუსაბუთებელი კავშირების ჩვენებით ცდილობდნენ.
ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა, მარიკა გოცირიძემ ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა თავიდან უნდა აირიდოს რაიმე ნიშნით ნებისმიერი პირის დისკრიმინაცია.
მის წინააღმდეგ ქარტიას ელმადდინ მამედოვმა მიმართა. ის მიიჩნევდა, რომ 2 თებერვალს ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მომზადებულ მასალაში, სადაც ნარკორეალიზატორების ეთნიკური წარმომავლობა დაასახელეს, არღვევდა ქარტიის მეშვიდე პრინციპს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი თეთრაძის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "სიცრუის დეტექსტორის" წამყვანის, გიორგი გასიანის წინააღმდეგ.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2 თებერვლის გადაცემაში გაჟღერდა ქალთა მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის წამახალისებელი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული განცხადება. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
ქარტიის საბჭო გადაწყვეტილებას საქმის განხილვის შემდეგ მიიღებს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდვნომ დასაშვებად სცნო თანასწორობის მოძრაობის განცხადება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესები შეილახა 10 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში, რომელიც ეხებოდა 13 წლის ბიჭის მკვლელობას.
განმცხადებელის აზრით, ქარტიის მერვე პრინციპი დარღვეულია, რადგან სტატიას თან ერთვის მოზარდის ფოტო და მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია.
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს
მონაწილეებს რეგიონიდან აუნაზღაურდებათ მგზავრობისა (ბილეთის წარმოდგენის შემთხვევაში) და დედაქალაქში დარჩენის ხარჯები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ლგბტქი ასოციაცია თემიდას განცხადება ინგლისურენოვანი გაზეთის Georgia Today-ს მიერ გამიქვეყნებული op-ed-ის ავტორის, ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ. მისი მოსაზრება სათაურით Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz 31 იანვარს გამოქვეყნდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი (დისკრიმინაცია), ვინაიდან ტექსტი შეიცავს არასწორ ინფორმაციას, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში ფობიების გავრცელებას და აღვივებს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ცნო ინიციატივა საჯარო სივრცისთვის განცხადება Business Media Georgia-ს ჟურნალისტის, თათია ჩაფიჩაძის და პროდიუსერის ეკა ბაშარულის წინააღმდეგ. სადავო მასალა გავიდა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. სიუჟეტი ეხებოდა კომპანია "მ2- ის" "ხრუშოვკების" ჩანაცვლების პროექტს.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიუჟეტით აუდიტორიამ არაზუსტი ინფორმაცია მიიღო, ვინაიდან ჟურნალისტის მიერ გაცემული რამდენიმე ფაქტი არასწორი იყო. "ემ კვადრატს" არ უხსენებია, რომ ანაცვლებს არსებულ მშენებლობებს და ახალ სახლებში გადაჰყავს მოსახლეობა", - ნათქვამია განცხადებაში.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის განცხადება გაზეთ "ასავალ დასავალის" წინააღმდეგ.
სადავო მასალა "შირაქმა ასავალ-დასავალს და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა!" 2019 წლის 4 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა და ეხებოდა შპს "შირაქის" მიერ წარმოებულ პროდუქტს და მათ მიერ "ასავალ დასავალის" მასალის გასაჩივრებას. ასოციაცია მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპები, ვინაიდან განმცხადებლის აზრით, აუდიტორიამ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიიღო.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს
ორშაბათს, 11 თებერვალს 20:00 საათზე საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განიხილავს გიგი თევზაძის განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორისა და გადაცემა "კვირის აქცენტების" წაყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, გიგი თევზაძის განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის და გადაცემა "კვირის აქცენტების" წამყვანის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.
გიგი თევზაძე მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიამ 3 თებერვლის გადაცემაში დაარღვია სიზუსტის პრინციპი, როდესაც განათლების სისტემაზე საუბრისას ახსენა გიგი თევზაძეც. მისი თქმით, კავშირი არ აქვს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან, რაზეც ნიკა გვარამია მიუთითებდა.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ელმადდინ მამედოვის განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის, მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ.
2 თებერვალს ეთერში გასული სადავო სიუჟეტი ეხებოდა ფონიჭალაში ჩატარებულ სპეცოპერაციას. ჟურნალისტმა ამბის თხრობისას აღნიშნა ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულის ეთნიკური წარმომავლობა, რაც განმცხადებლის აზრით, არღვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა აირიდოს პირის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია.
ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა ირაკლი ჩიხლაძემ და თამარ გოგესაშვილმა ქარტიის ორი პრინციპი დაარღვია - პირველი, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ჟურნალისტის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია და მეათე, რომელიც ჟურნალისტს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას ავალდებულებს.
სადავო სიუჟეტი 23 დეკემბერს გავიდა ეთერში და ეხებოდა ხადის ხეობაში აშშ-ს მოქალაქეების მკვლელობას და ამ საქმეზე ბრალდებულს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სადავო მასალაში ბრალდებული წარმოაჩინეს დამნაშავედ მაშინ, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილება ამ საქმეზე ჯერ არ არსებობს.
გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება